თუ ჯერ კიდევ არ იცი, გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს: კლიტორი - ეს არ არის მცირე სამკუთხედი, რომელიც გარედან ჩანს, არამედ რკალის ფორმის ორგანოა, რომლის სიგრძეც შეიძლება 13 სანტიმეტრსაც აღწევდეს! კვლევების თანახმად, ქალების თითქმის ¾-ს ორგაზმის განცდა მხოლოდ კლიტორის სტიმულაციის შემდეგ შეუძლია და ეს არის საბაბი, რომ მეტი რამ გაიგოთ მის შესახებ.
- ის საშუალო პენისის ზომისაა
როგორც უკვე ითქვა, კლიტორი შეიძლება იყოს 13-სანტიმეტრიანი, რაც საკმაოდ შედარებადია მამაკაცის ღირსების ზომებთან. ახლა ვეღარ დააიგნორებთ მას!
- ზომას არ აქვს მნიშვნელობა
დიდი კლიტორი არ იძლევა უპირატესობებს მგრძნობელობაში ან რეაქციების მრავალფეროვნებაში, ამიტომაც მისი ზომის ცოდნას არ აქვს აზრი .
- ის დიდდება აღგზნებისას
კი, ოღონდ ეს შეუმჩნეველია გარედან. ეფექტი უფრო დიდია უშუალო სტიმულაციისას, ნაკლები- ჩვეულებრივი სექსის დროს.
- მისი სტიმულირება შიგნიდანაც შეიძლება
არაპირდაპირი სტიმულაცია ხდება სექსის დროს, ამიტომ კლიტორულ ორგაზმს ხშირად ურევენ ვაგინალურთან.
- G წერტილი შეიძლება იყოს კლიტორის ნაწილი
ერთ კვლევაში ისწავლებოდა, თუ როგორ რეაგირებს ვაგინა მასში პენისის შეღწევაზე. აღმოჩნდა, რომ ის თითქოს ცდილობს დაეხმაროს პენისს უფრო მალე მივიდეს კლიტორამდე!
- ყველას სჭირდება სხვადასხვა სტიმულაცია
ახლა იყიდება ბევრი სათამაშო, რომელსაც შეუძლია კლიტორის სტიმულაცია და შეიძლება შეარჩიო ვარიანტი, რომელიც კონკრეტულად შენ გამოგადგება.