თუ ჯერ კიდევ არ აღმოგიჩენია შენი სექსუალურობა, ახლა სწორედ ამის გაკეთების დროა.
ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო, და შენი პარტნიორი ამ ცეკვაში დიდ როლს თამაშობს.
ქვემოთ წარმოდგენილია 28 წესი, რომლებიც თითოეულმა ქალმა უნდა აითვისოს:
- ისაუბრე იმის შესახებ, თუ რა გსურს პარტნიორისგან საწოლში
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, კაცმა აზრების ამოკითხვა არ იცის. თუ მისი ქცევა საწოლში არ აღგაგზნებს, უთხარი ამის შესახებ. ანახე, როგორ უნდა გააკეთოს. იყავი მომთმენი.
- ნუ იმიტირებ ორგაზმს
ყველას გაგვიკეთებია ეს, და ამაში სასირცხვილო არაფერია. მაგრამ თუ იმაზე უფრო ხშირად იმიტირებ, ვიდრე ნამდვილად თავბრუდამხვევ ორგაზმს განიცდი, მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალე.
3. თუ მიღება გსურს, გაცემაც უნდა იცოდე
გაითვალისწინე, ეგოიზმი არ არის სექსუალური.
- ნუ იქნები იმასთან, ვისთვისაც პირველ ადგილზე არ ხარ.
გაიმეორე: ღირსეული კაცი არასდროს დააყენებს თავის სიამოვნებას ჩემსაზე მაღლა. იცოდე, რომ კარგი მეწყვილე იპოვე, თუ მას შენი აღგზნებაც აინტერესებს.
- ნუ გეშინია ხმების გამოცემის
შეგიძლია იყვირო, იწივლო, იკვნესო - ნებისმიერ შემთხვევაში, იამაყე საკუთარი თავით. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი გრძნობების გამოხატვა როგორც საძინებელში, ისე მის გარეთაც.
- მაშინვე ნუ უკუაგდებ კაცს, რომელთანაც პირველი ჯერი არ მოგეწონა
როგორც წესი, ახალ პარტნიორთან პირველი ჯერი ყოველთვის უცნაური გეჩვენება. კარგი სექსი პრაქტიკას მოითხოვს, ამიტომაც ნუ განსჯი მას, თუ პირველი სექსი არ მოგეწონა.
- თუ კაცი არ ცდილობს, მას არაფრის ფასი არ აქვს
ასეთ კაცთან თავს გასაბერ თოჯინად იგრძნობ. არ დათანხმდე მსგავსზე, უკეთესის ღირსი ხარ.
- ნუ შეხვდები იმას, ვინც არაფერს გეკითხება, სანამ უკან შევა
სექსის პირველი და მთავარი წესი - პარტნიორების ორმხრივი თანხმობაა. თუ მას ანალური სექსი სურს, მინიმუმ სამჯერ უნდა გკითხოს.
- არა მხოლოდ კაცები მასტურბირებენ...
კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც რეგულარულად მასტურბირებენ, ბევრად უკეთესი და დაუვიწყარი ორგაზმები აქვთ. ამისთვის არ არის აუცილებელი ვიბრატორის ყიდვა, ხელები გამოიყენე.
- ამის გაკეთება არ არის აუცილებელი, როდესაც მარტო ხარ
არაფერია იმაზე უფრო სექსუალური, ვიდრე კაცისთვის შენი შეხების აკრძალვა, სანამ საკუთარ თავს იკმაყოფილებ.
- შენი ძირითადი წესები უნდა დაიცვა, მაგრამ ამასთან, სიახლეებისთვის ღია უნდა იყო
ყველას გვაქვს ისეთი რაღაც, რასაც ვაკეთებთ ან არ ვაკეთებთ, მაგრამ, როგორც წესი, ჩვენ მხოლოდ ჩვენს გამოცდილებაზე ვსწავლობთ. ნორმალურია, როდესაც ამბობ, რომ არ გსურს რამე კონკრეტულის გაკეთება. მაგრამ თუ რამე ახალი მიმზიდველად გეჩვენება გარკვეული დროის შემდეგ, საკუთარი წესების შეცვლის არ შეგეშინდეს.
- ორივემ უნდა დაალაგოს
სპერმიანი ხელსახოცის გადაგდება ორივე პარტნიორს თანაბრად ეხება. შეგიძლიათ ეს ერთად გააკეთოთ ან მორიგეობით იზრუნოთ საწოლის დალაგებაზე. მთავარია, რომ ორივემ გააკეთოთ.
- არ ხარ ვალდებული, ყოველთვის უთხრა „კი“
თუ დღეს საღამოს სექსით დაკავება არ გინდა, არ მისცე მას შენი იძულების უფლება. ნუ იქნები მორიდებული.
- თუ ყოველთვის ეუბნები „არა“-ს, დროთა განმავლობაში ეს ნებისმიერ ურთიერთობებს გაანადგურებს.
