ქორწინება სექსის გარეშე: დარჩეთ თუ წახვიდეთ?

ქორწინება სექსის გარეშე: დარჩეთ თუ წახვიდეთ?

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

როგორც წესი, ინტიმურ ცხოვრებაში ადამიანებს  ერთმანეთთან დისჰარმონია არ აშორებს . უფრო ღრმად უნდა განვიხილოთ ეს საკითხი...

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ბევრ წყვილს აქვს - ტემპერამენტების სხვაობაა. ყველანი განსხვავებული ვართ და თითოეულ ადამიანს თავისი წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, თუ რამდენად ხშირად უნდა ჰქონდეს სექსი. ვიღაცისთვის ნორმალური ტემპი  კვირაში ერთხელ იქნება, ხოლო ვიღაცისთვის ყოველდღეც ცოტაა. ეს ნორმალურია და შეყვარებული ადამიანები, როგორც წესი, ამ საკითხში ჰარმონიას აღწევენ.

სხვა საქმეა, როდესაც პარტნიორი სიახლოვეს საერთოდ არიდებს თავს . ამას უწოდებენ ქორწინებას სექსის გარეშე - ანუ როდესაც წყვილს წელიწადში 10-ჯერ უფრო ნაკლები აქვს, რაც პრობლემაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ-ერთი პარტნიორი ნამდვილად უკამყოფილო იქნება, და კანონზომიერი კითხვა ჩნდება: „დავრჩე თუ წავიდე?“

უნდა დაშორდეთ თუ არა, თუ ქორწინებაში ინტიმური ურთიერთობები არ არსებობს?

კიდევ ერთხელ: ყველანი განსხვავებული ვართ. ვიღაცას ვერ წარმოუდგენია ცხოვრება სექსის გარეშე და ვიღაც ასეთ სიტუაციას შეეგუება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია ეს თითოეული პარტნიორისთვის და რამდენად ძლიერ უნდათ მათ ამ პრობლემის ერთად გადაჭრა. მაგალითად, ზოგიერთი წყვილი იშვიათად ან არასდროს არის ახლოს და მათ ეს სავსებით აწყობთ.

არ არსებობს სექსუალური სურვილის ან აქტიურობის „ნორმალური“ ან „ ჯანსაღი“ დონე, ამიტომაც, თუ არსებული სიტუაცია კაცს და ქალს აწყობს, მღელვარების მიზეზი არ არსებობს. თუ კი ურთიერთობებში თუნდაც ერთი ადამიანი უკმაყოფილია სექსის არარსებობით, გარდაუვალად დადგება ის მომენტი, როდესაც ის დაშორებაზე დაფიქრდება. სწორედ აქ არ უნდა იჩქაროთ, რადგანაც ყველაფერი ჯერ არ არის დაკარგული: შეიძლება რამდენიმე რამ გააკეთოთ, რაც ქორწინებას გადაარჩენს.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ფიზიკური სიახლოვის არარსებობის მიზეზი გაითვალისწინოთ. იმიტომ რომ დიდი განსხვავება არსებობს იმ სიტუაციებს შორის, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი ავად გახდა, ინვალიდია ან რომელიმე სხვა მიზეზის გამო ვერ ინარჩუნებს ინტიმურ ურთიერთობებს ან მას უბრალოდ არ უნდა სექსით დაკავება.

არ არის საიდუმლო, რომ წლების განმავლობაში სიყვარული და სიახლოვე უფრო მშვიდი ხდება. შესაძლოა, არ ხართ კმაყოფილი, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს იმ დროს ადარებთ, როდესაც ერთად ცხოვრება დაიწყეთ. ან, შესაძლოა, თავად სიახლოვის განსაზღვრებას უნდა გადახედოთ - ეს ხომ თავად ფიზიკური სიახლოვის ფაქტი არ არის. სიყვარულით დაკავება ბევრ სხვა ფორმასაც გულისხმობს, რომლებიც ორივე პარტნიორს სიხარულს ანიჭებს. საუბარია იმაზე, რომ როგორც ახალგაზრდობაში იყო, ასე აღარ იქნება და თქვენი მოლოდინები უნდა შეცვალოთ. ეს საწყენია, მაგრამ ცხოვრება ასეთია. მით უმეტეს ის, რაც დროთა განმავლობაში იკარგება, შეგიძლიათ არანაკლებ ამაღელვებელი და შესანიშნავი განცდებით შეცვალოთ.

ასევე ამ საკითხის მნიშვნელოვანი ასპექტი: როგორ არის დაკავშირებული ინტიმური სიახლოვის არარსებობა თქვენ შორის არსებულ სხვა პრობლემებთან. შეიძლება, ერთმანეთს მხარს უჭერდეთ და გაგებით ეპყრობოდეთ, ან შეიძლება, ერთმანეთს აკრიტიკებდეთ, უკმაყოფილებას გამოთქვამდეთ,  თითოეული მოსახერხებელი შემთხვევისას. პირველ შემთხვევაში , ქორწინებისთვის საფრთხე არ არსებობს, ხოლო მეორე შემთხვევაში - განქორწინება მხოლოდ დროის საკითხია.

