6 რომანტიული რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენს პარტნიორთან სექსის შემდეგ

6 რომანტიული რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენს პარტნიორთან სექსის შემდეგ

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

თქვენ წინაშეა 6 რომანტიული ქცევა, რაც შეგიძლიათ თქვენს პარტნიორთან სექსის შემდეგ გამოიყენოთ:

ალბათ, გაგიგიათ იმის შესახებ, რომ ალერსი - შესანიშნევი ხერხია ინტიმის სურვილის მოახლოებისთვის. ეს არის ხელსაყრელი ე.წ. პრელუდიისთვის, რომელიც ხელს უწყობს ორივე პარტნიორის დაკმაყოფილებას მათ სექსუალურ გამოცდილებაში. ეს ასევე ჰგავს კარგი რომანის კითხვას ან ნამდვილად კარგი ფილმის ყურებას. თქვენ იწყებთ გაცნობას პერსონაჟებთან, უღრმავდებით რა სიუჟეტის ხაზს. შემდგომი მოძრაობები სტრიქონებს შორის აღწევს კულმინაციურ მოქმედებას და ბოლოს გელოდებათ ფინალი. ამასთან მთავარია ფინალური აკორდების დაწყობა ისე, რომ არ დატოვოთ ერთმანეთი შესაბამისი გამოცდილების გარეშე.

მაგრამ რა ხდება კულმინაციის შემდეგ? უბრალოდ ადგებით და წახვალთ? არა. ფილმი იშვიათად მთავრდება კულმინაციის შემდეგ. არის კიდევ ბოლო, რომელზეც უნდა იზრუნოთ. ეს ვერ იქნება ასე უცაბედი და მოულოდნელი. თქვენ ვერ დაასრულებთ ასე უბრალოდ კულმინაციის მწვერვალზე ასვლას. აუცილებელია ამ მაღალი მთიდან ნელი დაშვების ხერხის ნახვა. კონკრეტულად რა უნდა გააკეთოთ ინტიმური სიახლოვის დასრულებისას? 

სექსოლოგები ამტკიცებენ, რომ ე.წ. „პოსტ-თამაში“ ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პრელუდია. გახსოვდეთ, რომ სექსი პარტნიორთან არის თქვენი მასთან ფიზიკური სიახლოვის აბსოლუტური მწვერვალი.

თქვენ არასდროს არ იმყოფებით ასე ახლოს თქვენს პარტნიორთან ფიზიკურ დონეზე, როგორც სექსისას. საკმაოდ აშკარაა, რომ სექსის შემდგომი მომენტები შეიძლება გახდეს თქვენთვის სწორედ ასეთი სიახლოვის დამყარების შესაძლებლობა. ეს არის სიახლოვისგან სარგებლის მიღების შანსი. სექსის შემდგომი მომენტები შეიძლება იყოს თქვენთვის შესანიშნავი საბაბი გაიგოთ, თუ როგორ გააკეთოთ ეს. თქვენ არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდეთ თქვენი პარტნიორისგან უბრალოდ წასვლით სექსის მერე. არ უნდა მიატოვოთ თქვენი პარტნიორი კულმინაციის შემდეგ და ჩაიძიროთ სიზმრების სამყაროში.

თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ შეძლებთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველაზე ინტიმური და რომანტიული სიტუაცია, რომელშიც ორივე იმყოფებით. და თუ არ იცით, რა გააკეთოთ, მაშინ ეს სტატია გახდება თქვენთვის საკმაოდ აქტუალური.

თქვენ წინაშეა 6 რომანტიული ქცევა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს პარტნიორთან სექსის შემდეგ:

  1. შხაპის ერთად მიღება

სექსი შეიძლება ნამდვილად ჭუჭყიანი იყოს - როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, იწვევს რა ოფლიანობას ფიზიკური აქტიურობის შედეგად. ასევე ორგაზმის შედეგად გამოყოფილი სითხე ძალაუნებურად იწვევს უსუფთაობის გრძნობას. მაგრამ ყველაფერი კარგადაა, რადგან შეგილიათ ერთად წახვიდეთ შხაპის ქვეშ და დაიბრუნოთ სისუფთავის შეგრძნება. შესაძლებელია, ასევე, რომ სწორედ შხაპში მოგინდეთ ბობოქარი ემოციების გაგრძელება.

  1. ისევ გააკეთეთ ეს

რა გიშლით ხელს გაიმეოროთ ცოტახნის წინ განცდილი ვნების და ემოციების ქარიშხალი? დახარჯეთ დრო, რომ ისუნთქოთ და ერთმანეთს თვალებში შეხედოთ. დაიწყეთ ერთმანეთის კოცნით, და გაიმეორეთ ეს ისევ და ისევ. არ იჩქაროთ თქვენს მოძრაობებში, დაუბრუნდით წინასწარი ალერსის ეტაპს. როგორც კი იგებთ თქვენი პარტნიორის სრულ მზადყოფნას, არ გაჩერდეთ მოძრაობებში. კარგი სექსი პირველ ჯერზე გპირდებათ იყოს ასეთივე შემდეგ ჯერზეც.

  1. ჩაეხუტეთ ერთმანეთს

შეინარჩუნეთ ფიზიკური აქტივობა და არ დაგავიწყდეთ თქვენი ენერგეტიკული ფონი. ფიზიკური სიახლოვე ყოველთვის არ ბრუნავს სექსის ირგვლივ. ზოგჯერ თქვენ შეიძლება შექმნათ ინტიმურობა უბრალო რომანტიული ჩახუტებების ხარჯზე. ეს უნდა იყოს შესანიშნავი ვარიანტი იმის შემდეგ, რაც ეს ესაა გაატარეთ სექსუალური ურთიერთობების დამღლელი სესია თქვენს პარტნიორთან.

  1. ისაუბრეთ საყვარელ თემებზე

სექსი შეიძლება იყოს საკმაოდ სერიოზული საქმე განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ნამდვილად აქვს მისი სერიოზულად მიღების ტენდენცია. საგნები შეიძლება გახდეს ნამდვილად გაჯერებული და ინტენსიური, რამაც შეიძლება ემოციურად დაგრთგუნოთ. თქვენ შეიძლება წინ წახვიდეთ ამაღლებული განწყობით, და ისაუბროთ სულელურ და სასაცილო თემებზე. მხოლოდ ასე მოიხსნით შესაძლო  დაძაბულობის გრძნობას.

  1. შეხედეთ ერთმანეთს თვალებში

თვალები - ადამიანის სულის ანარეკლია, ხომ ასეა? ზოგჯერ ინტიმურობა შეიძლება იყოს რაღაც ასეთივე უბრალო, როგორც პარტნიორის თვალებში ჩახედვა. ამასთან, არ უნდა თქვათ არაფერი. თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ ერთმანეთის თვალებში ყურება, იცით რა, რომ დაკავშირებული ხართ მჭიდრო ინტიმური ძაფით.

  1. მოიმარაგეთ საკვები

დამღლელი სექსი იზრუნებს თქვენს მადაზე. წადით უახლოეს კაფეში ან მოამზადეთ რამე სამზარეულოში. არანაკლებ ინტიმურია ერთმანეთის გემრიელად მომზადებული საჭმლით გამოკვება.

 

 

გაუზიარე მეგობრებს