ლამაზი თეთრეული და სანთლების ფონზე მოწყობილი ვახშამი — ყოველთვის არ მუშაობს იმისათვის, რომ მამაკაცი სწრაფად აღაგზნოთ. გაეცანით და ჩაინიშნეთ ის მეთოდები, რომელბიც ქვემოთ არის წარმოდგენილი და სამომავლოდ დაგეხმარებათ მამაკაცის სწრაფად აღგზნებაში.
აღფრთოვანდით მისი სიშიშვლით
როცა დაინახავთ საყვარელი მამაკაცი შიშველია, არ დამალოთ აღფრთოვანება, გაუკეთეთ კომპლიმენტი, აღნიშნეთ, რომ ძალიან სექსუალურია. სასიამოვნო სიტყვები მას აუცილებლად გაუღვივებს სექსუალურ სურვილს.
შეუყუტუნეთ
გააკეთეთ ეს მსუბუქად, ისე, რომ ეს ქმედება მამაკაცმა ერთგვარ თამაშად აღიქვას და არა შემაწუხებლად. გაუღივეთ მას შეჯიბრის სურვილი, რომელიც კარგ შემთხვევაში სასიამოვნო სექსით უნდა დასრულდეს.
მოეფერეთ ზურგზე
ბევრი ადამიანისთვის ზურგი ყველაზე ეროგენული ზონაა. ნაზად შეეხეთ მის კანს, არ გამოიჩინოთ უხეშობა და ფრჩხილები მაქსიმალურად აკონტროლეთ.
გამოიყენეთ სუნამო
აუცილებელია, რომ საკუტარი არომატი გქონდეთ, რომელიც გამოიწვევს ემოციებს, აღგზნებას, რომლითაც მიიჩვევს მამაკაცს. ყოველ ჯერზე მას უნდა ახსენდებოდეს სასიამოვნო მომენტები თქვენი ურთიერთობიდან, განსაკუთრებით პირველი პაემანი.
გაუმასპინძლდით აფროდიზიაკებით
მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები ჯერ კიდევ ვერ ამბობენ გადაჭრით, მოქმედებს თუ არა სექსუალური პროდუქტები აღგზნების კუთხით, თუმცა მოსინჯვა ნამდვილად ღირს. თუ პარტნიორი მსუყე ვახშმის შემდეგ არ იძინებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სექსი უნდა. ამიტომ, ყოველ ჯერზე, ეცადეთ მსუყე ვახშამი მოუმზადოთ.
ჩართეთ მუსიკა
ხშირად ჩართეთ მუსიკა, რომელსაც პირველი შეხვედრის დროს უსმენდით. მისი გამოყენება ყოველთვის დაგეხმარებათ საყვარელი მამაკაცის აღგზნებაში.
დაუკარით რამე ინსტრუმენტზე
თუ გაქვთ მუსიკლური ინსტრუმეტნები და უკრავთ, აუცილებლად გამოიყენეთ ეს მეთოდი მამაკაცის აღსგზნებად. განსაკუთრებით ფორტეპიანოსთან შიშველი დაჯდომა მოახდენს ეფექტს.
გამოიყენეთ საწოლის სხვადასხვა თეთრეული
საწოლზე ლამაზი თეთრეული მამაკაცის აღგზნების კიდევ ერთი საშუალებაა, რომელიც შეგიძლიად დაიხმაროთ. ყოველ ჯერზე მისი განახლება კიდევ უფრო მეტი სტიმულის მომცემი იქნება. განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ საწოლს სასტუმროს სტილში მოაწყობთ.
შეაშინეთ
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შიში აღაგზნებს. მაგალითად უთხარით, რომ მანქანა დაამტვრიეთ და სექსის შემდეგ გამოუტყდით, რომ არც არაფერი დაგიმტვრევიათ, უფრო მეტიც, მანქანა საერთოდ არ გყავთ.
გამოყენეთ წითელი ფერი
წითელი ფერი აღაგზნებს. წითელი ზეწარი, წითელი საცვლები, კოლგოტები ან თუნდაც წითელი თმა, სხვათა შორის პარიკიც შეგიძლიათ გამოიყენოთ - ეს ყველაფერი ახდენს სექუალური სურვილების გაღვიძებას.
ჩაიცვით მისი პერანგი
დილით ადექით და სანამ თქვენი საყვარელი მამაკაცი გაიღვიძებს ან საწოლიდან ადგება, გადაიცვით მისი პერანგი ან მაისური. მოამზადეთ ყავა და საწოლში მიირთვით გემრიელად.
იხუმრეთ
ქალი, რომელსაც ხუმრობა ეხერხება - ყოველთვის სექსუალურად გამოიყურება. იხუმრეთ, ოღონდ არ გადაამლაშოთ.