უნდა, მაგრამ  ჩუმადაა: 9 რამ სექსში, რისი თქმაც კაცს ერიდება

უნდა, მაგრამ ჩუმადაა: 9 რამ სექსში, რისი თქმაც კაცს ერიდება

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

მამაკაცების უმეტესობას საიდუმლო სურვილები და ფანტაზიები აქვს, რისი თქმაც ზოგჯერ რცხვენიათ. აი რამდენიმე გავრცელებული ვარიანტი. შეგიძლიათ, ისინი  ერთად შეისწავლოთ .

  1. ისწავლე

თუ ორივეს მოგბეზრდათ სიტუაცია, როდესაც უკვე ღამის სამი საათია, შენ კი ორგაზმისგან ისევე შორს ხარ, როგორც ადრე, დროა, შენს ხელში აიღო ინიციატივა. პირდაპირი მნიშვნელობით. აჩვენე მას, რა მოგწონს (და ზუსტად როგორ!). დაგვიჯერე, ის ძალიან ყურადღებიანი მოსწავლე იქნება და ეს შენს მომავალ ორგაზმებში საუკეთესო ინვესტიციაა .

  1. უკუკავშირის მიღება

ეს პუნქტი წინა პუნქტთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მოუყევი მას, რა მოგწონს და რა არა. ეს შენი ყურის გალოკვის მცდელობების შეწყვეტის კარგი გზაა - უბრალოდ დაამატე, რომ ადრე ეს არ მოგწონდა. პოზიტიური კომენტარები ყოველთვის შთააგონებს. ნუ გრცხვენია შენი სურვილების სიტყვიერად გამოხატვის.

  1. მას თვალებით უყვარს

საუბარი იმაზე არ არის, რომ ყოველი ღამე ლამაზი ქვედა საცვალი უნდა ჩაიცვა (მაგრამ თუ გინდა - კი ბატონო), არამედ, მოულოდნელ წვრილმანებზე, როგორიცაა საწოლის პირდაპირ სარკის დადგმა, რომ ორივემ დაინახოთ, რა ხდება. განსაკუთრებით, თუ ეს ნამდვილად მოგწონს.

  1. სპონტანურობა

სექსის დაგეგმვა მოხერხებულია, მაგრამ არ თქვა უარი მოულოდნელობაზე. შეგიძლია ახალი პოზა ან სათამაშო სცადო.

  1. მოულოდნელი ქმედებები

ნებისმიერ სექსს ცვლილებები ამშვენებს. შეგიძლია სხვანაირად იმოძრაო, ხელები გამოიყენო, ჩვეულ პოზაში მოულოდნელი გადატრიალება მოიფიქრო. არ შეგეშინდეს ექსპერიმენტების!

  1. სიველურე

ხმამაღალი ყვირილი, ტანსაცმლის უხეში (მაგრამ არა ტრავმული) შემოხევა, მსუბუქი გაკაწვრა - ყველა საშუალება კარგია, რომ მასში მხეცი გააღვიძო. მხოლოდ დარწმუნდი, რომ ორივეს გესმით, სად გადის ზღვარი „მსუბუქ მხეცობასა“ და სიუხეშეს შორის.

  1. არაფრის კეთება

დრო და დრო მეტი აქტიურობის გამოვლენა შეიძლება, განსაკუთრებით თუ ჩვეულებრივ ასე არ აკეთებ. ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული პოზაა - „ცხენოსანი უკუღმა“.

  1. სადო-მაზო

როგორც აღმოჩნდა, „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ პირველი ნაწილის გამოსვლის შემდეგ, ამაზე მეტი კაცი ოცნებობს, ვიდრე გვგონია. განიხილეთ, რა გსურთ ორივეს, განსაზღვრეთ საზღვრები - და დაიწყეთ!

  1. ფანტაზიების განხილვა

როგორც წესი, კაცები თავის ფარულ სურვილებს არ განიხილავენ, ეშინიათ რა, რომ ეს მათ მოწყვლადებს გახდის. მაგრამ თუ საჭირო  მომენტში დაიწყებთ ამაზე საუბარს, ის შენი მადლობელი იქნება. კარგი ხერხია - შენი საკუთარი ფანტაზიებით დაწყება!

გაუზიარე მეგობრებს