არსებობს ბევრი მიზეზი იმისა, თუ რატომ უყვართ ქალებს პოზა „ზემოდან“. პირველ რიგში, წყვილისთვის იხსნება მშვენიერი ხედი. მეორე რიგში, ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ ქალი განსაზღვრავს სიჩქარეს. კაცს შეუძლია სურვილების გამოთქმა (ეს არ არის აკრძალული, რა თქმა უნდა!), მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ქალი იღებს. ჩვენ გაგიზიარებთ კიდევ რამდენიმე სასარგებლო ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ გახადოთ პოზა უფრო სასიამოვნო.
მიეხმარე შენს თავს ხელით
სინამდვილეში, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ეს პოზა, მასში ორგაზმის მიღწევა დამატებითი ხრიკების გარეშე შეუძლებელია. თუ შენ ხარ ვიწრო კლიტორის მფლობელი, კარგად იქნები თითქმის ნებისმიერი სტიმულაციისას, მაგრამ ყველა ქალს არ უმართლებს ამ მხრივ. თუ გრძნობ, რომ არასაკმარისად შეიგრძნობ - არ შეგრცხვეს ჩართო ხელები ან სათამაშო. მოეფერე შენს თავს თითებით. ან აიღე მისი ხელი და დადე შენს კლიტორზე.
წინ გადაიხარე
თუ პოზა 90 გრადუსის კუთხით ზედმეტად ღრმა გეჩვენება, ხოლო შეღწევა - მტკივნეული და უხეში, უბრალოდ გადაიხარე წინ. დადე იდაყვები ან ხელისგულები მისი თავთან გვერდებზე და გააგრძელე ასე მოძრაობა. ასე შენ შეცვლი შეღწევის კუთხეს და თუ კიდევ ოდნავ გადაადგილებ თეძოებს, ის კიდევ უფრო ნაკლები იქნება.
უკან გადაიწიე
კუთხის შეცვლის სხვა ვარიანტი- ხელების უკან დადება, და ასე უკან გადაწევა. ასე შენ შეგიძლია ერთდროულად რამდენიმე კურდღლის მოკვლა: შენი ბოიფრენდი შეძლებს მკერდის ან კლიტორის მოფერებას, შენთვის კი არ არის აუცილებელი შეხვდე მზერით, თუ არ ხარ სექსის დროს ვიზუალური კონტაქტის მოყვარული. მოუხერხებლობა შეიძლება გამოკვეთოს მაშინ, თუ პენისი არც ისე მაგარია, ის შეიძლება გამოცურდეს და ამ დროს უნდა მოძებნოთ სხვა კუთხე.
არ გაიხადო ბიუსი
თუ აპირებ ამ პოზის გამოყენებას და ზომა პირველზე დიდი გაქვს, შეიძლება რთული იყოს - როგორც სირბილისას. მკერდის ქანაობა ზოგჯერ მტკივნეულია და არასასიამოვნო, ასე რომ შეგიძლია გამოიყენო „ლაიფჰაკი“ ჰოლივუდური ფილმებიდან და დარჩე ბიუსჰალტერში. უბრალოდ მოხერხებული ვარიანტი აირჩიე, და არა ის, რომელიც მოგიჭერს და დისკომფორტს შეგიქმნის.
კაცის ხელები დაიწყვე თეძოებზე
რატომ წევს უსაქმოდ და ტკბება? აიღე მისი ხელები და გააკეთე რაც გინდა. (შეგიძლია ხელთათმანებიც გაუკეთო). დაიდე შენს თეძოებზე ან დუნდულებზე, შესთავაზე წარმართოს შენი მოძრაობები ან რიტმი მოგცეს.
დაეყრდენი მის ხელებს
თუ არ ხარ მოხერხებულად, დაიღალე, მაგრამ პოზის შეცვლა არ გინდა, რადგან უკვე ეს ესაა ორგაზმამდე მიხვალ, უბრალოდ სთხოვე შენს პარტნიორს დადოს ხელები იდაყვებზე ისე, რომ შენ დაეყრდნო მათ შენი ხელებით. მას ასევე შეუძლია შენი დუნდულების დაჭერა.
დასვი ის და თვითონაც დაჯექი
ცხენოსნის პოზის შეცვლა დოგგიზე ან მისიონერულზე მოუხერხებელია - დიდხანს უნდა გადაწყობა, შეიძლება მთელი ვნება დაიკარგოს. ამიტომ აირჩიე ის პოზები, რომლებშიც გადასვლა მარტივია: მაგალითად, შენ შეგიძლია სთხოვო მას დაჯდეს, შენგან გამოუსვლელად, და შენც დაჯდე . ჩაეხუტე მას ხელებით და ფეხებით - ასე უფრო ახლოს იქნებით.
შეცვალე ტემპი
არ უნდა გააკეთო ეს ყოველ წუთს, მაგრამ აჩქარება, მერე შენელება - კარგი აზრია. უბრალოდ სცადე ოდნავ შეაკავო შენი ვნება. თუ მოხერხებულად ხარ ამ პოზაში, შეგიძლია ამპლიტუდის გაზრდა (ამისთვის უნდა შეანელო სიჩქარე). ადი მაღლა - ისე, რომ პენისის თავი თითქმის გამოცურდეს შენგან და მერე ნელა და ფრთხილად ჩამოდი, რამდენადაც საშუალებას გაძლევს საკუთარი სხეული.