დიდი პენისი - გამოყენების ინსტრუქცია

დიდი პენისი - გამოყენების ინსტრუქცია

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

„Wow!“- მხოლოდ ამის თქმა შეგიძლია იმის დანახვისას, თუ როგორ გულუხვად დაასაჩუქრა ბუნებამ შენი შეყვარებული? მაშინ უნდა იცოდე ეს რამდენიმე საიდუმლო, რათა მიიღო სიტუაციიდან სიამოვნების მაქსიმუმი და უსიამოვნებების მინიმუმი.

 

  1. ეჭვი გეპარება? გააფრთხილე! თუ ფიქრობ, რომ მისი პარამეტრები შენთვის ზედმეტად დიდია, გაუზიარე შენი ეჭვები პარტნიორს, რათა მან ეს გაითვალისწინოს და უკეთ მოგამზადოს/ფრთხილად იმოქმედოს.
  2. პრელუდია და კიდევ ერთხელ პრელუდია. შენ ხომ იცი, როგორ ძლიერ არის შენი საშოს ელასტიურობა, დატენიანება, სიგრძე და სიგანე დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ძლიერ ხარ აღგზნებული. ამიტომ არ იჩქარო გადახვიდე „მთავარ კერძზე“, დაუთმე მეტი დრო წინასწარ ალერსს.
  3. შეხედე ქალის კალენდრას. ზოგიერთი ქალი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ღრმა შეღწევის მიმართ პრემენსტრუალური სინდრომის ან თვიურის პერიოდში. ამ დროს შენ შეიძლება დაგჭირდეს უფრო ხანგრძლივი პრელუდია.
  4. გოგონას საუკეთესო მეგობრები ლუბრიკანტებია. განსაკუთრებით თუ მის პარტნიორს აქვს ის, რითიც შეუძლია იტრაბახოს, ინტიმური ანატომიის კუთხით.
  5. ზემოთ დააჯექი! თუ კაცი გატაცებულია, დაავიწყდა და ზედმეტად ღრმად შევიდა, მიიღე ცხენოსნის პოზა- მასში შენ უკეთ გააკონტროლებ პროცესს.
  6. შეცვალე „დოგგი-სტაილ“ პოზა. ჩვეულებრივ, „ძაღლური“ პოზა აძლევს შენში უფრო ღრმად შესვლის საშუალებას. თუ შენ არ გინდა მასზე უარის თქმა, სცადე ასეთი ხრიკი: იმის მაგივრად, რომ ოთხზე დადგეთ, მოუჭირე ფეხებს და დაწექი მუცელზე. შენი დუნდულები გახდება ის ბუფერი, რომელიც არ მისცემს პარტნიორს მთელი სიგრძით შესვლის საშუალებას.
  7. იმავე ეფექტის მიღწევა შეიძლება კოვზების პოზაში, როდესაც ორივე წევხართ გვერდულად, ის- შენს ზურგს უკან. შეღწევის კუთხე არ მისცემს მას ბოლომდე შესვლის საშუალებას.
  8. მისიონერულ პოზაში გამოწიე ფეხები, და თუ შენი სხეულის აღნაგობა გაძლევს საშუალებას, ისე დაალაგე, რომ შენი ფეხები აღმოჩნდეს მის ფეხებს შორის, და არა პირიქით. პირველ რიგში, შენი საშო იქნება უფრო გრძელი, მეორე რიგში, შენ ყველაფერი კონტროლქვეშ გექნება: შენ შეძლებ მუხლების მოჭერას და პარტნიორის მოძრაობების მართვას.
  9. თუ მამაკაცი თავს არასრულყოფილად დაკმაყოფილებულად გრძნობს თავს იმის გამო, რომ შენ არ აძლევ ბოლომდე შესვლის საშუალებას და თუ გეშინია, რომ დაავიწყდება და გატკენს, გამოსავალი არსებობს. გამოიყენე სპეციალური სათამაშოები. ზოგიერთი მათგანი შემუშავებულია სწორედ ასეთი შემთხვევისთვის. მაგალითად, ბეჭდები და ხვეულები, რომლებიც იცმევა პენისის ფუძეზე და, ერთი მხრივ, ხელს უშლის ბოლომდე შეღწევას, მეორე მხრივ - კაცს არ უტოვებს რაიმე დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას.

 

გაუზიარე მეგობრებს