კარგი კოცნა - ეს არის ფიზიკური ურთიერთქმედება, როგორც სექსი, მაგრამ უფრო რომანტიული.
„მე ვარ კოცნის თაყვანისმცემელი. არც ერთი სხვა აქტი არ არის ასეთი ინტიმური. მსუბუქი შეწოვა, ტუჩების თხლაშუნი, მოთამაშე კბენა, ენით ღრმა შეღწევა - კარგი კოცნა ჰგავს ჯაზს, მელოდიების იმპროვიზაციას, კეკლუც სტაკატოს და ვნებიან ბობოქარ კრეშენდოს.
კარგი კოცნა - არის ფიზიკური ურთიერთქმედება, როგორც სექსი, მაგრამ უფრო ეროტიული.
კოცნასთან ჩემი პირველი ურთიერთობა ცუდად დამთავრდა. მარიამი და მე 14 წლის ვიყავით და მეორედ შევხვდით. როდესაც სახლამდე მივაცილე, ჩვენ გავჩერდით, მან დახარა თავი, მიადო ღია ტუჩები ჩემსას და ნერწყვის და ჰაერის შეწოვის შერწყმის გამოყენებით, მოაწყო ჰაეროვანი შეწოვა და ამ დროს შემოვიდა ჩემს პირში ენით.
მე წარმოვიდგინე გველთევზა ან წყლის გველი, ან, შესაძლოა, ჭია და თითქოს რაღაც გამეჩხირა ყელში. მე ვცადე მისი ენის გაჩერება, მაგრამ ის ქაოტურად ატრიალებდა მას. სუნთქვა არ შემეძლო.
მერე მე რეფლექტორულად დავხურე მისი პირი ხელით... 14 წლის ასაკში გამოცუდელობა დასაშვებია...
მარიამმა არ იცოდა კოცნის მთავარი წესი: საუბარი.
არაფერია ცუდი ენების კოცნაში, მაგრამ, თუ თქვენმა პარტნიორმა ეს არ გთხოვათ, მაშინ უფრო შეგაშინეთ, ვიდრე აღგაგზნებთ. მე არც დამირეკავს მარიამისთვის, რომ დავშორებოდი, რადგან ვფიქრობდი, რომ მან გაიგო ხელით მისი პირის დახურვა რას მიანიშნებდა.
მე ბევრი შთაგონება მივიღე ჩემი პირველი შეყვარებული კრისტინასგან, რომელიც კოცნას ეხება. ჩვენი პირველი კოცნა იყო ჩემთვის აღმოჩენა. მე ძალიან ვნერვიულობდი, როდესაც მივუახლოვდით მის კარებს და ეჭვი მეპარებოდა, რომ საერთოდ უნდა მეკოცნა თუ არა.
მან პირველმა გადადგა ნაბიჯი. მან აიღო ჩემი ხელები, დაიდო ზურგს უკან, თითის წვერებზე დადგა და მიადო თავისი ქვედა ტუჩი ჩემსას და ჩემი ზედა ტუჩი მის ტუჩებს შორის მოიქცია.
მერე ყველაფერი დამთავრდა და ერთმანეთს ღამე მშვიდობისა ვუსურვეთ. ამის შემდეგ მე დღეების განმავლობაში ვატრიალებდი გონებაში ჩვენს კოცნას. სიამაყით ვივსებოდი, რომ არ შევრცხვი და კაცივით ვმოქმედებდი, ფაქტობრივად, პირველმა ვაკოცე.
შესანიშნავი კოცნა თავს დიდებულად გვაგრძნობინებს.
ხოლო უფრო ვნებიანი კოცნა ეკუთვნის ჩემს დღევანდელ შეყვარებულს, ქეთის. როდესაც პირველად შევხვდით, მას არ უყვარდა კოცნა. ის ფიქრობდა, რომ ეს უსარგებლო, მოსაბეზრებელი საქმეა და რაღაცით ჩემს თავს მაგონებდა წარუმატებელ პერიოდში.
მაგრამ, ჩემმა მოთმინებამ, ზედმიწევნით შესწავლამ და ხშირმა პრაქტიკამ თავისი შედეგები გამოიღო. ის ყოველთვის მიბრუნებდა კოცნას კბენით და ტკბებოდა ფლირტით.
ცოტა ხნის შემდეგ კოცნები გახდა უფრო ხანგრძლივი. საბოლოოდ, ის გახდა კოცნის თაყვანისმცემელი ისევე, როგორც მე“.