ორგაზმი დეტალებში: ყველაფერი ის, რაც უნდა ვიცოდეთ სიამოვნების უმაღლესი წერტილის შესახებ

ორგაზმი დეტალებში: ყველაფერი ის, რაც უნდა ვიცოდეთ სიამოვნების უმაღლესი წერტილის შესახებ

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ორგაზმის აღწერა სხვადასხვანაირად შეიძლება. ერთ ადამიანთან ის შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც ელექტრული მუხტების თანრიგობა, სხვასთან- როგორც სასიამოვნო შეგრძნებების ტრიალი. ყველამ იცის, როგორ მიაღწიოს მას, მაგრამ რა არის საერთოდ ორგაზმი, როგორია მისი ბუნება? ვკითხოთ ამის შესახებ მეცნიერებს!

 

მთავარი ინფომრაცია

ორგაზმი- ეს არის სექსუალური სიამოვნების ინტენსიური გრძნობა, რომელიც ჩნდება სექსუალური აქტივობის დროს. ასე აღწერს მას სამეცნიერო ლიტერატურა. მარტვი სიტყვებით, ეს 8-12 სტერეოტიპული (მსგავსი) კუნთოვანი შეკუმშვაა. პირველსა და მეორეს შორის გადის საშუალოდ 0,8 წამი, მერე დრო იზრდება. შეკუმშვები ხდება მენჯის არეალში, ქალებში ის ხდება საშოსა და ანუსში, კაცებში-უკან.

 

ეს შეკუმშვებია თავად ორგაზმი?

კი, მაგრამ ცნება უფრო ფართოა, რადგან თავისთავად კუნთის შეკუმშვებს მოაქვს იმდენივე სიამოვნება, როგორც ტუალეტში წასვლას. სექსის დროს მთელი არეალი, რომელსაც ასტიმულირებენ, აღიგზნება და მგრძნობელობა იზრდება. შეკუმშვები ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას გენიტალიებისგან, ამიტომ ორგაზმი სიამოვნების ჰორმონების გამოყოფის მიზეზი კი არა, უფრო შედეგია.

 

რატომ ხდება ის?

ამ სფეროში არც ისე ბევრი გამოკვლევაა ჩატარებული. მეცნიერებს ჯერ არ შეუძლიათ დაადგინონ, კონკრეტულად რა იწვევს ორგაზმს, თეორია კი ძალიან ბევრია. რამდენიმე თვლის მას შეტევის მსგავსად, როდესაც ერთ მომენტში შეეხეს ბევრ ნერვს, რაც იწვევს რეფლექტორულ მოძრაობებს. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ტვინი არ აძლევს საშუალებას ორგანიზმს ასე მოიქცეს, იმიტომ რომ ეს სარისკოა. ესე იგი, ორგაზმი- უნიკალური მდგომარეობაა!

 

რა როლს თამაშობს ორგაზმში ტვინი?

კვლევები ჩატარდა კაცების მონაწილეობით, რომელთაც სთხოვეს ჩაერთოთ ვიბრატორი და აღეწერათ შეგრძნებები. ჩვეულებრივი ისინი ამბობდნენ, რომ თავს უცნაურად გრძნობდნენ და ერექციას ვერ აღწევდნენ. და მხოლოდ პორნოს ყურების შემდეგ აღიგზნებოდნენ და ორგაზმის მიღება შეეძლოთ. რას ნიშნავს ეს?

პირველ რიგში იმას, რომ მნიშვნელოვანია, რომ ტვინსაც უნდოდეს სექსი. თუნდაც პირდაპირი გენიტალური სტიმულაციით ტვინის მონაწილეობის გარეშე არაფერი გამოვა. ანალოგიური კვლევა ქალებთან არ ჩატარებულა.

 

რომელია მთავარი მითები ორგაზმზე?

უფრო სწორად, თეორიები, რომელთა დამტკიცება ჯერ ვერ მოხერხდა.

ამბობენ, რომ კაცებს არ შეუძლიათ მულტიორგაზმის მიღება. ზოგ მეცნიერს აქვს ეჭვი ქალებშიც: ის, რასაც ისინი იღებენ მრავალჯერ ორგაზმად, უფრო ჰგავს რაღაც სასიამოვნო განცდას, და არა ფიზიკურ კუნთოვან შეკუმშვას. ამას გარდა, თუ ორგაზმი მოდის 5-10 წუთში, ღირს ჩავთვალოთ ისინი ცალკე მოვლენებად. შესაბამისად, ისეთი ცნება, როგორიცაა მულტიორგაზმი საერთოდ არ შეიძლება არსებობდეს!

სხვა მითი- ვაგინალური და კლიტორული ორგაზმები. არ შეიძლება სრული დარწმუნებით იმის მტკიცება, სად გაჩნდა ყოველი კონკრეტული ორგაზმი! ვაგინალური სექსის დრო კლიტორის სტიმულაციის გარეშეც ის მაინც იღებს სიამოვნების თავის პორციას, ოღონდ არაპირდაპირ. კვლევების დროს მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს განსხვავება შეკუმშვების ხასიათსა და ტიპებს შორის ორგაზმის სხვადასხვა ვარიანტში, და, მეცნიერული თვალსაზრისით, ისინი წარმოადგენენ ერთი და იგივეს. თუმცა კვლევები გრძელდება, და ჯერ უცნობია, რა აღმოჩნდება შემდგომში.

 

 

გაუზიარე მეგობრებს