თუ სექსის ღია განხილვაში პარტნიორთან ჩვენ მივაღწიეთ რაღაც პროგრესს, მაშინ ლაპარაკი შემთხვევითი სექსუალური კავშრების შესახებ კვლავ რჩება ტაბუირებული. ამ ჟურნალის კოლუმნისტი, ანა სიხარულიძე ფიქრობს, აქვს თუ არა ადგილი გრძნობებს სექსში ვალდებულების გარეშე და ყოველთვის ხდება თუ არა შემთხვევითი სექსი უცნობთან.
რამდენიმე ათეულ წელიწადში დასავლეთის ცივილიზაციაში მოხდა ორი მნიშვნელოვანი ძვრა: შობადობის და ოჯახის შექმნის ასაკმა გადაიწია. ამის გამო ხალხს გაუჩნდა რამდენიმე თავისუფალი, სექსუალურად აქტიური ცხოვრების წელიწადი, როდესაც ოჯახი შექმნა ჯერ ადრეა, ხოლო ქალწულობის შენახვა უკვე გვიანი.
დასავლეთ კულუტურაში არის ცნება gap year - წელიწადი, რომელსაც იღებენ სკოლადამთავრებულები, სანამ ჩააბარებენ უნივერსიტეტში, რათა „სამყარო ნახონ და თავისი თავი აჩვენონ“, კერძოდ კი მარტო იცხოვრონ, სწავლა-პროფესია-იპოთეკაში ინვესტიციების გარეშე, იმოგზაურონ, დაათვალიერონ მსოფლიო, საკუთარი თავი მოძებნონ. მაგრამ თუ შევხედავთ gap year-ს , როგორც ბავშვობას და ოჯახის შექმნას შორის შესვენებას, მაშინ სექსის კუთხით ეს მთელი დეკადაა.
ჩვენი დროის ერთ-ერთი ფენომენია განვითარება, ლეგიტიმიზაცია და შემთხვევითი სექსის კულტურის გავრცელება. მას იკვლევენ ათეულობით მეცნიერები - სოციოლოგები, ფსიქოლოგები, ანთროპოლოგები, ბიოლოგები. გაცნობების ერთ-ერთი საიტის სტატისტიკის თანახმად, მომხმარებელთა 10-16% საკმაოდ ოფიციალურად აღნიშნავენ გაცნობის მიზანს, როგორც „ერთჯერადი სექსი“. ბრიტანეთის საერთო-ეროვნულმა სექსუალური მოქმცევის კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტს ჰქონდა შემთხვევითი სექსის გამოცდილება, ხოლო მათი 20% იყო სიტუაციაში, როდესაც მათ არც იცოდნენ სექსუალური პარტნიორის სახელი.
ტერმინი „შემთხვევითი“, „ერთჯერადი“, „არაფრის დამავალდებულებელი” სექსი - ეს ყოველთვის არაა სიმთვრალის სექსი ბარმენთან სარდაფში. ინტერნეტ-კულტურაში გავრცელებულია აბრევიატურები: ONS (one night stand)- სექსი ერთი ღამით, NSA (no strings attached) - სექსი ვალდებულების გარეშე, FWB (friend with benefits)-მეგობრობა, რომელშიც შეიძლება იყოს შემთხვევითი სექსი რომანტიული გეგმების და ურთიერთობების გარეშე. როგორც ჩანს ამ ნაკრებიდანაც (კიდევ ხომ არსებობს hook ups, fuck buddies, ex sex, booty call), შემთხვევითი სექსი ყოველთვის არ გულისხმობს უცნობ პარტნიორს, ყოველთვის არ გულისხმობს ურთიერთობების არქონას, ყოველთვის არ გულისხმობს საერთო ინტერესების ან თბილი გრძნობების არქონას, მაგრამ პრაქტიკულად ყოველთვის გულისხმობს მონოგამიურ წყვილში განვითარების მოლოდინის არქონას.
ასეა ეს?
