ჩვენმა ჟურნალისტმა გამოკითხა წყვილები, რომლებიც ქორწინებაში იმყოფებიან და ყოველდღე არიან დაკავებული სექსით, იმის შესახებ, თუ როგორ გააუმჯობესა ამან მათი ცხოვრება და ურთიერთობები.
როდესაც ცხოვრება არ გვიტოვებს არც ერთ თავისუფალ წუთს, როგორც წესი, პირველი, რაზეც ვამბობთ უარს - რეგულაური სექსია. ჩვენ ამას ვხსნით იმით, რომ ჩვენ ძალიან დავიღალეთ, ყველაფერმა თავი მოგვაბეზრა, უბრალოდ არ გვცალია ამისთვის.. მარტივად რომ ვთქვათ, არ ვართ ხასიათზე.
მოკლედ, როგორც გესმით, შეიძლება მოიგონოთ რამდენიმე მილიონი და კიდევ ერთი მიზეზი, რომ არ დაკავდეთ სექსით არც დღეს, არც ხვალ, არც ზეგ. არც ერთი თვის შემდეგ, თუ ამაზე მიდგა საქმე. კარგი იქნება იმის გახსენებაც, რომ არსებობენ ბედნიერი წყვილები, რომლებიც არიან სექსით დაკავებული კვირაში ხუთჯერ, ექვსჯერ, შვიდჯერ, ან მეტჯერ. გამოიკითხნენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე არიან სექსით დაკავებული ( იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ისინი ავად არიან, ან მივლინებაში, ან ვერ აკეთებენ ამას სხვა საპატიო მიზეზით), როგორ გააუმჯობესა ამან მათი ცხოვრება და ურთიერთობები.
ამ სტატიაში წარმოდგენილია 13 შესანიშნავი მიზეზი, თუ რატომ უნდა დაკავდეთ სექსით თქვენს მეორე ნახევართან მინიმუმ დღეში ერთხელ ( ან უფრო ხშირად).
- ის გაახლოვებთ
„ მე და ჩემი ქმარი ყოველ ღამე დაკავებული ვართ სექსით იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი დრო, როდესაც შეგვიძლია დავივიწყოთ ყველაფერი, ჩვენ ორის გარდა. ცოტა ხნის წინ შეგვეძინა შვილი, და როდესაც ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, დასაძინებლად ვაწვენთ, შეგვიძლია გავატაროთ დარჩენილი ღამე, ვაჩვენოთ ერთმანეთს, თუ რამდენად ძლიერ გვიყვარს - არა სიტყვებით, არამედ საქმით. სექსი გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ ვნებიანი და გამოვავლინოთ ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. და კიდევ , უბრალოდ მოგვწონს ერთმანეთისთვის სიამოვნების მინიჭება.“- კრისტინა, თბილისი, 3 წელი ქორწინებაში.
- სექსს მივყავართ ინტიმური ფიზიკური კონტაქტების გაზრდისკენ საძინებლის ფარგლებს გარეთ.
„ჩვენ ვცდილობთ, არ დავკარგოთ ერთმანეთთან ფიზიკური კონტაქტი, მაშინაც კი, როდესაც არ ვართ დაკავებული სექსით. ხშირად ხელები გვიჭირავს, როდესაც საჭმელს ვამზადებ გვერდზე რომ გამივლის, არ ავიწყდება ჩემს საჯდომზე ოდნავ მირტყმა, ხოლო მე მომწონს მისთვის კისერში კოცნა, როდესაც ზის თავის სამუშაო მაგიდასთან“. - მარიამი, თბილისი, 1 წელი ქორწინებაში.
- კარგ სექსს სრულიად შეუძლია ჩაანაცვლოს ვარჯიში
„როდესაც ოთხი შვილი გყავთ, და არც ერთი წუთი თავისუფალი დრო, სექსი - საუკეთესო ხელმისაწვდომი ფიზიკური ვარჯიშია“. - თამო, თბილისი, 7 წელი ქორწინებაში.
- ის გეხმარებათ, დაივიწყოთ ყველაფრის შესახებ ცოტა ხნით მაინც.
„ჩემთვის და ჩემი ქმრისთვისაც სექსი ყოველთვის იყო რეალობიდან გათიშვის ხერხი. მე და ჩემი ქმარი გატაცებული ვართ როლური თამაშებით, და ვერ წარმოიდგენთ, რა შესანიშნავი გრძნობაა - ცოტა ხნით მაინც არ იყოთ ის, ვინც ხართ, მთლიანად გაითიშოთ ჩვენი ნაცრისფერი არსებობისგან, და გახსოვდეთ მხოლოდ თქვენი თავი და თქვენი სიამოვნება“. - ქეთევანი, თბილისი, 2 წელი ქორწინებაში.
- ის ერთმანეთის ნდობას უწყობს ხელს.
„ იმისთვის, რომ ნახოთ ახალი პოზები და შესაძლებლობები სექსში, სრულიად უნდა ენდოთ თქვენს პარტნიორს, უნდა გჯეროდეთ, რომ ის არ გაგიცრუებთ იმედს, ხოლო მსგავსი ნდობა მიიღწევა მხოლოდ სექსის დროს ერთმანეთის სხეულების პირადი და საერთო გამოკვლევებით რამდენიმე წლის განმავლობაში“. - ნინო, თბილისი, 10 წელი ქორწინებაში.
