სექსი შხაპში - კინორეჟისორების ერთ-ერთი საყვარელი სცენაა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს არც ისე საინტერესოა და მიმზიდველი. აი იმის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ ხდება ხოლმე ეს.
- მოლოდინი: დროა, ხანგრძლივი სასიამოვნო შხაპი მიიღო და დღის განმავლობაში დაგროვებული სტრესი „ჩამოიბანო“.
რეალობა: ხანმოკლე შხაპი, რომ დაიბანო თავი და პროცესში არ ჩაგეძინოს.
- მოლოდინი: ის გეტყვის: „მოდი აქ გავაკეთოთ ეს!“ შენ ეტყვი: „აუ კი!“
რეალობა: ის გეტყვის: „ მეც მჭირდება აქ შესვლა!“ შენ ეტყვი: „კარგი“.
- მოლოდინი: აქ საკმარისი ადგილია სხვისი სხეულის შესასწავლად.
რეალობა: შესწავლის დაწყებიდან ორი წამის შემდეგ მუხლს არტყავ კედელს, რადგან შხაპი ძალიან ახლოსაა შენთან.
- მოლოდინი: ის მოგეფერება გლუვ ფეხებზე.
რეალობა: შეგეხება და არ ესიამოვნება, რადგანაც ფეხების გაპარსვა დაგავიწყდა. იმისთვის, რომ ეს მომენტი გამოასწოროს (თან, რომ გაითვალისწინო, რომ არ ხარ ვალდებული, ეს გააკეთო), ის ლოყაზე მოგეფერება.
- მოლოდინი: დაგავიწყდათ, რაში მდგომარეობს შხაპის მიღების ნამდვილი აზრი, რადგანაც კოცნებმა გაგიტაცათ.
რეალობა: კოცნა კარგია, მაგრამ ნაკლებად სრიალა ზედაპირზე უკეთესია.
- მოლოდინი: შეგიძლიათ, ფეხზე მდგომი დაკავდეთ სექსით.
რეალობა: ერთი წუთის შემდეგ ის დაიღლება . რამდენიმე პოზას ცდით მოუხერხებელი კუთხით და დაანებებთ ამას თავს.
- მოლოდინი: შეგიძლიათ, ორალური სექსით დაკავდეთ შხაპში.
რეალობა: მოუხერხებელია, ძალიან ბევრი წყალია.
- მოლოდინი: ლუბრიკანტი არ გჭირდებათ, წყალი ხომ არის!
რეალობა: სამწუხაროდ, წყალი ლუბრიკანტს ვერ ჩაანაცვლებს.
- მოლოდინი: ერთდროულად მიიღებთ ორგაზმს.
რეალობა: ვერ დაელოდები, რადგანაც შემთხვევით შხაპის ქვეშ მოხვდები, რომელიც თმიდან ნაადრევად ჩამობანს კონდიციონერს, თუმცა შენს მამაკაცს სთხოვე, რომ წყლის ჭავლის ქვეშ არ დამდგარიყავით.
- მოლოდინი: ერთმანეთს გაამშრალებთ და საძინებელში წახვალთ გასაგრძელებლად.
რეალობა: გამოხვალთ შხაპიდან, მიხვდებით, რომ ვერ დაიბანეთ, უკან დაბრუნდებით, და მერე დაწვებით დასაძინებლად.