სექს - რჩევა მათთვის, ვინც არ იცის, როგორ გაატაროს ზამთრის საღამოები. ჩვენ გაგაცნობთ მასტურბაციის 20 სხვადასხვა ხერხს ნებისმიერი სექსუალური გემოვნებისთვის - ყველაზე ძველმოდურს და ასევე ისეთს, რომელიც დამატებით ხელსაწყოებს მოითხოვს.
- შხაპის შოლტი
შხაპს ჯერ არასდროს უღალატია. გაერთე წყლის ჭავლით და ტემპერატურით, რათა შენს თავს სიამოვნება მიანიჭო .
- კლასიკური "ფინგერინგი"
კიდევ ერთი ძველმოდური ხერხი ნაზ კლიტორულ მასტურბაციას გულისხმობს, სადმე განმარტოებულ ადგილას.
- ვაგინალური "ფინგერინგი"
თუ იცი, რომ ვერ აღწევ ორგაზმს ვაგინალური შეღწევის გარეშე, სცადე... არ იჩქარო ორგაზმამდე მისვლა. უბრალოდ მოეფერე შენს თავს, სანამ ნამდვილად არ აღიგზნები. საქმე ის კი არაა, თუ რომელ ზონას ასტიმულირებ, არამედ ისიც, რამდენად ძლიერ ხარ აღგზნებული.
- კლიტორი - უკანასკნელი
სცადე, არ შეეხო კლიტორს მანამ, სანამ „ზღვარზე“ არ აღმოჩნდები. შეისწავლე შენი სხეული და დარწმუნდები, რომ კლიტორი არ არის ერთადერთი მგრძნობიარე ზონა.
- ბალიში ფეხების ქვეშ
ალბათ, ქვეყანაზე არ მოიძებნება გოგონა, რომელსაც ერთხელ მაინც არ უცდია მასტურბაცია ბალიშზე ფეხებით მოჭერით. თუ იცი, როგორ კეთდება ეს - მიდი, არაფერი გვაქვს მოსაყოლი. თუ არა, დაგვიჯერე და სცადე, ბევრი სასიამოვნო წამი გელოდება.
- სარეცხი მანქანა
სცადე, სარეცხ მანქანაზე დაჯდე, და ფეხებს ისე მოუჭირო, რომ მათ შორის ვიბრაცია იგრძნო. უნდა დარწმუნდე, რომ მანქანა მყარად დგას და ორგაზმის დროს არ ჩამოვარდები.
- რამის წაკითხვა
მაგალითად, ეროტიული პროზა ან უბრალოდ აღმგზნები სცენები სასიყვარულო რომანიდან (არ არის აუცილებელი მთლიანი სასიყვარულო რომანის წაკითხვა) - აქ მნიშვნელოვანია არა სიუჟეტი, არამედ ის, თუ როგორ აღგაგზნებს.
- აუდიოპორნო
ეროტიული ხმების, სექსუალური დიალოგის ან საუბრის მოსმენა ძალიან აღაგზნებს. ეს პორნოს ახალი სახეობაა.
- სარკე ხელებში
იმის ყურება, თუ როგორ ეფერები საკუთარ თავს, შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს: უკეთ იცნობ საკუთარ სხეულს, მის სიყვარულს სწავლობ. შენი სხეული შენთვის კრიტიკის საგანი აღარაა, არამედ სიხარულის და სიამოვნების წყაროა. მოიმარჯვე სარკე, უყურე და ისწავლე!
- აჩვენე პარტნიორს, რა შეგიძლია
საკუთარი თავის პირისპირ მასტურბაცია შეიძლება ძალიან სასიამოვნო იყოს, განსაკუთრებით, თუ რაღაც მიზეზებით თქვენთვის სექსი არ შეიძლება, ხოლო ლიბიდოს დაკარგვა არ გინდათ.
- 5 წუთიანი შესვენება სამსახურში
დაიღალე, ხოლო ყავა არ გაფხიზლებს? სცადე საპირფარეშოში ჩაკეტვა და საკუთარი თავის მოფერება ფეხებს შორის. არავინ გთავაზობს მასტურბაციის მარათონის მოწყობას. აღიქვი ეს მოკლე შესვენებად, რომლის დროსაც ოდნავ „აინთები“- მხნეობისთვის, ასე ვთქვათ.