რა არის გამოსავალი? სანამ განქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეცადეთ, ერთად გადაწყვიტოთ ქორწინებაში არსებული სხვა პრობლემები, რომლებიც სექსთან არ არის დაკავშირებული და მაშინ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ უთანხმოებების მიზეზი სულაც არ იყო ფიზიკური კავშირის არარსებობა. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით დალაგდება ურთიერთობები და საძინებელშიც პოზიტიური ცვლილებები მოხდება.

დავრჩეთ თუ წავიდეთ - საკითხავი აი ეს არის...

უნდა განქორწინდეთ შემდეგ შემთხვევებში:

  1. თქვენი პარტნიორი კატეგორიულ უარს ამბობს პრობლემის ერთად გადაჭრაზე

ინტიმური ურთიერთობების მოგვარება შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ორივე პარტნიორის სურვილი და მზაობაა აუცილებელი. პირველ რიგში, პრობლემა უნდა გაახმოვანოთ, მის შესახებ ისაუბროთ და ერთად იფიქროთ იმაზე, თუ რომელი ვარიანტი აწყობს მეუღლეს. თუ კი განქორწინება გადაწყვიტეთ, მაინც ჯობია, რომ პარტნიორს გულწრფელად დაელაპარაკოთ, სანამ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინებთ. უთხარით, რას გრძნობთ, განიხილეთ, რა გიშლით ხელს და როგორ შეიძლება ამის გადალახვა. გადაწყვეტილება ყოველთვის არსებობს, ამისთვის კი „მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა“ არის საჭირო.

სხვათა შორის, არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა იმასთან დაკავშირებით, რომ პარტნიორს დათმობა არ სურს. მანამდე დარწმუნდით, რომ თქვენი მხრიდან ყველაფერი შესაძლებელი გააკეთეთ . მაგალითად, თუ თქვენს პარტნიორს დაბალი ლიბიდო აქვს, უნდა ეცადოთ ნახოთ ის, რაც მოსწონს მას, ის, რაც ფიზიკური სიამოვნების აღმოჩენაში დაეხმარება. ნუ ხართ ზედმეტად სერიოზული და კატეგორიული: სექსის მიმართ ისეთი დამოკიდებულება იქონიეთ, როგორც თამაშის მიმართ. ეს შეჯიბრი და მწვერვალების დაპყრობა არ არის. არანაირი რეკორდი და არანაირი შედარება!

და მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა გზას და ვარიანტს ცდით, რომ საყვარელ ადამიანთან დაახლოვდეთ, ხოლო პასუხად არაფერს მიიღებთ, შეგიძლიათ დაშორებაზე დაფიქრდეთ. არ დააბრალოთ ერთმანეთს - უბრალოდ მიიღეთ ის ფაქტი, რომ ასეა საჭირო.

  1. პრობლემები ურთიერთობებში იმდენად სერიოზულია, რომ სიახლოვის არარსებობა მათთან შედარებით არაფერია

ინტიმური ურთიერთობების არარსებობა შეიძლება  სხვა სერიოზული პრობლემების შედეგი ან ნიშანი იყოს. სწორედ ისინი ანადგურებენ ქორწინებას. მით უმეტეს, თუ ერთ-ერთ პარტნიორს მაინც არ აქვს ურთიერთობებზე მუშაობის არც სურვილი, არც ძალა.

მაგალითად, თქვენს ურთიერთობებში უკვე დიდი ხანია, რაც დამკვიდრდა ტოქსიკურობა, მუდმივი კრიტიკა და დადანაშაულება ან ფიზიკური ძალადობა. ყველაფერი ეს გარდაუვალად იწვევს იმას, რომ სექსი კატორღას ემსგავსება. ასევე თქვენს ინტიმურ ცხოვრებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს უთანხმოებები ფულთან ან ბავშების აღზრდასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, ამ ქორწინებას ვეღარ გადაარჩენთ. თუ ერთ-ერთი პარტნიორი მეორეს ჩაგრავს, ღალატობს ან ძალიან სასტიკიავ- კავშირს მომავალი არ აქვს. როგორც ხედავთ, ბევრ შემთხვევაში პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალოდ მეუღლეების ტემპერამენტების შეუთავსებადობა. თუ არ გადაჭრით იმას, რაც წლების განმავლობაში გროვდებოდა და ქორწინებას წამლავდა, მას ვეღარ გადაარჩენთ. გამოსავალი ერთია: დამშვიდობება.

