ჩვენი ბლოგერი ნუცა წილოსანი დარწმუნებულია, რომ პორნოგრაფია სულაც არ არის ისეთი უვნებელი, როგორც გვეჩვენება და გვთავაზობს გავარჩიოთ, რა არის არასწორი პორნოგრაფიაში.
ერთხელ ჩემი თანდასწრებით დაიწყო საუბარი პორნოგრაფიაზე და ერთ-ერთმა გოგომ სიცილით მოგვიყვა, რომ საქველმოქმედო ფონდმა, რომელიც ეხმარება ავადმყოფ ბავშვებს, უარი თქვა მიეღო საკმაოდ მსხვილი შემოწირულობა პორნოპორტალისგან. მას სულელურად მოეჩვენა მსგავსი დამოკიდებულება.
ბოლოსდაბოლოს, ეს ნარკოტიკები ხომ არაა ან იარაღი, მხოლოდ კინოა, რომელიც არავის არ ვნებს. შემქმნელებმა მიიღეს თავისი ხელფასი, მომხმარებლებმა -სიამოვნება და საერთოდ, არაფერია უფრო ბუნებრივი, ვიდრე სექსი. ხომ არ არის დრო, რომ უარი ვთქვათ მოძველებულ ტაბუზე და ვაღიაროთ პორნოინდუსტრია და მისი პროდუქცია როგორ ცხოვრების ნორმალური ნაწილი თანამედროვე საზოგადოებაში?
ვფიქრობ, მსგავსი დამოკიდებულება პორნოგრაფიის მიმართ - არასწორია. რა თქმა უნდა, პორნო არ არის საგანმანათლებლო ფილმი National Geographic-დან და საჭირო არ არის მისი ფანატი იყო, მაგრამ არაფერი ცუდი არაა მის ყურებაში - ყველა აკეთებს ასე. ზოგჯერ ეს სასარგებლოცაა: „უყურეთ პორნოს!“- ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რჩევაა, რომელსაც აძლევენ სექსოლოგები ადამიანებს, ვინც ჩივიან, რომ მრავალწლიანი ქორწინების შემდეგ ინტიმურმა ცხოვრებამ დაკარგა სიკაშკაშე.
არაფერია უფრო მცდარი, ვიდრე იმაში დარწმუნება, რომ პორნოგრაფია უვნებელია. აზრი, რომ ეს უდანაშაულო გართობაა, რომელიც აფერადებს „აქტიურ ძებნაში მყოფი“ მამაკაცის მარტოობას, უნდა ჩაბარდეს წარსულს - როგორც, მაგალითად, მტკიცება მე-20 საუკუნეში, რომ მოწევა შესანიშნავი ხერხია ფილტვების გასუფთავების და სასუნთქი სიმძლავრის გაძლიერების. მოდით, თანმიმდევრობით მივყვეთ.
პორნოგრაფია არ არის თავისუფალი არჩევანი
ჯერ არც ერთ პორნომსახიობს არ უთქვამს ინტერვიუში: „იცით, ვიყავი მოთხოვნადი კორპორატიული იურისტი და ორას ათას დოლარს გამოვიმუშავებდი წელიწადში, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ ჩემი მოწოდებაა ხალხის გახარება“. ან: „ გავიზარდე კარგ შეძლებულ ოჯახში და შემიძლია საერთოდ არ ვიმუშაო, მაგრამ პორნოგრაფია ჩემი ხერხია, გამოვხატო ჩემი თავი“. ყოველ ჯერზე, როდესაც ხედავთ ქალს პორნოფილმში, შეგიძლიათ დარწმუნდეთ: საუკეთესო შემთხვევაში ის გადაღებულია იქ, რადგან ფული სჭირდება. არა ის ფული, რომელზეც ყიდულობენ ქურქებს და ბრილიანტებს, არამედ ის, რომელსაც აძლევენ ბინის ქირაში, სწავლაში ინსტიტუტში ან ბავშვის ოპერაციისთვის.