ევოლუციური თეორიები განმარტავენ, რატომ თანხმდებიან სულ უფრო იშვიათად ქალები შემთხვევით სექსზე. ისინი უფრო გადამრჩევი არიან, ეძებენ ნამდვილად მიმზიდველ პარტნიორს, რადგან მერე უფრო მეტ ძალას ხარჯავენ შთამომავლობის აღზრდაზე და მეტად რისკავენ. ამიტომაც ისინი პარტნიორად ირჩევენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი თვისებების და რესურსების მფლობელებს. კაცები ერთმანეთს ეჯიბრებიან, რათა აჩვენონ ეს თვისებები და რესურსები. ამიტომაც ისინი მიისწრაფვიან პარტნიორების დიდი რიცხვისკენ, თანხმდებიან სექსზე უფრო სწრაფად, ვიდრე ქალები, და აძლევენ მოკლევადიან ურთიერთობებს მინიმალურად შესაძლებელი რესურსების რაოდენობას. ქალებს კი ურჩევნიათ გრძელვადიანი ურთიერთობები, როგორც მაქსიმალური რესურსების და მხარდაჭერის მიღების ხერხი. ღიაობა და მზაობა შემთხვევითი სექსითვის - ალბათ, მთავარია, რითიც განსხვავდება კაცის სექსუალურობა ქალისგან და ეს დასტურდება კვლევებით.
ამავე დროს კულტურული გენდერული სცენარები თავს ახვევენ ქალებს უფრო მონოგამიურ და პასიურ მოქცევას, კაცებს - უფრო პოლიგამიურ და აგრესიულ. თუმცა, სცენარების აღწერა ვერ ხსნის, თუ რატომ, კერძოდ, აწარმოებს მათ მასობრივი კულტურა. როგორც აღნიშნავს წიგნის „მოხმარების ინსტინქტის“ ავტორი, ფსიქოლოგი გედ ცაადი, იყიდება ის, რაც მოთხოვნადია ადამიანის ბაზური ევოლუციური მოთხოვნების თანახმად. კერძოდ, ქალები უფრო მეტად მოიხმარენ რომანტიულ და ეროტიულ ნოველებს - ურთიერთობებზე, კაცები - პორნოგრაფიას, ანუ სექსზე. ამაშია სწორედ ბაზური მიდრეკილებების შეუთავსებადობა. და კულტურული სკრიპტები იმდენად განგვსაზღვრავენ ჩვენ, რამდენადაც ჩვენ მიერ არიან განსაზღვრული.
ერთი მხრივ, პოპულარული სიმღერებისგან კინომდე, ჩვენ გარშემორტყმული ვართ შემთხვევითი სექსის კულტურის ჩვენებით. აშშ-ში სატელევიზიო პროგრამების 77% პრაიმ-ტაიმში შეიცავენ სექსის ამა თუ იმ ფორმებს, კინოს ან ტელევიზიის გმირების 20% დაკავებულია სექსით და არ იმყოფებიან ურთიერთობებში გაცნობისთანავე, თანაც როგორც თავად გმირები, ისე მათი პროტოტიპები - ჩვენ ყველა კვლავ ვიზრდებით დისნეის რომანტიულ წარმოსახვებზე და სასცენო დადგენილობაზე „იცხოვრეს დიდხანს და ბედნიერად“.
ჩვენ იძულებული ვართ გავუმკლავდეთ საპირისპირო საზოგადოერივ მოთხოვნებს: ქალები ირჩევენ ტიპს თავდაჯერებულ და გამოცდილ სამანტას და თავმდაბალ „კარგი გოგო“ შარლოტას შორის „სექსი დიდ ქალაქში“-დან. კაცები - მზრუნველ და ერთგულ პარტნიორებსა და სექსუალურად წარმატებულ „ცუდ ბიჭებს“ შორის.