  1. ამ სფეროში თქვენი სურვილები და ინტერესები იმდენად განსხვავებულია, რომ ფიზიკური სიახლოვით სიამოვნების მიღება უბრალოდ შეუძლებელია

ზოგჯერ წყვილებს „ეროტიული კონფლიქტი“ უჩნდებათ ხოლმე. თითოეულ ადამიანს აქვს ის, რაც მას აღაგზნებს. ისევე, როგორც თითოეულს გარკვეული წარმოდგენები აქვს იმის შესახებ, თუ როგორი სიახლოვე სჭირდება და ვისთან. მაგალითად, ერთ-ერთ პარტნიორს იმდენად უცნაური და გარყვნილი ფანტაზიები აქვს, რომ მეორეს ამის  ეშინია. ასევე, ადამიანის არატრადიციულმა სექსუალურმა ორიენტაციამ ჰარმონიის დამყარებას შეიძლება ხელი შეუშალოს .

თერაპიის დროს მე ვცდილობ, დავეხმარო წყვილებს „შეხების წერტილების“ მოძებნაში, მაგრამ, ვაღიარებ, ეს ყველას არ გამოდის. ზოგიერთი წყვილი არსებულ პრობლემას თვითდაკმაყოფილებით აგვარებს. როდესაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ და დათმობისთვის მზად არიან - ყველა გზა შედეგიანია. მთავარია, რომ მათ ეს აწყობდეთ. მაგრამ თუ მსგავსი ვარიანტები მიუღებელია, შეიძლება დაშორება გადაწყვიტოთ სექსუალური შეუთავსებადობის გამო. დიახ, ეს ხდება ხოლმე და ამაში არავისი ბრალი არ არის. კიდევ ერთხელ: ყველანი განსხვავებული ვართ.

შეიძლება თუ არა ასეთი ქორწინების გადარჩენა?

დიახ. თუ თქვენი პარტნიორი გიყვართ და თქვენს ურთიერთობებს აფასებთ, ყოველთვის ნახავთ ფიზიკური სიახლოვის არარსებობის პრობლემის გადაჭრის გზას. მაგრამ ამისთვის უნდა იშრომოთ. თუმცა, ეს  არა მხოლოდ სიახლოვეს ეხება - ცხოვრებაში არაფერი მოგვეცემა ასე უბრალოდ, მსუბუქად და უზრუნველად.

საქმე ისაა, რომ სოციუმი, მედიის, ფილმების და წიგნების დახმარებით, თავს გვახვევს აზრს იმის შესახებ, რომ სიახლოვე ძალიან მარტივი და ბუნებრივია და თუ საძინებელში პრობლემები ჩნდება - ნიშნავს, რომ ურთიერთობებში ყველაფერი წესრიგში არ არის. სიმართლე ისაა, რომ ინტიმურ სფეროში არსებული პრობლემები, ურთიერთობების რომელიმე მომენტში, თითქმის ყველა წყვილს უჩნდება. ეს ნორმალურია და ამის არ უნდა შეგეშინდეთ.  მით უმეტეს მაშინვე განქორწინებაზე არ უნდა იფიქროთ. ყოველთვის შეიძლება პრობლემების განხილვა, გონივრული ალტერნატივის მოფიქრება და ა.შ.

ფიზიკური სიახლოვის არარსებობა, როგორც წესი, არ ნიშნავს, რომ სიყვარული დაუბრუნებლად წავიდა, და მხოლოდ ერთი გამოსავალი დარჩა - განქორწინება. საქმე ისაა, რომ სექსუალურ ლტოლვას განვითარებას თავისი სტადიები აქვს, განსაკუთრებით, როდესაც ადამიანები ერთად დიდხანს ცხოვრობენ. ჩვენი სურვილები და გემოვნება წლების განმავლობაში იცვლება და ეს ნორმალურია. სხვათა შორის, არა მხოლოდ ეს - მთელი ჩვენი ცხოვრებაც იცვლება.

თუ ქორწინების შენარჩუნება და ცხოვრების ფიზიკური ასპექტით სიამოვნება გსურთ, მზად იყავით იმისთვის, რომ ამაზე უნდა იმუშაოთ. თანაც- ორივე პარტნიორმა თანაბრად. თუ მეუღლე გრძნობს, რომ ის ოჯახისთვის ბრძოლაში მარტო არ არის, მაშინ, როგორი რთული პრობლემებიც არ უნდა იყოს ინტიმურ სფეროში - გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება.

თუმცა, ზოგჯერ განსხვავებები იმდენად დაუძლეველია, რომ ეს ნამდვილად არის დაშორების საბაბი . მაგრამ, ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია. თუ ქორწინების შენარჩუნება გსურთ, ურთიერთობებზე უნდა იმუშაოთ.

გაუზიარე მეგობრებს