თუ შენ არ გინდა სექსი, ეს ნორმად ითვლება, მაგრამ თუ კაცი ამბობს უარს, ეს უცნაურია! აი რამდენიმე საკმაოდ სერიოზული მიზეზი, რატომ ხდება ასე.
- ის ძალიან ბევრს მუშაობს
თუ ის ნამდვილად არის თავით ჩაძირული სამუშაოში, შეიძლება არც ჰქონდეს სხვა რამით დაკავების სურვილი. ამ შემთხვევაში ჯობია დაელაპარაკო მას და გადაწყვიტოთ , რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი.
- მას დაქვეითებული ტესტოსტერონი აქვს
სექსში ჰორმონის დონე მცირდება 0,4-2%-ით 30 წლის შემდეგ, კაცების დაახლოებით 13% კი მთელი ცხოვრება იტანჯება დაბალი ტესტოსტერონისგან. მცირე ლიბიდოს გარდა, სიმპტომები მოიცავს ენერგიის და განწყობის არარსებობას, კუნთოვანი მასის დაკარგვას და ერექციულ დისფუნქციასაც.
- მას მენოპაუზა აქვს
რა?! სიტუაცია, რომელსაც უწოდებენ ანდროპაუზას, მჭიდროდ დაკავშირებულია ტესტოსტერონის შემცირებასთან. საბედნიეროდ, ის ხშირ შემთხვევაში, მიმდინარეობს გართულებების გარეშე.
- მას შეიძლება ძალიან უყვარს პორნოგრაფია
ამ შემთხვევაში რეალურ სიამოვნებამდე ზოგჯერ საქმე ვერც მიდის. სექსის დაბრუნების საუკეთესო გზა- პარტნიორის ყურადღების გადატანაა ეკრანის სურათებისგან.
- მას შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემები
დაბალი ლიბიდო შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა გართულებებითაც. ამიტომ, ჯობია ანალიზების ჩაბარება და ექიმთან მისვლა.
- მას ჭარბი წონა აქვს
დაბალ ფიზიკურ აქტიურობას და ჭარბ წონას მიჰყავს სექსუალური დისფუნქციისკენ ქალების 43% და კაცების 31%.
- მას არ უნდა შენთან სექსი
ეს ხდება სხვადასხვა მიზეზით. ალბათ, დაგეხმარებათ უფრო ხშირი ჩახუტებები და კოცნები.