უარის თქმაში სექსუალური არაფერია. იმისთვის რომ ახლო ურთიერთობა გქონდეთ, შესაბამისად უნდა მოიქცეთ.
- მშვენიერი სხეული გაქვს.
ლამაზი ფიგურა, დიდი მკერდი, პატარა მკერდი, გამხდარი, ათლეტური, ფუმფულა სხეული, ჯეი ლოს მსგავსი ან პატარა საჯდომი - ყველაფერი რაც გაქვს, საკმარისია საიმისიოდ, რაც გჭირდება. არავის მისცე საწინააღმდეგოს დამტკიცების საშუალება.
- კაცები, რომლებიც თვლიან, რომ პრელუდია საჭირო არ არის, ბანძები არიან
სერიოზულად.
- არ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ ის ავლენდეს ინიციატივას
სცადე, შეიძლება მოგეწონოს. ისევე, როგორც მას.
- თუ პრეზერვატივის გარეშე გაქვთ, დროა, რომ ერთმანეთს დაელაპარაკოთ
გაგჩენიათ შეკითხვა იმის შესახებ, თუ როდის უნდა დაიწყოთ თქვენი ურთიერთობების მომავლის განხილვა? პასუხი - იმ მომენტიდან, როდესაც ის წუწუნს დაიწყებს, რომ პრეზერვატივით არ უდგება.
- კაცს არ აინტერესებს, რომ არ ხარ იდეალური, ის შენს სექსუალურობას აქცევს ყურადღებას
მუცელი გაწუხებს? არ გაქვს იდეალური თეძოები? შუბლზე მუწუკი გამოგივიდა? ის ამას ვერ ამჩნევს. მისთვის მნიშვნელოვანია, ხედავდეს, რომ საკუთარ თავს მოსწონხარ.
- ნუ განსჯი სხვების სექსუალურ ცხოვრებას
შესაძლებელია, რომ შენი დაქალის ცხოვრებაში მეტი სექსია, ან უბრალოდ თავს გაჩვენებს ასე. ნუ გასნჯი სხვების ნურც სექსუალურ და ნურც სხვა მხრივ ცხოვრებას. იცხოვრე შენი ცხოვრებით.
- თუ არ ხარ დარწმუნებული, განიცადე თუ არა ორგაზმი, ესე იგი - არა
ცუდია. მაგრამ კარგი ამბავიც გვაქვს. ქალების უმეტესობა ორგაზმს გარკვეული სექსუალური სტიმულაციის დახმარებით აღწევს. მიზნად დაისახე, რომ დაუვიწყარ დასასრულამდე მისვლა ისწავლო მანამ, სანამ 30 წლის გახდები.
- შეგიძლია, გაუძლო შენს დილის სუნთქვას. ისივე, როგორც მას
განსაკუთრებით, თუ დილის სექსზეა საუბარი.
- ახალი ქვედა საცვალი იყიდე
არა მხოლოდ მისთვის, არამედ შენთვისაც. აირჩიე კომფორტული საცვალი, რომელიც თავს მომხიბლავად გაგრძნობინებს და რომლის ჩაცმა ნებისმიერ დროს შეგიძლია, იმის მიუხედავად, ხედავს ვინმე თუ არა.
- კი, ეს წებოვანია, შეეგუე ამას
სექსში ზიზღს ადგილი არ აქვს. ყველა ზრდასრულები ვართ.
- არ უკუაგდო კოცნების მნიშვნელობა
გახსოვს, როგორ კოცნიდი, როცა სკოლაში სწავლობდი? ინტიმური ცხოვრება შეიძლება კიდევ უფრო ვნებიანი გახდეს, თუ ყველა გრძნობის ერთდროულად სტიმულირებას ისწავლი.
- ბინძური საუბრები
არ არის აუცილებელი, მაგრამ თუ ეს აღგაგზნებს - უთხარი მას, და პირიქით. მაშინ თითოეული მიიღებს იმას, რაც სურს.
- ხანგრძლივ ურთიერთობებში შენთვის დაიტოვე დეტალები
შეიძლება მოგეჩვენოს, რომ მეგობრებთან ერთად ყველა ბინძური დეტალის განხილვა სექსს უკეთესს გახდის, მაგრამ სინამდვილეში ეს სფერო ნაკლებად ინტიმური იქნება. ჯობია, ურთიერთობების ეს განსაკუთრებული მომენტები თქვენ შორის დარჩეს.
- სიამოვნება მიიღე.
გათიშე ტვინი, გაუშვი ყველა შენი განცდა და მიეცი თავს სიამოვნების მიღების უფლება. შეიძლება 20 წლის აღარ ხარ და 30 და 40 წელიც მალე გაფრინდება, მაგრამ კარგმა სექსმა ასაკობრივი შეზღუდვა არ იცის.