ფულის გადახდა - ეს საუკეთესო შემთხვევაში ხდება, რადგან პროსტიტუციით დაკავებულ ქალებს ხშირ შემთხვევაში აიძულებენ გადაიღონ პორნოფილმებში მუქარების, მოტყუების ან ძალადობის გზით. მათ ჰპირდებიან ნორმალურ სამუშაოს - რეალურად კი სხვა ქვეყანაში გადასვლის მერე აღმოჩნდება, რომ საუბარია პორნოგრაფიაზე. ზოგს ჰყიდიან საკუთარი მშობლები: მწერალი ჯიუველ ბარაკა ჰყვება, რომ 11 წლის ასაკში მისით ვაჭრობდა მამა და როდესაც ის გახდა „ძალიან ბებერი“ პროსტიტუციისთვის „დააწინაურეს“ პორნომსახიობობამდე. 2011 წელს ორი კაცი აშშ-ში აღიარეს დამნაშავე იმაში, რომ ისინი, ფოტოგრაფებად თავის მოჩვენებით, ტენიდნენ ნარკოტიკებით გადაღებაზე მოსულ ქალებს, ძალადობდნენ მათზე, იღებდნენ ამას ვიდეოზე და მერე ყიდდნენ. იმავე წელს მისსურიში იყვნენ დადანაშაულებული ადამიანები, რომლებმაც ჩართეს პორნოგრაფიაში გოგო ინტელექტუალური დარღვევებით, რაზეც მან თანხმობა მისცა ხანგრძლივი წამების მერე.
პორნოგრაფიაში არ არიან შეძლებული, ჯანსაღად მოაზროვნე ქალები, რომელიც თავისუფალ არჩევანს აკეთებენ. მასში ხვდებიან გუშინდელი სკოლის მოსწავლეები ღარიბი ოჯახებიდან, რომლებსაც არ აქვთ მხარდაჭერა, რომელთა მოტყუება ადვილია, რომლებსაც ჰპირდებიან სიმდიდრეს და პოლულარობას.
პორნოგრაფიაში გადაღება ჯოჯოხეთია
რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა მამაკაცების ჟურნალმა გამოაქვეყნა რეპორტაჟი რომელიღაც მსხვილი პორნოსტუდიის დაბადების დღიდან: გამხდარი, გარუჯული და თეთრკბილებიანი მსახიობები ატარებდნენ ჟურნალისტებს ოთახებში, უყვებოდნენ, როგორი მხიარული და საინტერესო სამუშაო ჰქონდათ, იფიცებოდნენ, რომ ყველაფერი აწყობდათ, აჩვენებდნენ რეგულარულად განახლებულ ცნობებს სქსებროვი გზით გადაცემული დაავადებების არქონის შესახებ. არ იყო რთული იმის შემოწმება, რომ გადაღებებზე ნამდვილად არაფერი არ ხდება მისი მონაწილეების ნების საწინააღმდეგოდ. მაგრამ ეს ასე არ არის.
ექიმი გეილ დაინსი, რომელმაც დაწერა წიგნი „პორნლენდი: როგორ დაიკავა პორნოგრაფიამ ჩვენი სექსუალობა“ და „პორნოგრაფია: უთანასწორობის წარმოება და მოხმარება“, ჰყვება, რომ პირველი გადაღების დროს რეჟისორები სპეციალურად არღვევენ „ახალთან“ კონტრაქტის ერთ-ერთ წესს- ეს აუცილებელია მის გასატეხად. დაინსი ჩამოთვლის, რა შეიძლება მოუვიდეთ ქალებს, რომლებიც იღებენ პორნოში: გაუპატიურება, ანალური გაუპატიურება, ვაგინალური და ანალური გახეთქვები, სწორი ნაწლავის გადმოვარდნა, მუცლის მოშლა ორსულობის შემთხვევაში, მკერდის იმპლანტების დაზიანება, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის განვიტარება, სქესობრივი ინფექციები, რომელთაგანაც უმეტესობა შეიძლება იყოს მდგრადი ანტიბიოტიკების მიმართ... ეს, როგორც უკვე ხვდებით, არასრული სიაა. მაგალითად, ერთ-ერთ გოგოს გადაღების დროს შეუდეს პირში ალიკაპი და შეუკერეს ტუჩები.
აი რამდენიმე ციტატა პორნომსახიობების ინტერვიუდან:
„ გადაღებამდე მათ გვითხრეს (სიამაყით გვითხრეს), რომ მათი გოგოების უმეტესობა იწყებს ტირილს გადაღებაზე, რადგან მათ ძალიან ტკივათ... მე ვერ ვსუნთქავდი, მე მცემდნენ და მახრჩობდნენ. მე ვიყავი ძალიან ცუდად, ისინი არ ჩერდებოდნენ. ისინი აგრძელებდნენ გადაღებას. ვიდეოზე შეიძლება იმის გაგონება, რომ მე ვამბობ: „გამორთეთ ეს საძაგელი კამერა“ - მაგრამ ისინი აგრძელებენ“.
„მე ადრე არასდროს არ მცემდნენ ასე. მე ყოველთვის მრჩებოდა შრამი თეძოებზე. მე ამას დავთანხმდი, მაგრამ ვერ ვაცნობიერებდი,რამდენად უხეში იქნება ეს ყველაფერი მანამ, სანამ არ დაიწყო გადაღება“.
