„ურთიერთობები“ ალკოჰოლსა და სექსს შორის საკმაოდ უცნაურია. სპირტიანი სასმელი დაგეხმარებათ გახსნაში და სექსუალური აქტიურობის გამოვლენაში, მაგრამ ზოგჯერ ცუდ შედეგებსაც იწვევს. აი მათი კავშირის ძირითადი შედეგებიც.
„მომხრე“
- ალკოჰოლი აკრძალვებისგან ათავისუფლებს
ის ლიბიდოს არ ზრდის როგორც ასეთი, მაგრამ გვეხმარება მღელვარებასთან გამკლავებასა და დაბრკოლებების გადალახვაში, რაც სექსს უშლის ხელს. შეგიძლიათ ღვინის რამდენიმე ყლუპის დახმარებით გათავისუფლდეთ განცდებისგან, რომელიც დაკავშირებულია თქვენს სხეულთან, ან იმის გამო, გამოვა თუ არა პარტნიორისთვის ორგაზმის მინიჭება. ალკოჰოლი ამარტივებს კომუნიკაციას და შესაბამის განწყობას ქმნის: არაფერი ცუდი არ მოხდება.
- სპირტიანი სასმელი აწმყოზე ყურადღების გამახვილებაში გვეხმარება
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც სურვილს ამცირებს - სტრესია. ალკოჰოლი ნეირონების აქტიურობას და მღელვარების დონეს ამცირებს. ხოლო კარგი სექსი პრობლემებისგან და საქმეების უსასრულო სიისგან ყურადღების სრულ გადატანას მოითხოვს.
- ალკოჰოლი პარტნიორის მიმართ სიმპათიას აძლიერებს
კვლევები აჩვენებს, რომ სპირტიანი სასმლის მიღების შემდეგ, ადამიანები სხვებს უფრო მიმზიდველად თვლიან. რა თქმა უნდა, ურთიერთობების ხანგრძლივობა, განწყობა და კავშირიც ახდენს გავლენას, მაგრამ მთლიანობაში „სურათი“ უკეთესი ხდება.
- ალკოჰოლი სიახლოვის სურვილს აძლიერებს
ალკოჰოლი ტვინის წინაფრონტალურ ქერქზე ახდენს გავლენას, რომელიც ემოციებზე აგებს პასუხს. ეს გვაძლევს საშუალებას, უფრო კომუნიკაბელური გავხდეთ და მაგალითად, გრძნობების განხილვა დავიწყოთ. თუ გინდათ გაიგო, როგორი დამოკიდებულება აქვს მას შენს მიმართ, ცოტა ღვინო დალიეთ. მაგრამ დიდ დოზებში ალკოჰოლი უკუ ეფექტს იწვევს - ესეც გაითვალისწინეთ.
„მოწინააღმდეგე“
- ზოგიერთი ადამიანისთვის დალევა აკრძალულია
ვიღაც ალკოჰოლიზმისკენ არის მიდრეკილი და ვიღაც წამლებს იღებს, რომლებთან ერთად არ შეიძლება სპირტიანი სასმლის დალევა. ასე რომ, უკონტროლოდ დალევის შემთხვევაში, შეიძლება დადებით ეფექტს ვერ მიაღწიოთ და საღამო გააფუჭოთ.
- თანხმობა და განსჯა
ალკოჰოლი შეიძლება დაუცველი სექსის ან ფანტაზიების განხორციელების მსგავსი არასაჭირო „გმირობების“ მიზეზი გახდეს, რაც შენ არ მოგეწონება. უარესი უსიამოვნებებიც ხდება, რომელთა თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, ალკოჰოლს ძირითადი რეაქციები რომ არ შეენელებინა.
- ცუდი სექსი
ალკოჰოლის დიდი დოზები მამაკაცებში სექსუალურ დისფუნქციას და ქალებში ნაცხის რაოდენობის შემცირებას იწვევს .
- პარტნიორისგან განცალკევება
სპირტიანის დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ მიმდინარე მომენტზე კონცენტრირების მაგივრად შეიძლება ყველაფრისგან სრულიად განცალკევებული აღმოჩნდეთ.