ორგაზმის შეგრძნება სხვადასხვანაირად არის შესაძლებელი. ვიღაცა თვალების წინ ფერად ლაქებს ხედავს, ვიღაც ფრენისთვის არის მზად ან, პირიქით, ტვირთს გრძნობს. შენი ორგაზმი რას გაგონებს? ეს პასუხები ალბათ საკუთარი აღწერისთვის სიტყვების მოძებნაში დაგეხმარება!
- „ როდესაც ორგაზმს ვაღწევ, ჩემი სხეული თითქოს უფსკრულიდან სიამოვნების ზღვაში ხტება. ზოგიერთ შემთხვევაში ნაპირზე ვრჩები და ასევე მიხარია, მაგრამ როდესაც ასეთი ხტომა გამომდის - ეს არის ახალი, ძლიერი ტალღა და მე ვგრძნობ, რომ შიგნით ყველაფერი პულსირებს“ - ანა
- „ მე ისეთ სიამოვნებას ვგრძნობ შიგნით, რომ მხოლოდ იმაზე შემიძლია ფიქრი, თუ როგორ ცახცახებს სხეული ექსტაზში, მასზე სითბოს და შემდეგ სიმშვიდის ტალღას ვგრძნობ. ზოგჯერ ეს იმდენად კარგია, რომ ოდნავ მტკივნეულიც ხდება, ერთდროულად გაგრძელებაც და გაჩერებაც გინდა. თუ ორგაზმი ნამდვილად კარგია, ის მთლიანად მავსებს“ - ქრისტინე
- „ერთხელ ისეთი ორგაზმი მქონდა, რომ ლამის გული წამივიდა! ყველაფერი პულსირებდა, სხეული უკონტროლოდ ცახცახებდა, თვალებში დამიბნელდა, შემდეგ პარტნიორზე დავეცი და სიტყვის არა თუ თქმა, არამედ ადგომაც არ შემეძლო!“ - ალექსანდრა.
- „ ვგრძნობ, როგორ იხსნება გრძნობების ბლოკი შიგნით, და ძალიან კარგია, როდესაც უშუალოდ ორგაზმამდე ტკბილი მომენტების გაჭიანურება გამომდის. შემდეგ ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მიდის და კიდე მინდა ხოლმე. შეგრძნებების გახანგრძლივებაც შეიძლება, თუ სივრცეში სხეულის სწორ მდებარეობას აირჩევ“ - მარიამი.
- „ მე ორგაზმის მოახლოებას ვგრძნობ, როდესაც ყველა კუნთი იძაბება, ხოლო სხეულის ზედა ნაწილი ცახცახებს. ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა, თუ სექსის შემდეგ რამის ჭამა და საბნის დაფარვა მინდა“,- ლიკა
- „ ჩემი სხეული მხოლოდ სექსუალური ენერგიის გამომუშავებას იწყებს, და სხვა ვერაფერზე ვფქირობ“ - თამთა
- „ეს შესანიშნავი გრძნობაა, როდესაც არაფერი არსებობს, უსასრულო სითბოს და იმ შეგრძნების გარდა, რომ ყველა მხრიდან ერთდროულად გეხუტება საყვარელი ადამიანი“ - ნატალია.
- „სუნთქვა მიჭირს, და ვერ ვკონცენტრირდები, თითქოს სული დროებით ტოვებს სხეულს. სხეული აღარ მოძრაობს და მომენტით ტკბობა მინდა. შემდეგ უღონოდ ვეცემი ქმარზე და ვუჩურჩულებ, რომ მეტს ვეღარ ვიმოძრავებ“ - ქეთი
- „საუკეთესო განსაზღვრება - ჭიქას ვგავარ, რომელშიც წყალს ასხამენ, სანამ წყალი არ გადმოიქცევა“ - ნინო.
- „სხეული იძაბება, სუნთქვა უფრო ხშირი და ძლიერი ხდება, და უცებ, სიამოვნების ტალღა მფარავს. ის იმდენად ძლიერია, რომ ზოგჯერ სხეული ლოცვას იწყებს, რომ ყველაფერი დამთავრდეს“ - ნანა.
- „ ყველაფერი ერთდროულად ერთმანეთში ირევა და ფეთქდება. სიტუაციაზე კონტროლს ვკარგავ და ეს ერთ-ერთი ისეთი მომენტია, როდესაც ნამდვილად არ მინდა არაფერზე ფიქრი“ - სოფო
- „ ეს არის სწრაფი ცეკვის და ატრაქციონზე კატაობის ნარევი. ის მცხუნვარეა, სექსუალური და მთლიანად მავსებს“ - სალომე.
- „ ორგაზმის მომენტში პარტნიორის ხელი ძლიერად მიჭირავს. თუ ორგაზმი გამოვიდა, კუნთებიც კი მიშეშდება“ - თამარ
- „ მხედველობა ბინდდება და ვგრძნობ, თუ როგორ მსუბუქდება სხეული, ლიტორის არეში აღუწერელი და საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნება მეუფლება - ნინა