ფემინიზმის პოზიციების გაძლიერებამ თითქოს დაამტკიცა აზრი, რომ კაცები უთმობენ ძლიერ ქალებს. რატომ კრძალავს საზოგადოება სექსუალური გატაცების განცდას, აწვება თუ არა კაცებს გენდერული სტერეოტიპები და როგორ გამოხვიდე დიალოგის და პატივისცემის გზაზე სხვის საზღვრებთან - არკვევს ნინო ლომიძე
მშვენიერ ახალ სამყაროში თანდათან უკან იპყრობენ უფლებას სექსუალურ სუბიექტურობასა და სურველების აშკარა გამოვლინებაზე. თითქოს ჩანს, ჩვენ ახლოს ვართ სამოთხესთან, კაცების სექსუალურობა ხომ პირდაპირ ებმება იმას, რომ ქალს უნდა და იღებს სიამოვნებას. თუმცა კვლევა, რომელიც გამოქვეყნებულია ევროპული სოციალური ფსიქოლოგიის ჟურნალში, აჩვენებს, რომ კაცები განიცდიან მღელვარებას, თუ ქალები ღიად გამოხატავენ სექსუალურ ინტერესს.
რატომ არის ასე?
„კაცებს ეშინიათ ქალების სექსუალურობის - წერს ერთ-ერთი ავტორი, ფსიქოლოგი. ქალები განიცდიან სოციალურ წნეხს, იყვნენ სექსუალურები და მიმზიდველები ამa თუ იმ ხერხით. მეორე მხრივ, თუ ქალები აჩვენებენ ამას ძალიან ღიად ან ძალიან ადრე, ეს აშინებს კაცებს. ქალებისთვის რთულია ბალანსის ნახვა ამ შეზღუდვებს შორის“.
ისტორიაში ჭარბადაა მაგალითები და ლეგენდები, რომლებშიც აღვირახსნილი ქალები ითვლებოდნენ საფრთხედ სოციალური წესრიგისთვის დაწყებული მენადებით, რომლებმაც დაგლიჯეს ორფეუსი, დამთავრებული ჯადოქრების დაწვით. მე-19 საუკუნე თავის დამოკიდებულებას აწყობდა ქალური სექსუალურობის მიმართ, სოციალური კლასებიდან გამომდინარე. წესიერი საშუალო კლასის ქალები უნდა ყოფილიყვნენ სიქველის მაგალითები (კაცებისგან განსხვავებით) და უარი ეთქვათ ცხოველურ საწყისზე მათში, იმ დროს, როცა უბრალო ქალები ითვლებოდნენ უფრო „ფიზიკურად ხელმისაწვდომი“. ეს ეხმარებოდა, კერძოდ, პროსტიტუციის ფენომენის გამართლებაში- „უბრალო“ ქალების გარდაუვალი სიბოროტე, რომლებთანაც კაცებს შეეძლოთ განეხორციელებინათ თავისი დაბალი მოწოდებები, თავისი კლასის ქალების სიქველის შეუბღალავად. ეს ვიქტორიანული ილუზია ქალების შესახებ ყოფდა ყველა ქალს „პატიოსან“ და „ზნედაცემულ“ ქალებად, პირველისგან ითხოვდა რა თავშეკავებას და სიქველეს.
„ზნედაცემულობას“, ან ვნებისადმი დამორჩილებას, თან მოჰქონდა ქალებისთვის როგორც არასასურველი ორსულობის და ავადმყოფობის რისკები, ასევე საზოგადოების მიერ უკუგდება, რეპუტაციის დაკარგვა. ვნება და გრძნობები იყო ტაბუირებული და ითვლებოდა რაღაც არაქალურად, იმ დროს როცა სიცივე იყო თავმდაბლობის, აღზრდის და სიწმინდის ნიშანი, რომლისთვისაც ჯილდო იყო დაცვა და მფარველობა. გამოცდილების, სექსუალური მადის ან ამ თვალსაზრისით სურვილის ჩვენება იყო სარისკო ქცევა. არ არის გასაკვირი, რომ ქალები არა მარტო არ ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ რა უნდოდათ, არამედ არც აღიარებდნენ საკუთარ სურვილებს საერთოდ.
ფსიქიატრიული დიაგნოზი „ნიმფომანია“ იყო აქტიურად გამოყენებული სწორედ იმ პერიოდში. „სიმპტომები“ მოიცავდნენ სექსუალურ დაუკმაყოფილებლობას და ყველაზე მძიმე ცოდვას, თვითდაკმაყოფილების პრაქტიკებს მასტურბაციის მეშვეობით. მკურნალობა იყო სასტიკი - ძალით საწოლის რეჟიმიდან და ვეგეტარიანული დიეტიდან კლიტორის, საკვერცხეების ამოღებამდე და საშოს გაკვეთამდე დამთავრებული. როგორც ფორმალური დიაგნოზი „ნიმფომანია“ ამოვარდა ამერიკული ასოციაციის ფსიქიური დაავადებების რეესტრიდან მხოლოდ 1980 წელს ( ეს მოხდა 7 წლით გვიან, ვიდრე „ჰომოსექსუალურობის“ დიაგნოზის ამოღება).
თავის წიგნში Heatthrobs: the history of women and desire (ინგლ. „გულისჭამიები: ქალების და სურვილების ისტორია“) სასექსის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი ქეროლ დაიჰაუსი ყვება იმაზე, თუ როგორ განიცადეს ვიქტორიანული ეპოქის ამ ჩახშობილმა სურვილებმა ტრანსორმაცია ცეკვის კულტურაში მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე. ანნა პავლოვა, აისედორა დუნკანი, მოდ ალანი, რეგთაიმი, ტანგო და ჩარლსტონი, ჯაზი და ბურლესკი - ამ დრომ შექმნა ვარსკვლავები და ეროტიზმის გამოხატვის კულტურა ცეკვის მეშვეობით. შემდგომი გათავისუფლება იყო აღბეჭდილი კინოში, რომელიც თანდათან აჩვენებდა უფრო მეტ თავისუფალ, აქტიურ და თავის სურვილებში ღია მსახიობებს და ამით ხდიდა ქალის არსებას კეთილი ცხვარიდან ვნებიან პანტერამდე.
