ლუბრიკანტი- შესანიშნავი სექსის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მას შეუძლია შიგნით მოძრაობებისგან დისკომფორტის შემცირება, ასევე დახმარება, თუ პრეზერვატივი გაშრა,- მოკლედ, უამრავი ვარიანტია! აი რამდენიმე მათგანი, ასევე საინტერესო ფაქტები ლუბრიკანტის შესახებ.
ჩვეულებრივ მას წყლისგან, ზეთისგან, ნავთობპროდუქტებისა ან სილიკონისგან ამზადებენ. წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი, ალბათ, ოპტიმალური არჩევანია: მისი გამოყენება შეიძლება პრეზერვატივებთან ერთად და მისი ჩამობანაც მარტივია. მაგალითად, ინფექციის დაჭერა უფრო მარტივია სილიკონის ლუბრიკანტით, რომელიც წყლით არ შორდება. თუ რძიანა გაქვს, ჯობია წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი აირჩიო გლიცერინის დამატებით, რომელიც სოკოს გამრავლების საშუალებას არ მისცემს.
ახლა კი გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ ახალი ნაყიდი ლუბრიკანტი (შეამოწმე ვარგისიანობის ვადა):
- თვითდაკმაყოფილებისთვის
თვითდაკმაყოფილების გაუმჯობესება ლუბრიკანტითაც შეიძლება. თუ ხელებზე მშრალი კანი გაქვს, შეგიძლია არ გამოიყენო ლოსიონები, რომლებიც საშოსთვის უსიამოვნო შენაერთებს შეიძლება შეიცავდეს. უბრალოდ ლუბრიკანტის ერთი წვეთი დაიდე შუა თითზე.
- თვითდაკმაყოფილებისთვის ვიბრატორით
წარმოიდგინე, როგორ პულსირებს, როდესაც შენს მგრძნობიარე წერტილებს ეხება. ახლა კი დაუმატე ამას ნაზი სრიალი კლიტორზე და მის ირგვლივ, მსგავსი შეგრძნებებია, მაგრამ უფრო ძლიერი. ფრთხილად იყავი: თუ სათამაშო სილიკონისგან არის გაკეთებული, წყალზე დამზადებული ლუბრიკანტი დაგჭირდება, სხვა შემთხვევაში მან შეიძლება ხელსაწყოს რბილი ზედაპირი გააფუჭოს.
- ვაგინალური სექსითვის (ცხადია!)
აქ რამის არასწორად გაკეთება შეუძლებელია. შეგიძლიათ წაისვათ ლუბრიკანტი სხეულზე, პენისზე, პრეზერვატივზე. თუ ის ზედმეტად ბევრია, ქაღალდის ხელსახოცით მოიშორეთ.
- პრეზერვატივის შიგნით
ბევრი კაცი ჩივის, რომ პრეზერვატივი შეგრძნებებს აუარესებს. თუ შიგნით ოდნავ ლუბრიკანტს დაუმატებთ, ბევრად სასიამოვნო იქნება. უბრალოდ , ბევრი არ მოგივიდეთ: ერთ-ორი წვეთი საკმარისია.
- ანალური სექსითვის (რა თქმა უნდა!)
ანუსში, ვაგინისგან განსხვავებით, ბუნებრივი წასაცხები ნივთიერება არ არსებობს. ამიტომაც უმეტეს შემთხვევაში ლუბრიკანტი დაგჭრდება.
- ორალური სექსითვის
შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს სრული სიმართლეა! ქალები ხშირად იყენებენ ნერწყვს, მაგრამ ის გამოუსადეგარია წასაცხებად. არ მოგწონთ გემო? აიღეთ სურნელოვანი ლუბრიკანტი!
- ინტიმური მასაჟისთვის
ყველა კარგი ხარისხის ლუბრიკანტი უსაფრთხოა კანისთვის, ასე რომ მათი გამოყენება არა მხოლოდ სექსისთვის შეიძლება. ასევე, წაცხება ზურგზე ან სხეულის სხვა ნაწილებზე.