როგორც ცნობილია, კორონავირუსი გადაეცემა პირადი კონტაქტისას 2 მეტრზე ნაკლებ მანძილზე, ძირითადად ხველებით ან დაცემინებით. ასევე ინფიცირება შესაძლებელია ზედაპირებიდან. აშკარაა, რომ სექსი მოითხოვს მინიმალურ დისტანციასაც, ერთი და იმავე ზედაპირების შეხებასაც. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა აიკრძალოს პანდემიის პერიოდში!
თუ უბრალოდ ხვდებით ერთმანეთს
ამ შემთხვევაში ჯობია, რა თქმა უნდა, დაელოდოთ, სანამ დაავადების მაჩვენებელი არ შემცირდება, ერთმანეთთან სტუმრად მისვლა არ არის უსაფრთხო - უცნობია, თქვენგან ვის ვისთან ჰქონდა კონტაქტი, სანამ შეხვდებოდით.
საუკეთესო ვარიანტია - მასტურბაცია (ამისთვის ვიდეოზარებიც გამოგადგებათ!). ოღონდ არ დაგავიწყდეს სექს-სათამაშოების გარეცხვა გამოყენებამდე და ასევე დაიცავი ხელების სისუფთავეს.
თუ ეს ვარიანტი არ გამოგადგებათ, შეიძლება განიხილოთ ერთი პარტნიორის დროებითი გადასვლა მეორესთან ჰიგიენის წესების დაცვით. მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ორივე ჯანმრთელი ხართ! რა თქმა უნდა, ამის წყალობით თქვენი ურთიერთობები შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს, ვიდრე ეს გინდათ, მაგრამ სამაგიეროდ ორივე შეამოწმებთ, შეძლებთ თუ არა ერთ სახლში ცხოვრებას.
თუ ერთად ცხოვრობთ
მთავარი კითხვა: ხომ არ არის ერთ-ერთი თქვენგანი ავად? თუ ეს ასეა, მით უმეტეს თუ ორივე ავად გახდა, ჯობია რაღაც დროის განმავლობაში სხვადასხვა ოთახში იცხოვროთ, გამოიყენოთ სხვადასხვა ჭურჭელი და დაიცვათ ჰიგიენა. არანაირ სექსზე ამ პირობებში არ არის საუბარი.
თუ ორივე ჯანმრთელი ხართ, მაგრამ ვინმე რისკის ჯგუფშია (დიაბეტი, იმუნოდეფიციტი, ქრონიკული დაავადებები), ჯობია თავი შეიკავოთ ინტიმური კონტაქტებისგან - ასე თვლიან სპეციალისტები.
ხოლო თუ ჯანმრთელი ხართ და არაფრით რისკავთ, შეგიძლიათ იცხოვროთ ჩვეულებრივი ცხოვრებით ჰიგიენის წესების დაცვით.
თუ გინდა დაორსულება
ექიმები გირჩევენ ამის გადადებას - ბოლოს და ბოლოს, სანამ საკითხს კორონავირუსზე ორსულობის დროს ზედმიწევნით არ შეისწავლიან . ცნობილია, რომ ორსულებიც ავადდებიან COVID-19-ით, ვირუსი შეიძლება ნაყოფს გადაეცეს, თუ არის ოჯახის გამრავლების გეგმის გადადების შესაძლებლობა - ჯობი ა არ გარისკოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ჰიგიენის წესები და კონტაქტის შეზღუდვა მოქმედებს.