როგორ გავარკვიოთ, რომ ადამიანს არ ყოფნის სექსი?

როგორ გავარკვიოთ, რომ ადამიანს არ ყოფნის სექსი?

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

მე გამიგია ათასობით სულელური რჩევა თემაზე: „როგორ გავარკვიოთ ერთი შეხედვით, რომ ქალს არ ყოფნის სექსი?“ უმეტესობა მათგანი - გამოგონილია და არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან. მაგრამ ერთ-ერთი მათგანი იმდენად სწორი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ თქვენთვის გაგვეზიარებინა.

თქვენ არ უნდა გააკეთოთ არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ გააანალიზეთ, რას ლაპარაკობს ადამიანი სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაზე. ყურადღება მიაქციეთ, როგორ ფერებში აღწერს ამ ქმედებას და ყველაფერი ნათელი იქნება. შემთხვევების 90 %-ში ადამიანი უბრალოდ „ირეკლავს“ საკუთარ სიტუაციას სხვაზე.

ადამიანი კაშკაშა პირადი ცხოვრებით იგივეს ფიქრობს სხვაზეც. წარსულში გარყვნილი დედამთილი ირიბად უყურებს რძალს. არაერთგული ქმარი ჩვეულებრივ ძალიან ეჭვიანია. ხოლო ინსტიტუტის სტუდენტი დარწმუნებულია: მის ჯგუფში ყველა მხოლოდ კოცნის. ისიც, ტუჩებში არა.

კაცი, რომელსაც ახალგაზრდობაშიც არავინ აძლევდა, ზრდასრულ ასაკზეც რომ არ ვილაპარაკოთ, დარწმუნებულია - ქალები მის ირგვლივ ასევე არიან სექსის გარეშე და თავს იკმაყოფილებენ კატებით და ვიბრატორებით. განსაკუთრებით იტანჯება ერთი ქალბატონი მისი განყოფილებიდან. რადგან ყველასთვის "ცნობილია", რომ სექსს სთავაზობენ მხოლოდ დახატულ ლამაზმანებს მოდელური პარამეტრებით. დანარჩენები თვითონ იხდიან, ან ყმუიან - სხვა რა უნდა იფიქროს, თუ თვითონაც ასეთია?

კაცებში არც ისე პოპულარული ქალი წარმოიდგენს სექსს როგორც ტკბილ სატყუარას, რომელიც მიუწვდომელია კაცებისთვის. ისეთ სატყუარას, რომელზეც ისინი მხოლოდ ოცნებობენ და მისთვის მზად არიან აჭამონ, დაალევინონ და სიცოცხლეც მისცენ - ჰო აბა... აზრი იმაზე, რომ ჩვენს დროს სექსის ყიდვა ღამე უფრო მარტივია, ვიდრე არყის, უბრალოდ არ მოსდის თავში.

რეალურად, არ არსებობენ ნამდვილად მიმზიდველი მამაკაცები, რომლებიც ილაპარაკებდნენ კატებსა და ვიბრატორებზე 30-ის მერე, მაგალითად. რაც უფრო მეტს ყვირის კაცი გაფუჭებული საქონლის შესახებ, მით უფრო ზრდასრულია და მახინჯი.

გაუგებარია, რატომ ლაპარაკობს ხალხი სექსზე როგორც რაღაც ფასეულობაზე, რომლის ღირსნი მხოლოდ უმაღლესი სინჯის ლამაზმანები არიან? სინამდვილეში ასე სულაც არ არის! ყველას აქვს სექსი, მეტსაც გეტყვით, სექსის ყველაზე დიდი რაოდენობა აქვთ სწორედ მარგინალურ, ნასვამ ქალებს. აი მათ ისეთი პირადი ცხოვრება აქვთ, ნებისმიერ ქალს შეშურდება. ნუთუ რთულია ამის ორგანიზება? არაფერია რთული იმაში, რომ უბრალოდ წახვიდე და დაკავდე სექსით. ეს - შესაძლებელიდან ყველაზე ელემენტარულია.

როგორ კომპლექსებს, როგორ უკურნებელ გულის ჭრილობებს, როგორ გარეგნობას უნდა ფლობდე, რომ გადაწყვიტო 30+, 40+, 50+ ქალი ვერ იპოვის სექსს? - ეს სასაცილოა...

იმედია მიხვდით, ვინ ლაპარაკობს ყველაზე მეტად სხვისი სექსის არქონაზე?

 

გაუზიარე მეგობრებს