მოცემული კონფლიქტი, აღბეჭდილია შემთხვევითი სექსის მიმართ დამოკიდებულების სხვადასხვაობაში. ის იცვლება „იმედგაცრუებიდან“, „დაცარიელებიდან“, „გაუბედაობიდან“, „სინანულისა“ და „სირცხვილიდან“ „სიხარულამდე“, „სიამაყემდე“, „დაკმაყოფილებასა“ და „ამაღლებამდე“, თუმცა სინამდვილეში დამოკიდებულია, უფრო, ინდივიდუალურ ისტორიაზე. ერთმა ქალბატონმა „შემთხვევითი სექსის“ პროპონენთთაგან, მიიღო ბევრი ნეგატიური კომენტარი TED-ში მის გამოსვლასთან დაკავშირებით. „ის ფაქტი, რომ ის და სხვები ეძებენ შემთხვევითი სექსის ფენომენის ახსნას, აჩვენებს, რომ ჩვენ არ ვთვლით მას ნორმად. არავინ წერს იმაზე, თუ რატომ სვამენ ადამიანები წყალს ან დადიან ტუალეტში, ან რატომ არის „მოდური“ მეგობრებთან რესტორანში ვახშამი, ხოლო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ჯგუფები - „მზარდი ფენომენი“, წერს ერთ-ერთი ჟურნალი.
კი, ქალები გახდნენ უფრო თავისუფალნი. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ თავი სქესობრივი გზით გადადებული დაავადებებისგან და არასასურველი ორსულობისგან. ჩვენ აღარ გვიწევს სასწრაფოდ გათხოვება, რადგან წიკწიკებს საათი. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის უზრუნველყოფა, გამოკვება, მიყვანა და ბანკში იპოთეკის აღება. ჩვენ აღარ გვჭირდება მშობლების ნებართვა, და ჩვენ აღარ გვპარსავენ ბოლომდე პრომისკუიტეტის გამო. არსით, არაფერი არ გვიშლის მოვიქცეთ კაცურად და გვქონდეს შემთხვევითი კავშირები (ჩვენ ასე ხშირად ვაკეთებთ).
თუმცა რჩება ერთი მნიშვნელოვანი რამ - სიამოვნება, და ეს არაა მხოლოდ ორგაზმის გვერდით მონიშვნა (თუმცა ქალები ბევრად უფრო იშვიათად განიცდიან ორგაზმს შემთხვევითი კონტაქტის დროს, ვიდრე კაცები, როგორც ამბობს ის ქალი თავის გამოსვლაში). სექსი და სიამოვნება მისგან - ეს არ არის მხოლოდ ორგაზმი. ეს თანაშეწყობაა, ნდობა, ერთმანეთის გახსნაა, შემეცნება, დიალოგი, ექსპერიმენტები, შეცდომები და ძებნა, მოგზაურობა. სრულიად აღვირახსნილობის დროსაც კი, რთულია მიიღო ყველაფერი ეს ერთჯერადი სექსის დროს შენთვის უცნობ პარტნიორთან.
მეტიც, კარგ სექსში ჩვენ სიყვარულის ჰორმონებით აღვივსებით, განვიცდით მიბმულობას. არ არის გასაკვირი - ქალების 65% და კაცების 45% ამბობენ, რომ ჩუმად იმედოვნებენ შემთხვევითი სექსის ურთიერთობებში გადაზრდას, ხოლო ქალების 51% და კაცების 42% ამბობს, რომ ცდილობდნენ განეხილათ ურთიერთობების დაწყების შესაძლებლობა თავის შემთხვევით პარტნიორთან.
შემთხვევით სექსში შეიძლება მიიღო სხვა რამეც - განმუხტვა, მონიშვნა, გამარჯვების გრძნობა, დაპყრობები. მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი რეცეპტორის D4 (DRD4 VNTR) პოლიმორფიზმსა და შემთხვევითი სექსისკენ მიდრეკილებას შორის. ეს იგივე გენეტიკური მიდრეკილებაა, რომელიც ზრდის რისკისკენ და ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარების ღიაობას, ან მარტივი ენით - დაჯილდოების ჰორმონის, დოფამინის, რეცეპტორის განსაკუთრებულობას.
იმათთვის, ვინც მიდის დიდ სექსში არა მონიშვნის ან გამარჯვების გულისთვის, არამედ სიამოვნებისთვის, მგონია, მნიშვნელოვანია აღიარონ, რომ „უბრალოდ სექსი“ - ეს არაა სექსის შესახებ, „სექსი ვალდებულების გარეშე“ არც ისე მოკლებულია ვალდებულებებს, და „სექსი გრძნობების გარეშე“ არც ისე მოკლებულია გრძნობებს, როგორც ვცდილობთ დავარწმუნოთ საკუთარი თავი.