მალე დაიწყება საახალწლო დღესასწაული, რომელსაც ბევრი ჩვენგანი გაატარებს თვითიზოლაციაში კორონავირუსის პანდემიის გამო. აი რამდენიმე იდეა, რით შეიძლება დაკავდეთ სახლიდან გაუსვლელად.
ჰობის გახსენება ან ახლის დაწყება
სანამ სოციალური ცხოვრება დაპაუზებულია, შეიძლება დროის გამოყოფა იმისთვის, რაზეც ის ადრე არ გყოფნიდათ. მაგალითად, პირველად მრავალი წლის შემდეგ აიღოთ გიტარა ან გაიქცეთ აგარაკზე და გააშენოთ ყვავილნარი. თანაც ინტერნეტში ახლა ბევრი უფასო კურსია თითქმის ყველა თემაზე!
ისაუბროთ ახლობლებთან
იმის მიუხედავად, რომ ფიზიკური კონტაქტები ახლა თითქმის მიუწვდომელია, შეიძლება დაურეკოთ ვიდეოზარით ნათესავებს და მეგობრებს. შესაძლებელია, მოგინდეთ ყოფილ დაქალთან შერიგება, რომელთანაც ოდესღაც აზრთა უთანხმოება გქონდათ.
რამე ახლის მომზადების სწავლა
არსებობს ძალიან ბევრი რეცეპტი, გამოცდილი კულინარებიც ცდილობენ რამე ახალი ნახონ, რაც აქამდე არ გაუსინჯავთ. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ქალაქში შესანიშნავად მოქმედებს საკვების მიწოდების სერვისი, შეიძლება სახლში შეუკვეთოთ ნებისმიერი ინგრედიენტი.
ფაზლის აწყობა ან სურათის დახატვა
ადრე თუ დასცინოდით მოზაიკის, კონსტრუქტორების ან საღებავების მოყვარულებს, ახლა შეგიძლიათ სცადოთ და მიხვდეთ, რომ ეს სულაც არ არის მოსაწყენი! კიდევ შეიძლება მეგობრული შეჯიბრის მოწყობა ვიდეოზარით, მაგალითად თუ ერთად ითვისებთ აკვარელით ხატვას.
სპორტით დაკავება
თუ იყიდით სახლის სარბენ ბილიკს ან ველოტრენაჟორს, იძულებული ჯდომა ოთხ კედელში გახდება კიდევ ერთი საბაბი სპორტული ფორმის გაუმჯობესებისთვის. შეგიძლიათ შეარჩიოთ ვარჯიშები, რომლებიც საერთოდ არ მოითხოვს ფინანსურ საშუალებებს!
კომპიუტერული თამაში
აღიარეთ, ალბათ ადრეც იყავი ამით გატაცებული, მერე ზრდასრული ცხოვრება დადგა და აღარ გყოფნით დრო. ახლა ის მომენტია, როდესაც შეიძლება ძველი თამაშების გახსენება ან ახლების ცდა.
გაჯეტებისგან ყურადღების გადატანა
ეს, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული პუნქტია ბევრისთვის! გათიშე ინტერნეტი, ნუ იყურები ტელეფონში და დაინახავ, რამდენი დრო გათავისუფლდება სხვა საინტერესო საქმისთვის.