რა აშინებთ დღემდე კაცებს ქალის ღია სექსუალურობაში, როდესაც ჩვენ, იდეაში, შორს ვართ ტურგენევის ქალებისგან?
მკვლევრებმა აღმოაჩინეს დიდი განსხვავება იმაში, თუ როგორ მოქმედებს სურვილების გამოვლინება ურთიერთობებზე. ქალების მღელვარების და გაუბედაობის დონე ურთიერთობებში მცირდებოდა იმასთან ერთად, თუ როგორ აჩვენებდა მამაკაცი მათთან სექსის სურვილის მაღალ დონეს. სხვა სიტყვებით, ქალები გრძნობენ უსაფრთხოებას ურთიერთობებში, თუ კაცს ისინი უნდათ ძალიან და ხშირად. ავტორების თქმით, „ქალები აფასებენ სექსუალურ ინტერესს, როგორც ურთიერთობების სურვილს (სიყვარულის, სიახლოვის), ხოლოდ სექსის სურვილის არქონას - როგორც ინტერესის დაკარგვას ურთიერთობებში“. კაცებში ტენდენცია აღმოჩნდა საპირისპირო: მომავალი ურთიერთობების მღელვარება მცირდებოდა, როდესაც ქალები აჩვენებდნენ გრძნობებს და ემოციურ სიახლოვეს, მაგრამ ამასთან სექსუალური სურვილის შემცირებულ დონეს. რაც უფრო სექსუალურად აგრესიული იყო ქალი, მით უფრო გრძნობდა მისი პარტნიორი შიშს და მღელვარებას და მღელვარება მცირდებოდა, თუ მცირდებოდა ქალის სექსუალური სურვილი.
ამ ფენომენის რამდენიმე განმარტება არსებობს. პირველ რიგში, კაცის შიში, რომ სექსუალურად უფრო აქტიური ქალი უფრო ხშირად ღალატობს. მეორე მიზეზი - გენდერული სტერეოტიპების დარღვევა. „აქტიური სექსუალურობა უკავშირდება ისეთ თვისებებს, როგორიცაა დაჟინება, სიჯიუტე, დომინანტობა და სხვა თვისესებს, რომლებიც ითვლება ნაკლებად ქალურად“ - თვლიან მკვლევრები.
თუმცა, მკვლევრებმა არ აღნიშნეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: სექსუალურობის სტერეოტიპების გავლენა „არა“-ს, „არ მინდა“-ს თქმის უფლებაზე. ეს თემა არსებობს საზოგადოებრივ დისკურსში ფემინიზმის ჩარჩოში: ქალის უფლება პირად საზღვრებზე, უარის თქმაზე, თანხმობის კონცეფცია და ავტონომიურობა. მაგრამ კაცის ლიბიდოს მიმართ დამოკიდებულება, როგორც ბუნების მოცემულობის მიმართ, რომლებზეც უკვე ვწერდი წინა სვეტებში, აქაც ვნებს. კაცის სურვილის მაღალი დონე იწვევს ქალებში მღელვარების შემცირებას, ხოლო მისი არარსებობა ითვლება პათოლოგიად, რომელსაც მკურნალობა სჭირდება. შეიძლება, კაცებს ეშინიათ არა იმდენად სექსუალურად აქტიური პარტნიორი ქალის, რამდენადაც საკუთარი სექსუალური ნაკლის? არ უნდათ, რომ ქალებმაც და კაცებმაც დასცინონ, „სუსტებად“, „არა კაცად“ გამოჩნდნენ.
ჩვენ არ ვართ მიჩვეული ვაღიაროთ, რომ კაცები, როგორც ქალები, განიცდიან საზღვრების დარღვევას და გენდერულ დისკრიმინაციას. ჩვენს კულტურაში ჯერ არავინ არ არის ბოლომდე თავისუფალი აუცილებელი სექსუალურობისგან. ქალისგან ელიან სექსს, რათა ასიამოვნოს პარტნიორს, კაცისგან ელიან სექსს, რადგან ის უბრალოდ ვალდებულია ყოველთვის უნდოდეს და იყოს მზად. ამ მოლოდინებში საზღვრები, ავტონომია, თანხმობის უფლება და უარის თქმა იშლება ორივესთვის.
შეიძლება, მანამ სანამ დავადანაშაულებთ კაცს შიშში ძლიერი, ვნებიანი ქალების მიმართ, უნდა დავფიქრდეთ: აქვს თუ არა ჩემთან, ძლიერ და ვნებიან ქალთან, ურთიერთობაში მყოფ კაცს უარის თქმის უფლება, უფლება არ იყოს განწყობაზე, უფლება არ აღიგზნოს და არ ვუნდოდე, ურთიერთობებისთვის შედეგების გარეშე, ჩემი წყენის გარეშე, თავის ტკივილისთვის ან სამსახურში პრობლემებისთვის მიმართვის გარეშე?
მაშინ, შეიძლება, ქალის სურვილის ტაბუირებასა და კაცის უარის თქმის ტაბუირებას შორის მოიძებნოს მესამე, გზა - მოწვევის გზა, დიალოგის გზა, საზღვრების პატივისცემის გზა, ცდუნების გზა, და არა მოთხოვნის.