„მე ვერ ვიხდიდი ტანსაცმელს. მე მხოლოდ ტირილი შემეძლო. მე ოცი კაცით ვიყავი გარშემორტყმული, ისინი მელოდებოდნენ. არც ერთ ქალს არ შეუძლია „არას“ თქმა, როდესაც ის ასეა გარშემორტყმული“.
„ჩემი პორნოკარიერის განმავლობაში, მე რამდენიმეჯერ მოვხვედრილვარ საავადმყოფოს გადაუდებელ განყოფილებაში. იყო შემთხვევები, როდესაც მე ვიწყებდი ტირილს პირდაპირ გადაღებებზე, რადგან ტკივილი, რომელსაც მაყენებდნენ, იყო გაუსაძლისი“.
„პორნოგრაფიის ერთმა „ვეტერანმა“, რომელიც იღებდა პორნოში უკვე რვა წელზე მეტი, დაემართა სიფილისი. ამის შემდეგ მან გადააკეთა თავისი ტესტის შედეგები და განაგრძო მუშაობა, შესანიშნავად იცოდა რა, რომ მას სიფილისი ჰქონდა და სხვა მსახიობებს გადასცემდა“.
საიდან არიან მაშინ შეძლებული და ყველაფრით კმაყოფილი მსახიობები რეპორტაჟებიდან ან AVN Awards ჯილდოს - „პორნო-ოსკარის“ ცერემონიიდან? ისინი, ვისაც ინდუსტრიიდან წასვლა არ შეუძლია (და იქიდან წასვლა უფრო რთულია, ვიდრე პროსტიტუციიდან - ფილმები რჩება ქსელში ყოველთვის და ამსხვრევს ქალების ცხოვრებას), დამოკიდებულნი არიან პორნოგრაფიის შემქმნელებებზე და არ შეუძლიათ სიმართლის თქმა. ხშირად ქალები არ აძლევენ საშუალებას საკუთარ თავს იფიქრონ, რამდენად ცუდადაა ყველაფერი - მაშინ აღარ ექნებათ ძალა კიდევ ერთხელ გამოვიდნენ გადამღებ მოედანზე.
დაინსი მოყვა, რომ ბევრი მათგანი, ვისგანაც იღებდა ინტერვიუს, ამბობდა: „ თუ ამას მკითხავდით ორი წლის წინ, მე თქვენ საუკეთესო ისტორიას მოგიყვებოდით, რომელიც ოდესმე გაგიგიათ, იმის შესახებ, როგორი შესანიშნავია ეს და როგორ მაძლევს საშუალებას, ვიგრძნო საკუთარი ძალაუფლება. ყველაფერი ეს - ნაგავია. უბრალოდ ფსიქოლოგიური დაცვის ხერხია ძალადობისგან, რომელსაც აქ განიცდი“.
პორნოგრაფია მოქმედებს ყველა ქალზე
ჩვენ მივეჩვიეთ ვიფიქროთ, რომ პორნოგრაფია, როგორც პროსტიტუცია - ეს პირადი, ინტიმური საქმეა ქალის და მისი „კლიენტის“: ერთი იღებს ფულს, მეორე - სიამოვნებას, მესამე - ნუ ერევა. ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში და მცდარი შეხედულებაა. პორნოგრაფია კოლოსალურ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. ის ფაქტობრივად არის თითქმის ერთადერთი ინფორმაციის წყარო სექსის შესახებ, რომელსაც ეჯახებიან მოზარდები (განსაკუთრებით ჩვენთან, სადაც სექსუალური აღზრდის წინააღმდეგ აქტიურად აპროტესტებენ დეპუტატები, და ბევრი მშობელი). პორნოგრაფია ხდება სექსუალურობის საზომი, მისი მაგალითი და ეტალონი. ახალგაზრდა კაცები ჯერ მას უყურებენ, მერე მიდიან ქალებთან, უკვე დარწმუნებულები, რომ სექსი სწორედ ასე გამოიყურება.
ერთი თვის წინ „ Nordic Model Now!“-ში იყო გამოქვეყნებული ინტერვიუ საიმონ ჰაგსთრომთან - პოლიციელთან, რომელიც შვედეთის პოლიციის ტრეფიკინგის განყოფილების თავმჯდომარეა და ავტორი წიგნის „ჩრდილოვანი კანონი: შვედური დეტექტივის პროსტიტუციასთან ბრძოლის ნმადვილი ამბავი“. მისი სიტყვებით, დღეს პროსტიტუციის ტიპიური აქტი ეს არის კონკრეტული პორნოფილმის სცენარის ხელახლა შექმნა. როგორ ფიქრობთ, რატომ მიდიან კაცები თავისი ფანტაზიების განსახორციელებლად პროსტიტუტ ქალებთან? პასუხი აშკარაა: მათ სჭირდებათ ისინი, ვისაც უარის თქმა არ შეუძლია. ჯიუველ ბარაკა ჰყვება, რომ სწორედ პორნოგრაფიაში გადასვლის შემდეგ გაიგო, როგორ მოსდის მისი „კლიენტების“ თავში ის, რასაც მას უკეთებენ - პროსტიტუტორები იმეორებდნენ სიუჟეტებს და თემებს, რომელც ნანახი ჰქონდათ ფილმებში.