- ეს არის უსიტყვო ურთიერთობის ხერხი
„სექსი- ჯანსაღი ქორწინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის აკავშირებს დაქორწინებულ წყვილებს ისე, როგორც სხვა არაფერი. საწოლში ერთად გადაჯაჭვით, წყვილი გრძნობს, რომ ამიერიდან ის ერთი მთლიანია, და ამიტომ სექსი - შესანიშნავი ხერხია, რომ ერთმანეთის უსიტყვოდ გესმოდეთ“. - თამარი, თბილისი, 37 წელი ქორწინებაში
- ის გეხმარებათ, ნაკლები იკამათოთ
„ ჩვენ ყოველთვის ვიცით, თუ რომელიმე ჩვენგანს რაღაც ისე არ აქვს. ამიტომ არ ვჩხუბობთ და არ ვკამათობთ. უბრალოდ ვნახულობთ დროს იმისთვის, რომ ყველაფერი განვიხილოთ, და სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. ეს გვეხმარება იმაში, რომ ერთმანეთის მიმართ უკეთესი დამოკიდებულება გვქონდეს როგორც საწოლში, ის მის ფარგლებს გარეთ.“ - ელენე, თბილისი, 2 წელი ქორწინებაში.
- ის კრეატიულობას უწყობს ხელს
„როდესაც ხშირად ხართ დაკავებული სექსით, ერთმანეთს უზიარებთ ოცნებებს და სურვილებს, ძალაუნებურად ხდებით უფრო კრეატიული და გამჭრიახი. არ არსებობს ის პოზა ან სიტუაცია, რომელშიც ვინმე ჩვენგანი უარს ეტყოდა თავის პარტნიორს. და ამიტომაც ჩვენთვის ბევრად მარტივია ერთმანეთთან ეროტიული ფანტაზიების გაზიარება, ან ქუჩაში სიმპატიური ბიჭის ან გოგონას ჩვენება და იმის მოყოლა, თუ რას ვისურვებდით, გაგვეკეთებინა მათთან საწოლში“. - ანა, თბილისი, 3 წელი ქორწინებაში.
- კარგი სექსის ორგანიზება ბევრად მარტივია, ვიდრე რომანტიული პაემანის
„მე ვთვლი, რომ ეს არის რამე ნამდვილად რომანტიულით დაკავების ყველაზე მარტივი ხერხი, რადგანაც არ გვაქვს რომანტიული პაემანის ან მოგზაურობის მოწყობის დრო. ქმარსაც ყველაფერი ეს ძალიან მოსწონს“. - სალომე, თბილისი, 12 წელი ქორწინებაში.
- მე მხოლოდ ერთ სიტყვას გეტყვით: ორგაზმები
„გინდათ იცოდეთ, რითი მომწონს სექსი? იმით, რომ მის დროს თავს უბრალოდ შესანიშნავად ვგრძნობ. და კიდევ მომწონს ამ მომენტში ჩემი ქმრის სახის გამომეტყველების ნახვა. მის სახეზე ასეთი სრული კმაყოფილების ნახვა - ჩემთვის უმაღლესი სიამოვნებაა“. - ნანა, თბილისი, 11 წელი ქორწინებაში.
- ის ამაღლებს თქვენს თვითშეფასებას.
„პირადად მე სექსი ყოველთვის ბედნიერს მხდიდა, თანაც ძალიან სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ იმის მერეც კი, რაც ორი ბავშვი გავაჩინე, ჩემი ქმარი მაინც მთვლის მიმზიდველად.“- ნუცა, თბილისი, 6 წელი ქორწინებაში.
- ის გარანტირებულად აუმჯობესებს თქვენს განწყობას.
„ჩვენი დილის სექსის შემდეგ თითქმის ყოველ ჯერზე ჩემი ქმარი მღერის შხაპის ქვეშ. ამიტომაც ვიცი, რამდენად აუმჯობესებს სექსი მის განწყობას. და კარგი განწყობის ეს მუხტი, რომელიც მიიღო დილით, მთელი დღე გასტანს. მე კი მომწონს იმის ცოდნა, რომ, როდესაც სამსახურში იღიმის - ეს ჩემ გამოა.“- ეკა, თბილისი, 1 წელი ქორწინებაში.
- თუ ხშირად ხართ დაკავებული სექსით, თქვენ მისი დაკარგვის ნაკლები შანსი გაქვთ
„“თუ თქვენ გახდით სექსს თქვენი ცხოვრების ნამდვილად მნიშვნელოვან ნაწილად, ის არასდროს არ გადავა თქვენთვის მეორე პლანზე, და არ გახდება უცნაური ან უხერხული. ეს კი ნიშნავს, თქვენ არ მოგიწევთ გამოცნობა, როგორ აღადგინოთ ან ისევ მოიპოვოთ საყვარელი ადამიანის კეთილგანწყობა. მთავარია- არ გაჩერდეთ!“ - ლილე, თბილისი, 24 წელი ქორწინებაში.