ურთიერთობებში ყოველთვის არ არის მხოლოდ რომანტიკა.
წარმოგიდგენთ საიდუმლოებს სექსის შესახებ, რომელსაც არავინ მოგიყვებათ
- მთელი ეს მეგობრული სექსი- სოციალური ურთიერთქმედების ძალიან მოხერხებული სისტემაა. ყველაფერი ისე არ არის, როგორც აჩვენებენ ტელევიზორსა და კინოში. ის, რომ მეგობართან გადაწყვიტეთ სექსი ვალდებულებების გარეშე, საერთოდ არ ნიშნავს, რომ წყვილი ხართ. ზოგჯერ სექსი უბრალოდ სექსია. და არაფერ მეტში არ გარდაიქმნება, თუ ეს არ გინდათ. სულაც არ უნდა ინერვიულოთ ამ სიტუაციის გამო. თუ თქვენ ორივე ეთანხმებით იმას, რომ ურთიერთობები იქნება მხოლოდ ფიზიკური და ორივე გულახდილი ხართ ამასთან დაკავშირებით, არ უნდა ინერვიულოთ. არ მისცე უფლება მედიას, გიკარნახოს, რა უნდა გააკეთო საწოლში: რადგან ყველაფერი ორმხრივი შეთანხმებით ხდება.
- როგორ არალოგიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს სიმართლეა და უნდა მიიღო ის. სექსი ყოველთვის არ იქნება სექსუალური. ზოგჯერ სექსის დროს უხერხულად ან შერცხვენილად იგრძნობ თავს, და ეს სავსებით ნორმალურია. ასევე, ზოგჯერ სექსში ადგილი აქვს ისეთ ემოციებს, როგორიცაა მოწყენილობა და მრისხანება. სექსი - ძალიან ემოციური აქტია და მასში შეიძლება განიცადო არაერთი ემოცია. პორნოში ყველაფერი ადვილია, მაგრამ ცხოვრებაში სექსი სულაც არ არის ყოველთვის ასეთი ინტენსიური და კარგად შესრულებული. ყველაფერი დამოკიდებულია ქიმიაზე, რომელიც არსებობს შენსა და შენს პარტნიორს შორის.
- ზოგჯერ ემოციები, რომლებიც განცდილია სექსის გამო, შეიძლება იყოს ისეთი ინტენსიური, რომ ზემოქმედება მოახდინოს შენზე და ეს სრულიად ნორმალურია. დროდადრო უბრალოდ ტირილი მოგინდება. უბრალოდ ცრემლები წამოგივა, და ვერ ახსნი ამას. ყველაფერი კარგადაა! უბრალოდ ზოგჯერ სექსი ასე მოქმედებს განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებზე. ხოლო უცნაურად მოეჩვენება ეს თუ არა შენს პარტნიორს - ეს სხვა ამბავია.
- ზოგჯერ გექნება სექსი ისეთ პარტნიორებთან, რომლებიც ტოვებენ ნეგატიურ შთაბეჭდილებას და ესეც ნორმალურია. ყველაზე ხშირად შენ ვერც ახსნი რატომ განიცდი ასეთ ნეგატიურ გრძნობებს. უბრალოდ იცოდე, რომ მათი მოშორება შეგიძლია, თუ ვინმე სხვასთან გაატარებ ღამეს.
- აღარ უნდა იფიქრო იმაზე, რომ ტანსაცმლის ქვეშ იმალება სრულიად სხვა პიროვნება. ყველაზე ხშირად ისინი ისეთები არიან, როგორიც ტანსაცმელში. უბრალოდ გელოდება რიგითი იმედგაცრუება, თუ ელოდები აგრესიულობას პასიური ადამიანისგან.
- არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ შენთან სექსი, თუმცა შენ ამას არ ელოდები. მაგრამ ეს ყოველთვის ისინი არ არიან, ვისთანაც შენ გინდა სექსით დაკავება. ან არ არიან გამბედავები ინტიმური სიახლოვის საკითხებში. ზოგჯერ შენც უნდა გადადგა პირველი ნაბიჯები.
- ნორმალურია, თუ გინდა შესვენება სექსუალური ექსპერიმენტისგან. შენ ხომ ცხოველი არ ხარ. მაგრამ მნიშვნელოვანია, არ დარჩე თამაშგარეთ ძალიან დიდი დროით. შეიძლება გამოტოვო შენი რიტმი და ამან ყველაფერი გააფუჭოს. შეიძლება გადაეჩვიო, ეს გინდა? იფიქრე ამაზე...
- სიყვარული ყოველთვის არ არის სექსზე უკეთესი. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ადამიანს უნდა იცხოვროს ისე, რომ თავი სხვას მიუძღვნას, ვინმეს ერთგული იყოს. სხვებმა არ უნდა მოგახვიონ თავს თავისი ცხოვრების ფილოსოფია. შენ პიროვნების ისეთი ტიპი ხარ, რომელიც ნახულობს ცხოვრების აზრს სიამოვნებაში, და არავინ არ უნდა გასწავლოს სხვა რამე. არავინ არ უნდა წაგართვას ეს .
- შეიძლება ასეც მოხდეს, რომ შეგიყვარდეს ის, ვისთანაც გაქვს სექსი, მაგრამ არ მოგინდება მასთან ყოფნა მუდმივად. რადგან, როგორც არ უნდა გიყვარდეს ის, მაინც ჯერ კიდევ ძალიან ძლიერ აფასებ შენს პირად თავისუფლებას. გახსოვდეს, რომ სექსი ავტომატურად არ გაბამს პარტნიორთან.