კაცს არასდროს მობეზრდება ქალი, რომელთანაც თავს ღმერთად გრძნობს

კაცს არასდროს მობეზრდება ქალი, რომელთანაც თავს ღმერთად გრძნობს

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ჩემს მეგობარ მამაკაცებთან ურთიერთობისას გავარკვიე, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი

გუშინ ჩატარდა გოგოების წვეულება, და მალე ჩვენი დაქალი გათხოვდება. ვისაუბრეთ ხანგრძლივი ურთიერთობების და გათხოვების  შესახებ და დაქალები კითხვებს სვამდნენ: რატომ გახდა ჩემს მამაკაცთან ურთიერთობები საწოლში დაძაბული და მოსაბეზრებელი? რატომ არ ვუნდივარ? რატომ აღარ გვაქვს სექსი ხშირად?

თავში რამდენიმე მიზეზი მომდის:

  1. აღარ ვარ სექსუალური, რადგან მოვიმატე რამდენიმე კილოგრამი!
  2. მას ვიღაც სხვა ჰყავს.
  3. ის იღლება სამსახურში და არ ჰყოფნის ძალა სიახლოვისთვის.
  4. აღარ ვუყვარვარ და არ ვუნდივარ.

ნაწილობრივ, ამასაც აქვს ადგილი!

მოდით გავარკვიოთ, რაშია ქალის ნამდვილი სექსუალურობა?

ლამაზ სხეულში?

გამოხედვაში?

ქალურობასა და გრაციაში?

ყველაფერში ერთად! მაგრამ.. ეს არ არის მთავარი.

ჩემს მეგობარ მამაკაცებთან ურთიერთობისას გავარკვიე, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი საწოლში! აი დასკვნა: კაცობრიობის ძლიერი სქესის ბევრ წარმომადგენელს უნდა იმის ნახვა, თუ როგორ სწყურია ქალს და იცის, როგორ ასიამოვნოს. ამაშია მთელი საიდუმლო. მე ვამბობ ზრდასრულ მამაკაცებზე, რომლებსაც არ აქვთ რაოდენობის კომპლექსი.

ძალიან ხშირად ქალი საწოლში კონცენტრირდება არა თავის შეგრძნებებზე, არამედ იმაზე, დადგა თუ არა პოზაში სწორად, ლამაზად ამოიზნიქა თუ არა, როგორ გამოიყურება ამ მომენტში და ა.შ.

ქალებო, თქვენი მამაკაციც ესთეტია. ის თავად გადაგაბრუნებთ/დაგაყენებთ/დაგსვამთ/დაგაწვენთ ისე, როგორც მოსწონს. ყველა მათგანს უყვარს პარტნიორის ყურება, მათ ეს აღაგზნებთ და თვითონ შეუძლიათ წაგმართოთ ისე, რომ მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება.

ამიტომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ გამოიყურება თქვენი თმა სიყვარულის მომენტში, მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ სიამოვნება პარტნიორისგან და კონცენტრირდეთ შეგრძნებებზე. თუ ყველაფერი მაშინვე არ გამოგდით, წაიკითხეთ შესაბამისი წიგნები, უყურეთ მოცემული თემატიკის ფილმებს, ჩაატარეთ ექსპერიმენტები, სანამ არ ნახავთ იმას, რაც ნამდვილად გიხდებათ. ამით არა მხოლოდ თქვენ გახდებით ბედნიერი, არამედ თქვენი კაციც მაჩოდ იგრძნობს თავს საწოლში. ვერც ერთი ლამაზი პოზა ვერ მოგცემთ ისეთ ეფექტს, როგორც კანკალი თქვენს სხეულში.

ყველაფერი ზემოთ მოყვანილი შეიძლება უბრალოდ რჩევებად ჩამოყალიბდეს:

- შეისწავლეთ თქვენი სექსუალურობა და თქვენი სხეული!

- უფრო მეტი ყურადღება შეგრძნებებს დაუთმეთ და არა გარეგნობას!

- მიეცით მამაკაცს მეტი თავისუფლება. ის თვითონ გააკეთებს ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა.

- ჩაიცვით ის, რაც მას მოსწონს. ეფექტი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

- არ შეგრცხვეთ დაინტერესდეთ მისი ფანტაზიებით!

- მიეცით მამაკაცს უფლება, გმართოთ და გაჩვენოთ ყველაფერი, რაც შეუძლია!

- გააგებინეთ თქვენს მამაკაცს, რომ ის არის საუკეთესო (ოღონდ არ მოატყუოთ.. მოძებნეთ ის, რომელთანაც ასე იფიქრებთ და იგრძნობთ, ეს ხომ თქვენი ბედნიერების და სიამოვნების გულისთვისაა).

მამაკაცს არასდროს არ მობეზრდება ქალი, რომელთანაც თავს ღმერთად გრძნობს!

გაუზიარე მეგობრებს