ინტიმური ცხოვრება სტრესულ სიტუაციაში

ინტიმური ცხოვრება სტრესულ სიტუაციაში

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ახლა ყველასთვის არ არის მარტივი: ჩვენ ვღელავთ, განვიცდით, და ლოგიკურია, რომ ჩვენი ინტიმური ცხოვრება ზარალდება ამის გამო. და როდესაც შენ არ შეგიძლია მოდუნება, არც სიამოვნება არ გამოგდის. თუ შენ განიცდი სექსთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შეგიძლია ჩვენი სტატიის დახმარებით მსუბუქი განტვირთვა მოგიწყო.

ის ზუსტად გჭირდება?

პირველ რიგში განსაზღვრე, ნამდვილად გრძნობ თუ არა ცუდად თავს სექსის არარსებობისას თუ ეს უბრალოდ რუტინაა, რომელიც არ გყოფნის. შეიძლება, შენი პარტნიორი ჩივის, რომ ნაკლები სექსი გაქვთ. მოკლედ, დაიწყე საკუთარი თავის მოსმენით: ნამდვილად გჭირდება ახლა სექსი, თუ ვერ გრძნობ, რომ მისთვის გაქვს რესურსი? სექსი ხომ ითხოვს უკუკავშირს: საუბრებს, ჩახუტებებს, რამე ინტერაქტივობას.

სცადე დაელაპარაკო პარტნიორს იმაზე, რომ მოაშოროთ ზედმეტი თქვენს ურთიერთობებში. უთხარი, რომ გინდა სექსით დაკავება, მაგრამ ვერ ნახულობ საამისო ძალას. ილაპარაკე მასთან ღიად, ეს ნორმალურია, როცა ცდილობ გაახმოვანო შენი პრობლემები და ეცადო მათი გადაწყვეტა პარტნიორთან ერთად.

თუ ხვდები, რომ ახლა ჯობია თავი შეიკავო სექსისგან - ესეც ნორმალურია. სექსი არსად გაიქცევა შენგან, ეს არ არის უკანასკნელი გაჩერება. ხოლო ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა - ფაქიზი რამაა, მას უნდა გაუფრთხილდე.

ისარგებლე „შემოწმებული“ მეთოდებით

რაც არ უნდა იყოს ის: ეროტიული მოთხრობები, აუდიოპორნო ან პრიმიტიული შხაპი - თუ ეს მუშაობს, შესანიშნავია. მოდუნდი, გაატარე დრო საკუთარ თავთან. წნეხის, აჩქარების გარეშე. უბრალოდ სცადე გათიშო გონება 15 წუთით (ან რამდენიც გჭირდება) და გაატარო დრო მარტოობაში.

არის თუ არა ყველაფერი ისე, როგორც საჭიროა, როცა საკუთარ თავთან ხარ? თუ კი, ეცადე გაიგო, რა არ გყოფნის სექსში პარტნიორთან.

გამოიყენე თხევადი აღმგზნები საშუალებები

არსებობს „მექანიკური“ მეთოდები. მათ შორის - აღმგზნები (როგორც წესი, გამახურებელი) საშუალებები კლიტორისთვის და თხევადი ვიბრატორები. მაგალითად, ასეთი აქვს Shunga Dragon-ს : ისვამ კლიტორის თავზე და პენისზე (სურვილისამებრ) და ის გჩუქნის სითბოს ტალღებს, რომლებიც იცვლება სიგრილის ტალღებზე. სისხლის მოდის გენიტალიებისკენ, შენ აღიგზნები და უფრო სწრაფად იღებ ორგაზმს. თხევადი ვიბრატორები გაჩუქებენ ოდნავ სხვა შეგრძნებებს: ისინი თითქონ პულსირებენ.

არ დაგავიწყდეს თავიდან დატესტო იდაყვზე, რათა დარწმუნდე, რომ არანაირი ალერგიული რეაქცია არ გაქვს.

შეეშვი საკუთარ თავს და ნუ ხარ ჩაციკლული

თუ არ გაქვს ორგაზმი პარტნიორული სექსის დროს (ან არამარტო პარტნიორულის) - ეს ცუდია, მაგრამ არა კატასტროფა. ადრე იყო? როდეს გაქრა? სცადე გაარკვიო, როდესაც დაიწყო პრობლემები. თუ იყო, ესე იგი, დაბრუნდება, არსად არ წავა. მაგრამ რაც უფრო მეტად იფიქრებ იმაზე, თუ როგორ დაიბრუნო ორგაზმი, მით უფრო შორს გაიწევა შენგან. აცადე საკუთარ თავს.

ორგაზმი მოდის, როდესაც ხარ მოდუნებული და მხიარული.

 

გაუზიარე მეგობრებს