დიდი ხანია, რაც პრეზერვატივებს ცუდი რეპუტაცია აქვთ. თითქოს ისინი მგრძნობელობას ამცირებენ, შეხებისას არასასიამოვნოა და პენისზე ცუდად ეცმევა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ინფექციის მკურნალობა ან ორსულობასთან დაკავშირებული საკითხის გადაჭრა უფრო არასასიამოვნოა, ღირს პრეზერვატივის გამოყენებაზე ფიქრი და როგორმე შეგუება ან მისი კომფორტულად მორგების სწავლა. ახლა კი განვიხილოთ, თუ რა ზომის და სისქის მოდელები არსებობს. როგორ გავხადოთ პრეზერვატივები სექსის ნაწილად და დაბრკოლებად არ ჩავთვალოთ ისინი ?
პრეზერვატივების მიმართ ბევრი პრეტენზია არსებობს, მათ შორის ყველაზე ხშირია ის, რომ მისი გაკეთება რომანტიულ მომენტს აფუჭებს და აღგზნების დონეს ამცირებს. აი რას გვირჩევენ სპეციალისტები.
- გახსოვდეთ, რომ ეს მნიშვნელოვანია
პრეზერვატივები ინფექციებისგან თავის დასაცავად ერთადერთი საშუალებაა: აბები, რგოლები და ნემსები არ შველის. ინფექციების მკურნალობა ხანგრძლივია და ძვირი (პაპილომავირუსს კიბოს პროვოცირებაც კი შეუძლია), ასე რომ, თუ ის პრეზერვატივის გაკეთებაზე უარს ამბობს, იცოდეს, რომ სექსი არ იქნება.
- გახადეთ ის სექსუალური ცხოვრების ნაწილად
პრეზერვატივი არ უნდა იყოს ბარიერი სექსუალური ცხოვრებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია - სწორი მოდელის და ზომის შერჩევა. შეგიძლიათ სხვადასხვა ვარიანტის ყიდვა. ძალიან დიდ ან პატარა პრეზერვატივს მთელი სიამოვნების გაფუჭება შეუძლია, ხოლო სწორად შერჩეული პრეზერვატივი სიამოვნებას მხოლოდ აძლიერებს.
- მეტი პრაქტიკა
ეს მამაკაცებს უფრო ეხება, თუმცა, თუ შენ გაუკეთებ მის პენისს პრეზერვატივს, ეს პრაქტიკაც გამოგადგება და სექსის დროს ძვირფას დროს არ დაკარგავთ იმაზე, რომ სწორი მდებარეობა იპოვოთ.
- აირჩიეთ მომენტი
პრეზერვატივი სრულიად ერეგირებულ პენისზე უნდა გაიკეთოთ ვულვასთან, ანუსსა ან სახესთან კონტაქტამდე. ასე რომ, პრელუდიის მერე ამისთვის კარგი დროა. თუ ორივე საკმარისად აღგზნებული ხართ, ეს რამდენიმე წამი არანაირ გავლენას არ მოახდენს.
- ახლოს გქონდეთ ის
დადეთ პრეზერვატივი საწოლთან ახლოს ან სხვა ადგილას, სადაც სექსით დაკავება გადაწყვიტეთ. აბაზანასა და სამზარეულოში წასვლას განწყობის გაფუჭება შეუძლია.
- შეინარჩუნეთ კავშირი
თუ ამ წამს არაფრით ხარ დაკავებული, არ აიღო ხელში ტელეფონი. ორივე მზად უნდა იყოთ გასაგრძელებლად. დაელაპარაკეთ ერთმანეთს, რამდენიმე სასიამოვნო სიტყვა უთხარით,- ყველაფერი გამოგადგებათ!