ზოდიაქოს ნიშნების საიდუმლო ეროგენული ზონები

ზოდიაქოს ნიშნების საიდუმლო ეროგენული ზონები

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ზოდიაქალური რიგის ყველა ნიშანს აქვს საიდუმლო ეროგენული ზონები სხეულზე, რომელთა სტიმულაციას შეუძლია ძლიერი აღგზნების გამოწვევა. არიან ისინი, ვისაც მოსწონს, როდესაც ეთამაშებიან მათ თმას, ვისაც ძალიან უყვარს, როდესაც კოცნიან კისერში და ისინიც კი, ვინც ექსტაზში მოდის ზურგზე შეხებისგან. ესე იგი...

 

ვერძი - სახე, თმა, თავის კანი

ვერძები არ იტყვიან უარს თავის კანის ნაზ მასაჟზე. ის არა მხოლოდ ეხმარება მათ მოდუნდნენ და უფრო ბედნიერები გახდნენ, არამედ ძლიერ აღაგზნებს. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები უბრალოდ იკანკალებენ სიამოვნებისგან, როგორც კი შეყოფთ თქვენს თითებს მათ თმაში.

კურო - კისერი

კუროს კისერზე თითების ბოლოებით მოფერებით, თქვენ მოგყავთ ის ექსტაზის მდგომარეობაში, ხოლო ნაზი კოცნები ამ ზონაში გააგიჟებენ მას სურვილისგან!

ტყუპები - ხელები

ტყუპები ძალიან ძლიერ რეაგირებენ მათ ხელებზე შეხებაზე. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს აღაგზნებს ხელისგულების მასაჟი და მსუბუქი ღიტინი.

კირჩხიბი - პრესი და მკერდის არე

ეს ადამიანები მგრძნობიარე არიან მკერდზე შეხების მიმართ. მათ ყველაფერი მოსწონთ: მასაჟიც, კოცნებიც, მსუბუქი კბენაც კი. ხოლო ნებისმიერი ქმედება მათ ძუძუსთავებთან იწვევს წარმოუდგენელ აღგზნებას!

ლომი - მხრები და ზურგი

ლომებს მოსწონთ, როდესაც ეხებით მათ ზურგს. არ არის გასაოცარი, რომ მათ ძალიან უყვართ მგრძნობიარე და ღრმა მასაჟი. მათ ხერხემალზე თითების ბოლოებით შეხებით, თქვენ მკვეთრად ზრდით ლომის სისხლში ენდორფინის დონეს.

ქალწული - წელი და მუცელი

გინდათ ქალწულის „აღგზნება“? შეეხეთ მის მუცელს. როდესაც ეხებით სხეულის ამ ნაწილს, ის მალე აღიგზნება. ხოლო კოცნები წელის არეში - თქვენი ქალის გიჟურ ვნებამდე მიყვანის ნაღდი ხერხია!

სასწორი - ზურგის ქვედა ნაწილი (წელი)

ნაზი მასაჟი ამ ადგილას შეიძლება გახდეს სასწორისთვის ძლიერი სიგნალი. თუ დაიწყებთ კანის მსუბუქად ფხაჭნას ამ არეში, ნამდვილად მიაღწევთ სასურველ შედეგს!

მორიელი - სასქესო ორგანო

რა თქმა უნდა, ასეთი შეხებისგან უმეტესობა ჩვენგანი აღიგზნება, მაგრამ ეს ყველაზე კარგად შეიმჩნევა მორიელის მაგალითზე. მისი ყველაზე ეროგენული ზონა მდებარეობს სწორედ სხეულის ყველაზე ინტიმური ნაწილის ირგვლივ, ხდის რა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს წარმოუდგენლად მგრძნობიარეს ოდნავ შეხების მიმართაც კი.

მშვილდოსანი - თეძოები

ჩაიფიქრეთ მშვილდოსნის აღგზნება? მაშინ დაატანეთ ძალისხმევა მის თეძოებზე. ეს ნაკლებად ცნობილი ეროგენული არე წარმოუდგენლად მგრძნობიარეა შეხების, კოცნების და მასაჟის მიმართ. ნაზად მოეფერეთ ბარძაყის შიდა მხარეს და მაშინვე შეამჩნევთ, თუ როგორ ვერ უძლებს ცდუნებას თქვენი მეორე ნახევარი .

თხის რქა - მუხლები და ფეხები

ეს, როგორც წესი, უყურადღებოდ დატოვებული ზონა ძალიან მგრძნობიარეა ნებისმიერი სახის სტიმულაციის მიმართ. გაუსვით ხელი თქვენი საყვარლის ფეხზე, მოუღუტუნეთ მუხლის უკან და მას მაშინვე მოუნდება თქვენთან საპასუხო თამაში.

მერწყული - კოჭები, წვივები

ცოტამ თუ იცის, რომ მერწყულებს ძალიან მოსწონთ, როდესაც ეხებიან კოჭებზე ან წვივებზე. როდესაც კიდევ მოგინდებათ თქვენი სურვილის ჩვენება ამ  ნიშნის ქვეშ დაბადებული  თქვენი საყვარლისთვის, უბრალოდ „იმუშავეთ“ ამ ზონებზე. თქვენ გაოცდებით, რა ეფექტს იწვევს ეს!

თევზები - ტერფები

თევზების აღგზნების გასაღები დამალულია ტერფებში. გაუკეთეთ თქვენს მეორე ნახევარს ფეხების მასაჟი, ის ამაზე უარს არ იტყვის. ეთამაშეთ მის თითებს, გაუკეთეთ ტერფების მასაჟი და თქვენ არა მხოლოდ მოადუნებთ, არამედ ძალიან აღაგზნებთ მას!

 

სტატიის სპონსორია: horoskopi.ge

 

გაუზიარე მეგობრებს