თუ რომელიმე მომენტში მოგეჩვენა, რომ ძალიან ხმამაღალ ხმებს გამოსცემდი სექსის დროს, მაშინ ერთადერთი არ ხარ. წარმოგიდგენთ სტატისტიკას ამ საკითხზე. ის ასევე არის დასაბუთება იმისა, თუ რატომაა სექსის დროს ხმამაღალი ბგერები კარგი!
ახლახანს ჩატარებულმა ამერიკელთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქალების 41 % თვლის თავის თავს ძალიან ხმაურიანს ინტიმურ მომენტებში. თანაც ამავე აზრის მქონე მამაკაცი სულ 27 % დაგროვდა. მკვლევრები თვლიან, რომ განსხვავება განპირობებულია პირველ რიგში ძლიერი სქესის ნაკლებ ემოციურობით: მამაკაცებით არც ისე განიცდიან ამას!
საინტერესოა, რომ რესპონდენტების 54% მნიშვნელოვნად თვლის, გაიგონ ეროტიული ხმები პარტნიორისგან, ხოლო 42% საკუთარი თავი გამოხატონ სექსში. სავარაუდოდ, ეს ევოლუციური ფაქტორია, რადგან ჩვენი წინაპრები ხმებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. თუ გინდა საკუთარი თავი გამოხატო კვნესით, არ შეიკავო თავი!
გამოკითხვა ეძღვნებოდა არა მარტო სექსუალურ ხმებს. აღმოჩნდა, რომ ამერიკელების საყვარელი პოზა დარჩა „დოგი-სტაილ“. არის სასაცილო სტატისტიკა ზოდიაქოს ნიშნებზეც: მაგალითად, ტყუპები მიდრეკილი არიან გააზვიადონ პარტნიორთა რაოდენობა, თევზებს ღია ურთიერთობა უყვართ, მორიელები ყველაზე ხშირად ხმარობენ პრეზერვატივს.