5 ნიშანი იმისა, რომ ქალს უნდიხარ

5 ნიშანი იმისა, რომ ქალს უნდიხარ

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ეს სტატია გასწავლით ქალის სურვილების, როგორც ღია წიგნის წაკითხვას და ინიციატივის დროულად გამოვლენას!

ჩვენ ყველა ინტუიციურად ვგრძნობთ, როდის ვუნდივართ, მაგრამ „ეჭვის“ მუდმივად გვახსენებს თავს. სამწუხაროდ, ადამიანებს ხშირად არ გვჯერა საკუთარი ინტუიციის. გვეჩვენება, რომ ზედმეტად ვფიქრობთ, ვასაღებთ სასურველს ნამდვილად, არაადეკვატურად ვაფასებთ სიტუაციას და ა.შ. ზოგჯერ ნამდვილად უნდა მოვეშვათ და თავს გართობის, გარისკვის, სასურველ ადამიანთან ფლირტის უფლება მივცეთ, არ შევეწინააღმდეგოთ გრძნობების და სურვილების მორევს, ცდუნებას დავექვემდებაროთ და არ ვიფიქროთ შედეგებზე.

ადამიანები შეკითხვებს იშვიათად პასუხობენ გულწრფელად. ამიტომ, ზოგჯერ საჭიროა ამოვიკითხოთ მათი აზრი, გავიგოთ მინიშნებები, თვალი ვადევნოთ ჟესტების ენას, ხელების მოძრაობას და ზოგადად დავაკვირდეთ ჩვენი რჩეულის პოზას. მიმიკა ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ინტერესის ობიექტის „გაშიფვრაში“.

რა სიგნალებს გაძლევს ქალი, რომელიც აშკარად გრძნობს სიმპატიას შენ მიმართ?

ის ნამდვილად არ გააჟღერებს თავის სურვილებს სიტყვიერად. საქმეში ჩაერთვება სხეულის ენა. მაგალითად, ფეხის ფეხზე დადება, კეკლუცი შეხება შენს ხელზე ან მკერდზე, საკუთარი თმებით ან სამკაულებითნ თამაში. დაინტერესებულ ქალს ყოველთვის სურვილით აღსავსე მზერა აქვს.

ქვემოთ, უფრო დეტალურად განვიხილოთ ყველა ეს სიგნალი:

  1. შეხვედრაზე გამომწვევი ტანსაცმლით მოსვლა

აქ ნებისმიერი კომენტარი ზედმეტია. აშკარა აქცენტი ფეხებზე, დიდებულ დეკოლტეზე, გაშიშვლებულ მხრებზე- ყველაფერი ეს პირველი გამოწვევაა კაცისთვის, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ხომ თვალებით უყვართ. ნებისმიერი მამაკაცი გვერდს ვერ აუვლის ქალს, რომელსაც „ვითომ შემთხვევით“ უვარდება სამოსი მხრებიდან. გამომწვევი ტანსაცმელი- თვითგამოხატვის მშვენიერი ხერხია. ეს ნიშნავს, რომ უკვე უნდიხარ და შემდეგი ნაბიჯი შენზეა.

  1. განმარტოვებით დარჩენისას სითამამე და სახლში მიპატიჟება

ქალების უმრავლესობა მორცხვობას ივიწყებს, როდესაც სურვილს გრძნობენ. მათ თავიდანვე იციან, რა და ვისთან უნდათ. მსხვერპლი მაშინვე განისაზღვრება და მიზნის მიღწევის გზა გამოითვლება თითოეული ნაბიჯით შემდგომი სამი შეხვედრისთვის. მხოლოდ სასურველ კაცთან  რჩება ქალი მარტო და თავს კომფორტულად და მყუდროდ გრძნობს. სახლში დაპატიჟებაც ძალაუნებურად გამოსდის. ალბათ ადვილი მისახვედრია, თუ რას ნიშნავს ეს დაპატიჟება. ამიტომ, თუ მსგავსი შემოთავაზება მიიღეთ ქალისგან და თქვენც არ ხართ გულგრილი მის მიმართ, ბევრი არ იფიქროთ - წადით!

  1. დიალოგის დროს უნებურად და მსუბუქად შეხება

შემთხვევითი შეხება ( თუმცა, რეალურად ეს სულაც არ არის შემთხვევითი) ნიშნავს, რომ ქალს არამარტო მოსწონხართ, არამედ უნდიხართ. ასეთი ქცევით ის ცდილობთ თქვენს პირად სივრცეში შეღწევას და ამას არც მალავს. როცა მსგავსი შეხებები სამ წამზე მეტი ხანი გრძელდება, დარწმუნებული იყავით, რომ ქალს უნდიხართ. ქალისთვის ზოგადად დამახასიათებელია იქონიოს ყველაფერი, რაც მას მოსწონს, თავის პირად სივრცეში.

  1. ტუჩების სექსუალურად ლოკვა

ეს არის ერთ-ერთი მთავარი სექსუალური სიგნალი. ის აჩვენებს: „ აღმაგზნებ, ნუ გრცხვენია, გადადი აქტიურ ფაზაზე“. ტუჩების ლოკვა, რაიმე ან ვინმე „მადისაღმძვრელის“ ნახვისას გააქტიურებული ქვეცნობიერი რეფლექსია. თუ დაინახეთ ეს სიგნალი, გილოცავთ, მას აინტერესებ და უნდიხარ.

  1. სექსუალური მზერა

თავიდან ეს ჰგავს კაცის გარეგნობის „შეფასებას“, რადგან კაცის სხეული ყველაზე ხშირად არის სურვილის ობიექტი. ეს პროცესი 3-4 წამი გრძელდება. შემდეგ მზერაში ნაპერწკალი და კეკლუცი ღიმილი ჩნდება, რაც იმის ნიშანია, რომ ტესტი გაიარეთ და შეგიძლიათ თავი გამარჯვებულად ჩათვალო. შემდეგ იქნება შენი ტუჩების ზედმიწევნითი დათვალიერება. მას უკვე უნდა მათი გასინჯვა. რთულია გამოგრჩეს აღგზნებული ქალის სიგიჟემდე მთრთოლვარე მზერა - ის ყოველთვის აღწევს მიზანს.

დააკვირდით ქალის ქცევას და მიღებული მინიშნებების შემდეგ ნუ შეგეშინდებათ ინიციატივის გამოვლენა. თუმცა, საკუთარი აქტივობის შემდეგ, არ გამოგრჩეთ რჩეულის რეაქციაც, რათა იცოდეთ, რამდენად სწორად მოქმედებთ. 

 

გაუზიარე მეგობრებს