საკვები სექსამდე: 13 პროდუქტი, რომელიც აღვიძებს სურვილს

საკვები სექსამდე: 13 პროდუქტი, რომელიც აღვიძებს სურვილს

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ის, რომ ლიბიდოზე შეიძლება საკვებმა მოახდინოს გავლენა, დიდი ხანია ცნობილია. ამ სტატიაში გაეცნობით როგორც აღიარებული პროდუქტების სიას, რომლებიც აღგზნებას უწყობს ხელს.

  1. ხამანწკა

მისი დადებითი ეფექტი ცნობილია ჯერ კიდევ ძველი რომის დროიდან. ის, როგორც სხვა მოლუსკები, მდიდარია თუთიით და D-ასპარტამის მჟავით, რაც გავლენას ახდენს სექსუალურ ფუნქციებზე და კაცებში ტესტოსტერონის დონესაც ამაღლებს. საუბრობენ ფიზიკურ შეგრძნებებზეც: ხამაწკას მოლაპული ტენიანი ტექსტურა აღძრავს კოცნის დროს გაჩენილ შეგრძნებას.

  1. მწარე წიწაკა

კაფსაიცინი - შენაერთი, რომელიც სიცხარეს აძლევს წიწაკას, აუმჯობესებს გულის მუშაობას და ტესტოსტერონის ზრდისა და ენდორფინების გამოყოფისკენ უბიძგებს ორგანიზმს.

  1. ორაგული

D ვიტამინი ამცირებს დეპრესიის გამოვლენას და ჯანმრთელობას აუმოჯობესებს, ხოლო ცილა და ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს შინაგან ორგანოებს უკეთ მუშაობაში. საბოლოოდ მეტად გინდება სიყვარული!

  1. ჯანჯაფილი

ზოგიერთი კვლევა აკავშირებს აფრიკულ ჯანჯაფილს სექსუალური ფუნქციების და კაცების სურვილის გაძლიერებასთან. ერთ-ერთმა ასეთმა კვლევამ, რომელიც გამოქვეყნდა 2010 წელს, აჩვენა, რომ ჯანჯაფილი აძლიერებს ენზიმების მოქმედებას, რომლებიც ინარჩუნებს სექსუალურ ფუნქციებს ორივე სქესში.

  1. საზამთრო

საზამთროში არის ფიტონუტრიენტები (ლიკოპენი და ციტრულინი), რომლებიც აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას და ხელს უწყობს ორგანიზმის მოდუნებას.

  1. მწარე შოკოლადი

კაკაოს 70 %-ზე მეტი შემცველობის მქონე შოკოლადში წარმოდგენილია კომპონენტები, რომლებიც ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას და ჭარბ აღგზნებას.

  1. წითელი ღვინო

შეიცავს რესვერატროლს - ანტიოქსიდანტს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მომოქცევას ორგანიზმში. მაგრამ ჯობია არ გადააჭარბოთ რომ არ მოდუნდეთ!

  1. ფისტა

მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, რომელიც აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს სურვილს.

  1. ბანანი

კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით ამცირებს წნევას და ხელს უწყობს კუნთის სპაზმებთან ბრძოლას.

  1. ავოკადო

მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით და E ვიტამინით, რომელიც მნიშვნელოვანია ჰორმონების წარმოებისთვის და ლიბიდოს ამაღლებისთვის.

  1. თაფლი

მატებს ენერგიას, რაც ხელს უწობს საწოლში ხანგრძლივ ყოფნას.

  1. ნუში

შეიცავს ბევრ ცილას და სასრგებლო ცხიმს, ასევე მაგნიუმს, E ვიტამინს და ანტიოქსიდანტებს. ყველა კომპონენტი ერთად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კუნთის და ნერვულ ფუნქციებს.

  1. კვერცხი

ცილის გარდა შეიცავს რიბოფლავინს, რომელიც ხელს უწყობს ენერგიის, პანტოტენის მჟავის გამოყოფას, რომელიც ხელს უწყობს სქესობრივი ჰორმონების წარმოების დარეგულირებას, ასევე სელენს, რომელიც მნიშვნელოვანია რეპროდუქტიული ფუნქციისთვის.

 

გაუზიარე მეგობრებს