როდესაც შემისრულდა 30 წელი, მე, საბოლოოდ, შევხვდი მიდგომებს, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალეს ჩემი ინტიმური ურთიერთობები.
20 წლის ასაკში არ მქონია შესანიშნავი სექსი და ძალიან შებოჭილი ვიყავი, რომ მესაუბრა ამაზე ჩემს შეყვარებულთან. როდესაც 30-ის გავხდი, მე, საბოლოოდ აღმოვაჩინე მიდგომებ, რომლებმაც სამუდამოდ შეცვალეს ჩემი ინტიმური ურთიერთობები. აი ესენია:
სექსის ზოგადადმიღებული მიდგომა
ზოგადადმიღებული სექსი - მიზანდასახული საზოგადოების ანარეკლია, რომელიც კონცენტრირებულია შედეგების მიღებაზე და რაც შეიძლება სწრაფად. იგივე ეხება სექსსაც - ეს არის საქმიანობა, რომელიც სრულდება სიამოვნების გულისთვის, ხოლო სიამოვნება იზომება მიზნის მიღწევის - ორგაზმის თვალსაზრისით. როგორც კი მიზანი მიღწეულია, თქვენი მისია შესრულებულია.
ასეთი მიდგომით სექსი მიმართულია მიზნის მიღწევისკენ და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, გვეხმარება მის მიღწევაში. ასევე უნდა დავეხმაროთ პარტნიორს ამის მიღწევაში. მთელი საქმიანობა უნდა იყოს სუპერცხელი, სუპერწარმტაცი, სუპერსტიმულირებული და თუ მიზანი არ იქნა მიღწეული ამა თუ იმ მიზეზით (თქვენთვის ან პარტნიორისთვის), იმედგაცრუებას იგრძნობთ.
როდესაც ეს იმედგაცრუება მეორდება, ჩვენ თავს არასაკმარისად კარგებად ვთვლით ან ვფიქრობთ, რომ რაღაც ისე არ არის. ქალები ყველაზე ხშირად არიან ისინი, ვინც განიცდის სირთულეებს ორგაზმის მიღწევაში და თანდათან კარგავენ სექსის მიმართ ინტერესს მათ პარტნიორთან.
კაცები, თავის მხრივ, ჩვეულებრივ განიცდიან მღელვარებას, თუ არ შეუძლიათ ქალის მიყვანა ორგაზმამდე, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ხელი შეუწყოს სექსის მიმართ ინტერესის არქონას.
სექსის რევოლუციური მიდგომა, რომელმაც, საბოლოოდ, გავლენა მოახდინა ჩემს სექსუალურ ცხოვრებაზე, მკვეთრად განსხვავდება ზოგადადმიღებული სექსისგან.
სექსისადმი გაცნობიერებული მიდგომა
აქ მთავარი ყურადღება ეთმობა არა ორგაზმის დანიშნულებას ან მიზანს, არამედ იმას, რეალურად რა ხდება ჩვენში, როგორც სექსუალურ არსებებში სიახლოვის დროს - გრძნობების, ემოციების, შეგრძნებების შესწავლა, რომლბსაც განვიცდით სექსის დროს.
ჩვენ ვამჩნევთ აღგზნებას, როდესაც ის ჩნდება და როდესაც გვტოვებს. ჩვენ ვამჩნევთ, როგორ რეაგირებს ჩვენი სხეული, როდესაც სხვანაირად გვეხებიან. ჩვენ ვამჩნევთ, როგორი ემოციები იფრქვევა სექსის დროს. ჩვენ ვამჩნევთ იმას, თუ რა ხდება სექსის დროს.
ასეთი მიდგომით, სექსი უფრო ცხელი იქნება, უფრო გაჯერებული და ვნებიანი. როდესაც სექსი გაცნობიერებულად ხდება, ყველაფერი ნებადართულია და იკვლევა. ეს იწვევს დაკმაყოფილებას.
ჭეშმარიტი დაკმაყოფილება განპირობებულია ღრმა კავშირით, რომელსაც ეს საქმიანობის ტიპი მხარს უჭერს თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის. ერთად თქვენ იღებთ ყველაფერს, რაც ხდება.
აი რამდენიმე ხერხი, რომელიც კარგი იქნება, რომ გამოიყენოთ გაცნობიერებულ სექსში:
- პირველ რიგში, შექმენით სიწყნარის და დაკვირვების მშვიდი ატმოსფერო
- იყავით აბსოლუტურად ფხიზელი და ღია.
- არ იჩქაროთ. ნელა და გრძნობით შეეხეთ ერთმანეთს, ისუნთქეთ აუჩქარებლად, არ იჩქაროთ პრელუდიასთან, მოძრაობებთან.
- ეცადეთ შეამჩნიოთ ყველა წვრილი, სათუთი შეგრძნება, რომლებსაც განიცდით. ყველა ემოცია და გრძნობა, რომლებიც გამოვლინდება. თქვენ შეიძლება მშვიდად გაუზიაროთ თქვენს პარტნიორს რამდენიმე შეგრძნება, ემოცია და გრძნობა.
- დატოვეთ შუქი ჩართული. დატოვეთ საკმარისი სინათლე, რომ გქონდეთ შესაძლებლობა, ჩაიხედოთ თქვენი პარტნიორის თვალებში მოსიყვარულე მზერით, რომელიც სილამაზეს ასხივოსნებს და გამოხატავს მადლიერებას.
- ისაუბრეთ თქვენს პარტნიორთან. იცოდეს, რასაც ფიქრობთ, გრძნობთ, განიცდით. მიეცით ნება ნებისმიერ შეგრძნებას, ნემისმიერ ემოციას და ნებისმიერ რეაქციას, მათ შორის სურვილს, რომ გადახვიდეთ სექსის უფრო ჩვეულ ტიპზე, თუ ეს გიხდებათ.
- გააზრებულად თავი აარიდეთ მოძრაობებს, რომლებიც ზედმეტად აღაგზნებს და გაღელვებთ: კერძოდ, ნუ აკეთებთ მკვეთრ ბიძგებს (კაცისთვის) და ნუ აქნევთ თეძოებს (ქალებისთვის).
- ქალები: დააკვირდით, როგორ იკუმშება საშოს კუნთები, როდესაც მასში რაღაც შეაღწევს, და გააკეთეთ ყველაფერი, რომ მოდუნდეს იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია.
- კაცები: ნუ გეშინიათ მასში რბილად შესვლის. სექს-სესია შეიძლება გაგრძელდეს და იქნება ულტრა-სასიამოვნო (ნელი, მგრძნობიარე და დიდებული), თუნდაც როდესაც პენისი არ არის ბოლომდე გასწორებულია.
- ყველაზე მთავარია გახსოვდეთ, რომ არ არსებობს „საბოლოო მიზანი“. თქვენ არ აღწევთ კულმინაციას, თქვენ უბრალოდ თამაშობთ, აკვირდებით და ატარებთ ექსპერიმენტს მგრძნობიარე სიამოვნებასთან.