„ვინ არის დემისექსუალი?“ - გვკითხავთ ალბათ. პასუხის მიღებაში კი ეს სტატია დაგეხმარებათ.
მოკლედ თუ ვიტყვით, დემისექსუალობა - ეს რაღაც საშუალოა სექსუალობასა და ასექსუალობას შორის. ბევრი ექსპერტი აღწერს დემისექსუალობას როგორც სექსუალური ორიენტაციის ტიპს, როდესაც ადამიანი სხვის მიმართ სექსუალურ ლტოლვას განიცდის მხოლოდ ძლიერი ემოციური მიბმულობის გაჩენის შემდეგ .
გეჩვენებათ, რომ დემისექსუალი ხართ? არ ხართ ამაში ბოლომდე დარწმუნებული? თუ ქვემოთ მოყვანილი პუნქტების უმეტესობაში იცანით თქვენი თავი, მაშინ თქვენ, სავარაუდოდ, დემისექსუალი ხართ.
- სანამ დაიწყებთ შეხვედრას, თქვენ გირჩევნიათ თქვენს პარტნიორთან მეგობრები გახდეთ
თქვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ადამიანთან მეგობრობა, სანამ უბრალოდ დაფიქრდებით მასთან შეხვედრაზე. ჯერ გჭირდებათ ადამიანთან ემოციური მიბმულობის ჩამოყალიბება, ხოლო შემდეგ მასთან რომანტიული ურთიერთობების დაწყება.
- ყოველთვის არ აღგაგზნებთ აზრები სექსზე
სექსი თავისთავად ყოველთვის არ აღგაგზნებთ. თქვენთვის სექსი - რაღაც უფრო მნიშვნელოვანის სუფთა ფიზიკური გამოვლინებაა. თქვენ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ემოციურ კავშირს, ვიდრე ფიზიკურს.
- თქვენთვის უფრო სასიამოვნოა უბრალოდ ადამიანთან ერთად ძილი, ვიდრე მასთან სიყვარულით დაკავება
ის აზრი, რომ უბრალოდ დაიძინოთ თქვენი პარტნიორის გვერდით, უფრო მიმზიდველად გეჩვენებათ, ვიდრე აზრი სექსზე. თქვენს პარტნიორთან ჩახუტებულად დაწოლისას თქვენ გრძნობთ სიახლოვეს და ამყარებთ მასთან კავშირს.
- თქვენ გეზიზღებათ აზრი შემთხვევით კავშირებზე
თქვენ ერთი ღამით სექსის წინააღმდეგი ხართ, და საერთოდ არ გესმით, როგორ იღებენ სხვა ადამიანები სიამოვნებას მსგავსი გამოცდილებიდან. ერთი ღამით კავშირი უცნობ ადამიანთან არ მოგიტანდათ სიამოვნებას, რადგან უბრალოდ არ გექნებოდათ ემოციური კავშირი.
- თქვენ ხელმძღვანელობთ სიყვარულის გრძნობით, და არა ხორციელი ლტოლვით
მაშინ, როცა სხვა ადამიანებს იზიდავს ესთეტიური მხარე, თქვენ გამოტივირებთ თქვენი სიყვარულის უნარი, როდესაც იწყებთ ურთიერთობებს.
- ზოგჯერ არ გესმით თქვენი მეგობრების
თქვენ გიჭირთ თქვენი მეგობრების გაგება, როდესაც საუბარია სექსსა და ურთიერთობებზე. ასე ხდება იმიტომ, რომ ირჩევთ აბსოლუტურად იშვიათ და უნიკალურ მიდგომას ურთიერთობების მიმართ და ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ არავის ესმის თქვენი.
- თქვენ შეძლებდით რეგულარული სექსის გარეშე ყოფნას ურთიერთობებში
ბევრი თანამედროვე წყვილი ვერ წარმოიდგენს თავის ურთიერთობებს აქტიური სექსუალური ცხოვრების გარეშე. თქვენთვის კი, როგორც დემისექსუალისთვის, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხშირად თქვენ და თქვენი პარტნიორი იქნებით სექსით დაკავებული.
- თქვენ უფრო აღგაგზნებთ ადამიანის პიროვნება, ვიდრე მისი გარეგნობა (ხასიათი)
თქვენი პარტნიორის შინაგანი სამყარო თქვენთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა, ხოლო გარეგნობა - მეორეზე.
- თუ ვინმე მოგეწონათ, ეს სერიოზულია
თუ შეგიყვარდათ - ეს სერიოზულია. თქვენ არ აღიქვამთ თავის გრძნობებს და ემოციებს როგორც თავისთავადს და თქვენში რთულია რომანტიული ინტერესის გაღვიძება. თქვენ არასდროს არ აფასებთ არასათანადოდ თქვენს გრძნობებს.
- არ გეშინიათ ვალდებულებების
ვალდებულებები, თქვენი გაგებით, არის სერიოზული ურთიერთობების განუყოფელი ნაწილი. მათი არ გეშინიათ, უფრო პირიქით, თქვენთვის ეს არის რაღაც პრივილეგია, შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც მომავალში მთლიანად მიუძღვნიდით საკუთარ თავს.
- თქვენ ნამდვილ სიამოვნებას იღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან საუბრისგან
თქვენ ბევრად მეტ სიამოვნებას მიიღებთ, თუ გაატარებთ ღამეს თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან საუბარში, ვიდრე ვინმესთან სექსით დაკავებაში. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა, რადგან სწორედ ურთიერთობა არის ღრმა ემოციური კავშირის დამყარების გასაღები.
- არ გაინტერესებთ ფლირტი
არასდროს არ იწყებთ ფლირტს, რადგან სულ სხვა მიდგომა გაქვთ ურთიერთობების მიმართ. თქვენთვის რომანტიული ურთიერთობები არის მეგობრობის შედეგი, რომელიც დაამყარეთ. თქვენ არ ხართ ის ადამიანი, რომელიც ბარში დაიწყებს ვინმეს გაცნობას.
- არ გაინტერესებთ ფილმები ზრდასრულებისთვის
არ გაინტერესებთ ფილმები ზრდასრულებისთვის, რადგან მათ არ გააჩნიათ რამე ემოციური ღირებულება. არ აღიგზნებით, როდესაც აკვირდებით ორ ადამიანს, რომლებიც უბრალოდ სექსით არიან დაკავებული ერთმანეთთან რამე ემოციური კავშირის გარეშე.