ამ სიტყვებს ამბობს ადამიანი, რომელმაც ქალიშვილს დაარქვა უმა, რაც იშიფრება როგორც «ზომიერების გრძნობა», «დიადი შუა გზა» მარადისობასა და ნიჰილიზმს შორის» - და ის გახდა ცნობილი მოდელი და მსახიობი.
«თუ თქვენ ბრმად რწმენის არ გჯერათ და რაიმეს გაგება გსურთ, ეს ნიშნავს, რომ უკვე ბუდისტი ხართ»
«ორგაზმი - ეს არის გაელვება, როცა თავისუფლდებით საკუთარი „მე“-სგან, გამოეყოფით სხეულს და ერევით სრულ ღვთაებრიობას. თავიდან შეიძლება ცოტა შეგეშინდეთ, რადგან ეს არის სინათლე, სუფთა ენერგია. სამაგიეროდ, სწორედ ამ გაელვების დროს, თქვენ ხართ - ბუდა».
კოლუმბიის უნივერსიტეტის აუდიტორიაში, სადაც დალაი-ლამას ახლო მეგობარი და მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი მოაზროვნე, პროფესორი რობერტ თურმანი კითხულობს კურსს ტიბეტურ ბუდიზმზე, ყოველთვის სიჩუმეა. ისმის მხოლოდ კლავიატურაზე ბეჭდვის ხმა: სტუდენტები აკონსპექტებენ ლექტორის ოქროს სიტყვებს.
რობერტ თურმანის ლექციას - ერთი მსახიობის თეატრია. პროფესორი ხელების აქტიური მოძრაობით საუბრობს კვანტურ ფიზიკაზე და ურთიერთკავშირის თეორიაზე, ციტირებს კასტანედას და ვუდი ალენს, კითხულობს ბუდისტური მცნებების ნაწყვეტებს, დაფაზე უცნაურ ფორმულებს, სქემებს წერს და ხსნის, თუ რა ემართება ჩაკრებს ორგაზმისა და სიკვდილის დროს.
მისი განმარტებები - წმინდა წყლის ფსიქოდელიკაა: «ჩვენ მივეჩვიეთ ისეთ სამყაროში ცხოვრებას, სადაც ჩვენ ვართ, ან არ ვართ. თუმცა, სრულიად შესაძლებელია ერთიც და მეორეც». პროფესორ ბობს (მას ზოგჯერ ასე მიმართავენ სტუდენტები) უკეთილშობილესი ცისფერი თვალები, გიგანტური ხელები და რაღაცნაირად საშიში მკალვები აქვს. უმა თურმანი მამას ძალიან ჰგავს.