პორნოგრაფია ხელს უწყობს სექსუალური ძალადობის ზრდას: კვლევები აჩვენებენ, რომ ის ზრდის კაცებში სექსუალურ აგრესიას ქალების წინააღმდეგ. პორნოგრაფია მხარს უჭერს პროსტიტუციას: რაც მეტად უყურებენ კაცები პორნოფილმებს, მით უფრო ხშირად ხდიან პროსტიტუტებად ქალებს. ჰაგსთრომის თქმით, როდესაც პოლიციელები უყურებენ სექსუალური დამნაშავეების კომპიუტერების შინაარსს, ისინი ხედავენ ყოველ ჯერზე ერთი და იგივიეს: პორნოგრაფიას, პორნოგრაფიას და კიდევ ერთხელ პორნოგრაფიას.
ამ სვეტის დაწერის მომზადებისას, მე გამოვიწერე რამდენიმე ფარული პორნოფაბლიკი სოციალურ ქსელებში. შინაარსი იქ საშინელია - „ბანალური“ გაუპატიურებების და მსახიობებთან ვიდეოების გარდა, რომლებიც გოგოებივით გამოიყურებოდნენ (თმები, ბრეკეტები, სასკოლო ფორმა), არის ფილმების კატეგორია, რომლებიც მთავრდება ქალის მოკვლით. შეთავაზებები, რომლებიც ცვივა აქაუნთის პირად შეტყობინენებში, რომელსაც გამოწერილი აქვს ჯგუფები, აღმოჩნდა არანაკლებ შემაშინებელი - მაგალითად, დაწერა კაცმა, რომელიც ეძებდა პარტნიორს დახრჩობის თამაშებისთვის და რა იქნება, თუ არავინ არ დათანხმდება კეთილი ნებით - ხომ არ გადაწყვეტს, რომ შეიძლება არც კი გააფრთხილოს თავისი გემოვნების შესახებ?
პორნო აყალიბებს ქალებისთვის სტანდარტს - ვრცელდება „ღრმა გადაყლაპვის“ და „ანალური ორგაზმის“ ტექნიკის კურსები. ის, რაც ადრე იყო ეკზოტიკა, ახლა აუცილებელი პროგრამაა ნებისმიერი გოგოსთვის, რომელსაც არ უნდა გახდეს ფარისეველი სექსში. მე ერთხელ მოვუსმინე ვებინარს კაცებისთვის „გახდი იდეალური საყვარელი“: გასაოცარია, მაგრამ დროის უმეტესი ნაწილი იყო მიძღვნილი არა კუნილინგუსს, არამედ მოთხრობებს იმის შესახებ, როგორი სასარგებლოა კაცის ჯანმრთელობისთვის დომინანტობა და როგორ მოსწონთ ეს ქალებს. ბესთსელერები ხდება აგრესიულად დაწერილი წიგნები ფსიქოსექსუალური კულტურის შესახებ, ხოლო ფილმები, რომლებიც მათ საფუძველზეა გადაღებული, მილიონობით დოლარს აგროვებენ. პორნოგრაფია არსებობს არა სადღაც იქ, რეალური სამყაროსგან ცალკე- ის ცვლის მას აქ და ახლა.
ჰაგსთრომი წინასწარმეტყველებს, რომ ჩვენ ბნელი მომავალი გველოდება: მალე გაიზრდება კაცების თაობა, რომლებიც აღზრდილია სასტიკ პორნოზე და არაფერ კარგს არ უნდა ელოდე ასეთი ხალხისგან. მე არ მაოცებს იმათი სურვილის არქონა, ვინც გადაარჩენს ბავშვებს, აიღონ ფული მათგან, ვინც უნადგურებს ამ ბავშვებს ცხოვრებას - იმ მასშტაბებში, რომელთაც ვერ დაეწევა საქველმოქმედო ფონდები ერთად აღებული. მე მაოცებს, როდესაც ვინმეს არ ესმის, რომ პორნოგრაფიის გამყიდველებთან საქმის ქონაზე უარის თქმა ერთდადერთი სწორი არჩევანია და არამარტო ფონდებისთვის.