რა ხდება სხეულში, როდესაც არ ხართ სიყვარულით დაკავებული

რა ხდება სხეულში, როდესაც არ ხართ სიყვარულით დაკავებული

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

თუ გადაწყვიტეთ სექსისგან თავშეკავება, შედეგებსაც ელოდეთ.

მეცნიერებს აქვთ საფუძვლიანი მიზეზები დაამტკიცონ, რომ სექსუალური სიახლოვე არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. არიან ადამიანები, რომლებიც აქტიურად არიან დაკავებული სექსით, არ ფიქრობენ აკრძალვებზე და ტკბებიან ვნების ყოველი წუთით. სხვებს კი ეშინიათ ინტიმური სიახლოვის, თავს უხერხულად გრძნობენ და გაცნობიერებულად ნაკლებ სიამოვნებას იღებენ.

შეიძლება არც კი გეპარებოდეთ ეჭვი, მაგრამ როდესაც არ ხართ სიყვარულით დაკავებული, თქვენს სხეულში მიმდინარეობს გარკვეული პროცესები.

  1. სიზმრებზე ზეგავლენა

სიზმრები, ისევე როგორც სიამოვნება ან ტკივილი, ტვინის ფუნქციაა. მეცნიერები იძლევიან ჩვენი სიზმრების ქიმიური ბუნების ძალიან ზუსტ განსაზღვრებას. სიზმრების სფეროში ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ადამიანები, რომლებიც აღარ არიან სექსით დაკავებული, მიდრეკილი არიან კაშკაშა ეროტიული სიზმრების ნახვისკენ.

  1. ხდებით უფრო მორცხვი

ბედნიერების და აღიარების გრძნობა ასევე ქიმიური პროცესებით განისაზღვრება, რომლებიც ჩვენს ტვინში მიმდინარეობს. როდესაც ხართ სექსით დაკავებული, სისხლი ივსება გარკვეული ქიმიური ნივთიერებებით, და გაიძულებთ იგრძნოთ პოზიტიური ემოციების მთელი გამა.

როდესაც სხეულს ართმევთ ამ ბუნებრივ პროცესს, ამით არღვევთ თქვენს შინაგან ქიმიურ ბალანსს. შედეგად დათრგუნულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით და კარგავთ თავდაჯერებულობას. ასე ყველასთან არ ხდება, მაგრამ მათ, ვინც უკვე იგრძნო განსხვავება, ესმით, რაზეც ვსაუბრობთ ახლა.

  1. სტრესი

სექსუალური სიახლოვე - სტრესის თავიდან აცილების ერთ-ერთი ბუნებრივი ხერხია. ეს არის მისი მნიშვნელოვანი თვისება, რომლის გარეშეც თქვენი ნეგატიური ემოციები უფრო ძლიერი გახდებოდა, რაც გამოიწვევდა გაჭიანურებულ სტრესულ მდგომარეობას.

შაკიკი, უძილობა, მადის არქონა და კაშკაშა სიზმრები - ყველაფერი ეს არის სიგნალები, რომლებსაც გვიგზავნის სხეული, როდესაც სჭირდება ცვლილებები. მოუსმინეთ მას, ეს დაგეხმარებათ იცხოვროთ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებით.

  1. იმუნიტეტის დასუსტება

ადამიანის იმუნური სისტემა შექმნილია მიკრობებთან ბრძოლისთვის, ხოლო მისი მუშაობის დარღვევა ხდება სხვადასხვა დაავადების განვითარების მიზეზი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია გაციება და გრიპი.

ინტიმური სიახლოვე აძლიერებს იმუნიტეტს, ააქტიურებს იმუნოგლობულინის გამომუშავებას, რომელიც ზრდის ორგანიზმის უნარს, შეებრძოლოს ავადმყოფობებს და თავიდან აიცილოს ისინი. სამეცნიერო გამოკვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ იმუნიტეტი ნამდვილად მგრძნობიარედ რეაგირებს ადამიანის სექსუალურ აქტიურობაზე.

  1. გონებრივი უნარები

ზოგიერთი ადამიანი დარწმუნებულია, რომ სქესობრივი კავშირის არქონა იძლევა ზედმეტი ენერგიის გონებრივი აქტიურობისკენ წარმართვის საშუალებას. თუმცა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სექსუალური სიახლოვე სიმულირებს ნეირონული უჯერედების მუშაობას ჰიპოკამპის ზონაში. ამასთან თავშეკავება არანაირად არ ახდენს გავლენას ტვინზე, იმის მიუხედავად, რომ ამ დროს ადამიანს პროდუქტიულობა ემატება.  

 

 

გაუზიარე მეგობრებს