რეგულარულად და სიამოვნებით: 4 მნიშვნელოვანი კითხვა სექსის სიხშირის შესახებ

რეგულარულად და სიამოვნებით: 4 მნიშვნელოვანი კითხვა სექსის სიხშირის შესახებ

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კმაყოფილი ხარ შენი სექსუალური ცხოვრებით - ყოველთვის საინტერესოა იმის გაგება, სხვებს როგორ აქვთ! შენი მეგობრები უფრო ხშირად არიან სექსით დაკავებულნი? ექსპერიმენტებს ატარებენ? იმის გარკვევა, თუ რა არის ნორმალური ინტიმური ცხოვრებისთვის რთულია, რადგან ყველას თავისებურად ესმის ეს. აი რაზე უნდა იფიქროთ, როდესაც ხანგრძლივ ურთიერთობებში რეგულარულ სექსზეა საუბარი.

რატომ ხდება ხოლმე შესვენებები?

პატარა ბავშვები, რთული სამუშაო, სტრესი, ჯანმრთელობის და ძილის პრობლემები, წამლების მიღება - ყველაფერი ეს შეიძლება ლიბიდოზე  მოქმედებდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ აღარ უნდა დაკავდეთ სექსით!

რეგულარული ინტიმის პლიუსები

რეგულარული სექსი ურთიერთობებისთვის სასარგებლოა. ეს დიდი ხნის წინ დამტკიცდა. ერთმანეთისთვის უფრო ახლო ხდებით, თავს სასურველად გრძნობთ, ერთმანეთს სიამოვნებას ანიჭებთ. ამას გარდა, სექსი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

ის ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს ძილს, სურვილების და ფანტაზიების (არა მხოლოდ საწოლში) განხილვის შესაძლებლობას იძლევა.

 

რამდენად ხშირად უნდა დაკავდეთ სექსით?

 

ასეთი წესი არ არსებობს. ყველაფერი ორივე პარტნიორის მოთხოვნილებებსა და ლიბიდოზე, მოთმინების და მოლაპარაკების უნარზე არის დამოკიდებული.

ბევრ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია ხარისხი, ვიდრე რაოდენობა. თითოეულ წყვილს ჯანსაღი სექსუალური ცხოვრების საკუთარი ვერსია აქვს, და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, თქვენს შემთხვევაში რა იმუშავებს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 26-55 წლის ასაკის წყვილები სექსით საშუალოდ კვირაში  ერთხელ არიან დაკავებულნი. საინტერესოა, რომ მათ, ვინც ამას ხშირად აკეთებს, კვლევაში ბედნიერების უფრო მაღალი დონე არ აჩვენეს. ხოლო მათ, ვინც იშვიათად არის დაკავებული, ჩვეულებრივ, პარტნიორის მიმართ პრეტენზიები აქვთ.

თუმცა, სტატისტიკაც არ არის საყოველთაო წესი. თუ კარგი ურთიერთობა გაქვთ და მოილაპარაკეთ იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად გაატარებთ დროს საწოლში, ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა. თანაც, სექსი არ არის მხოლოდ ვაგინალური შეღწევა- ყველა ინტიმური მომენტია მნიშვნელოვანი, მათ შორის შეხება და კოცნები.

როდის უნდა დაიწყოთ იმაზე ნერვიულობა, რომ ცოტა სექსი გაქვთ?

თუ შენ და შენს პარტნიორს აღარ გინდათ სექსი და ის აღარ გადარდებთ - ნიშნავს, რომ ურთიერთობებში რაღაც შეიცვალა. განსაკუთრებით, თუ ყურადღების მცირე ნიშნებიც გაქრა და აღარ გახსოვს, ბოლოს ერთმანეთს როდის აკოცეთ.

თავდაპირველად, ეს უნდა განიხილოთ. თუ საუბარი არ გამოგივიდათ - შეგიძლიათ ერთად მიხვიდეთ თერაპიაზე, რომ გაიგოთ, შემდეგ რა მოიმოქმედოთ.

არ უკუაგდო ჯანმრთელობის პრობლემები ან სტრესი. მნიშვნელოვანია, რომ გაიგო, ხომ არ იმყოფება ერთ-ერთი თქვენგანი დეპრესიულ მდგომარეობაში და ხომ არ არის საჭირო ექიმების დახმარება.

სწორედ ამიტომ სხვებისთვის შეკითხვას აზრი არ აქვს - ყველაფერი ინდივიდუალურია. თუ მეგობრები ყოველდღე არიან სექსით დაკავებულნი, თქვენთვის კი თვეში ერთხელ საკმარისია, ეს ნიშნავს, რომ მათთვისაც და თქვენთვისაც ყველაფერი კარგადაა!

 

გაუზიარე მეგობრებს