- ვაკუუმის სტიმულატორი
თუ დაგავიწყდა ან არ იცოდი, რა არის ვაკუუმის სტიმულატორი, გეტყვით - ის საგანია, რომელიც სიამოვნებას განიჭებს არა იმის ხარჯზე, რომ ვიბრირებს ან პულსირებს, არამედ ჰაერით. შენ არ იყოფ, არამედ იდებ ნახვრეტს კლიტორთან, და ის ჰაერის მსუბუქი ნაკადებით განიჭებს სიამოვნებას სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
- ვიბრატორი-ბაჭია
„ბაჭიები“ უხდება მათ, ვინც ყველაზე ეფექტურად იღებს ორგაზმს ორმაგი სტიმულაციით: შეღწევის და კლიტორის სტიმულაციის ხარჯზე. თუ არის ამის შესაძლებლობა, აირჩიე ის ვიბრატორი, რომლის ნაწილების ცალ-ცალკე მართვა იქნება შესაძლებელი.
- ტელეფონი ვიბრაციაზე
თუ ვიბრატორი არ გაქვს ან მას ვერ ყიდულობ, შეგიძლია ხელმისაწვდომი საშუალებები გამოიყენო. არსად არაფერს არ ვიყოფთ! უბრალოდ ვრთავთ ვიბრაციას და ფეხებს შორის ვიდებთ პირდაპირ ტანსაცმელზე (ეს ხერხი შეიძლება მე-11 პუნქტისთვისაც გამოგადგეს).
- ანალური საცობი
არსებობს ერთი გაჯეტი, რომლის გამოყენებაც შეიძლება მასტურბაციისთვის, თუმცა მამაკაცები უფრო ხშირად ხმარობენ მას, მაგრამ სრულიად უსაფუძვლოდ, რადგანაც ანალური საცობი კლიტორის სტიმულაციასთან ერთად შესანიშნავ შედეგს იძლევა.
- ცივი-ცხელი
ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს - შეგიძლია რიგრიგობით მიიდო კოვზი და შხაპის თბილი ჭავლი. ყინულთან ექსპერიმენტის ჩატარებას არ გირჩევთ, რადგან ეს საკმაოდ უხეში ზემოქმედებაა, ჯობია ან გასახურებელ - გამაგრილებელი წასაცხების, ან შხაპიდან წყლის სხვადასხვა ტემპერატურის გამოყენება.
- სხვამ გმართოს
სათამაშოების ზოგიერთი მწარმოებელი გაჯეტების აპლიკაციებიდან მართვის საშუალებას გვაძლევს . ამასთან, შეგიძლია ბმული გაუგზავნო შენს პარტნიორს, რათა მან მართოს სათამაშო მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. ეს ძალიან აღაგზნებს, განსაკუთრებით, თუ რაღაც მიზეზით ერთმანეთისგან შორს ყოფნა გიწევთ.
- აღმგზნები წასაცხები და თხევადი ვიბრატორები
კიდევ ერთი სიახლე სექს-სათამაშოების სამყაროში - თხევადი ვიბრატორები. ეს გელებია, რომლებიც უნდა წაისვა სასქესო ორგანოებზე და მათგან ვრცელდება შეგრძნება, თითქოს ლუბრიკანტი შენს კანზე ვიბრირებს.
- დაწექი მუცელზე
მარტივად რომ ვთქვათ, შეცვალე პოზა. ქალების უმეტესობა (არანაირი სტატისტიკა, წმინდა ემპირიულად) მწოლიარე და ფეხებგაშლილი ან შხაპში მდგომი მასტურბირებს. სცადე სიტუაციას სხვა კუთხიდან შეხედო - დაწექი მუცელზე და მოეფერე შენს თავს წინიდან ან უკნიდან.
- ტექნიკა „ხიდი“
ეს ცნობილი ტექნიკა მდგომარეობს იმაში, რომ ვაგინალური სტიმულაციის ან ჩვეულებრივი სექსის დროს კლიტორის სტიმულაცია მოახდინო, ხოლო როდესაც იგრძნობ, რომ ორგაზმი ახლოვდება, უცებ შეწყვიტო სტიმულაცია.