არსებობს რამდენიმე ცხელი და აშკარა მიზეზი, რომლებიც ამ საქმის უპირატესობებს უსვამს ხაზს!
ცხოვრებაში არის მომენტები, რომლებიც ნამდვილად მშვენიერია. მაგალითად, რთავთ ტელევიზორს იმ მომენტში, როდესაც იქ რობინ უილიამსის სიტყვით გამოსვლის ტრანსლაცია ხდება ფილმისთვის „მკვდარი პოეტების საზოგადოება“. ან როცა სალაროსთან დგახართ, იგებთ, რომ მთელ თქვენს შენაძენზე 30%-იან ფასდაკლებას იღებთ. ის მომენტიც კი, როდესაც თქვენს მობილურ ტელეფონს უყურებთ და იმ ადამიანისგან სმს-ს ელოდებით, რომელიც მოგწონთ, ასევე მშვენიერია.
იგივე სექსსაც ეხება. სიყვარულით დაკავება ნებისმიერ ვარიანტში ყოველთვის კარგია, მაგრამ არსებობს რამდენიმე აშკარა მიზეზი, რომლებიც ამ საქმიანობის უპირატესობას უსვამენ ხაზს.
დილით, როდესაც ყველაზე მგრძნობიარე და მოდუნებულ მდგომარეობაში იმყოფებით, არაფერია უფრო შესანიშნავი, ვიდრე გაცნობიერება, რომ ვიღაც გვერდით გეხუტებათ და სასურველად გაგრძნობინებთ თავს.
დილის სექსი, როგორც შოკოლადის ნამცხვარია საუზმეზე - დიდებულია და სასიამოვნო. ამას გარდა, ვის არ უნდა საწოლში ყოფნა ჩვეულებრივზე ოდნავ დიდხანს?
მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც დილით არიან სექსით დაკავებული, სხვებზე უფრო ჯანმრთელი და ბედნიერი არიან. თქვენი სექსისშემდგომი გაწითლება, რომელსაც სხვა ადამიანები ამჩნევენ, სულაც არ არის ბუნებრივი.
სურვილისგან მოელვარე პარტნიორთან გაღვიძება ასი ათასჯერ ჯობია, ვიდრე მაღვიძარასთან.
ქვემოთ წარმოდგენილია ყველა მიზეზი, თუ რატომ არის დილის სექსი - საუკეთესო სექსი:
- იმიტომ რომ მას ნამდვილად დაიმახსოვრებთ
ეს რაღაც გაგებით გამარჯვებაა, როგორც თქვენთვის, ისე თქვენი პარტნიორებისთვის, რომლებიც შემდეგ ალბათ ყველაფერს დეტალურად გაიხსენებენ.
ჩვეულებრივ თქვენ არაფრის გახსენება არ შეგიძლიათ, რამდენიმე მომენტის გარდა: „მგონია, ეს იყო...ჰმმ... კარგი?“, „ის მცხუნვარე იყო, ჰო?“ მაგრამ დილის სექსის წყალობით თქვენ ყველაფერს თვითონ შეიგრძნობთ.
- თქვენი დღე აშკარად უკეთ დაიწყება
სექსი დილით თქვენს მდგომარეობას და დღეს მთლიანობაში უკეთესს ხდის. მკვლევარებმა ცინცინატის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ დილის სექსი არის სტრესის მოხსნის ბუნებრივი ხერხი და ეს ეფექტი შეიძლება მინიმუმ 7 დღე გაგრძელდეს, რადგან დილის სასიყვარულო თამაში ორშაბათიდანვე შეამსუბუქებს თქვენს მოწყენილ კვირას.
დილის სექსი ასევე ზრდის იმუნოგლობულინ A-ს, ანტისხეულის, დონეს, რომელიც ხელს უწყობს ინფექციებთან ბრძოლას, დოქტორ დები ხერბენიკის თანახმად, რომელიც არის ამერიკელი მეცნიერი და წიგნის „რადგან ეს სასიამოვნოა“ ავტორი. ეს ჰგავს იმას, თუ როგორ იღებთ ყოველდღე ვიტამინებს... უბრალოდ ეს ბევრად სასიამოვნოა.
- შეგიძლიათ დილის ვარჯიში გამოტოვოთ
ეს დილის ვარჯიშის საუკეთესო ალტერნატივაა შხაპის მიღებამდე. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სექსის ერთი საათი იმდენივე კალორიას წვავს, რამდენსაც 30 წუთიანი სირბილი.
ერთი საათის შემდეგ, კაცები და ქალები საშუალოდ 240 და 180 კალორიას წვავენ შესაბამისად.
- ვის არ უნდა დილის ორგაზმით დაწყება?
ეს საშობაო დილას ჰგავს - ნაძვის ხის ქვეშ საჩუქარი გელოდებათ, რომლითაც შეგიძლიათ დატკბეთ.
- რადგან ჯერ კიდევ შიშველი ხართ
ეს აჩქარებს პროცესს, რაც საკვანძო მომენტია კვირის დღეებში. თუ ორივე პარტნიორი შიშველი ხართ, სექსით უნდა დავკავდეთ - ეს ასეა.
- რიგრიგობით შეგიძლიათ ისარგებლოთ მანქანით
ვის უნდა სამსახურში წასვლა, თუ უკვე „მუშაობთ“?
- ეს უფრო ინტიმურია
პირველი რამდენიმე წუთი თქვენი გაღვიძების შემდეგ განსაკუთრებულია. ადამიანთა უმეტესობამ, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტში იმყოფებით , არც იცის, როგორ გამოიყურებით, როგორი სუნი გაქვთ, რას გრძნობთ დილით. ეს მათთვის იშვიათი მომენტია.
გაუზიარეთ ეს მომენტი სხვა ადამიანს და ის თქვენი საიდუმლო გახდება, რომელიც მხოლოდ თქვენ ორმა იცით. სწორედ ეს ხდის დილის სექსს ასეთ ინტიმურს.
თქვენ არაფერი გაქვთ - არც ტანსაცმელი, არც მაკიაჟი, არც გეგმები ამ დღისთვის და არც კბილის პასტა. ეს თავს თავისუფლად გაგრძნობინებთ.
- რადგან სექსი შხაპში ასეთ შთაბეჭდილებას არ ქმნის
წყალი თქვენს სხეულზე, მოსრიალებული ზედაპირი (განსაკუთრებით ის, სადაც თქვენი ფეხებია!), საპონი იმ ადგილებში, სადაც ეს არაკომფორტულია - სექსი შხაპში იგივეა რაც ცუდი სექსი აკვაპარკში, რომლითაც ზაფხულში ხართ დაკავებული, თუ მეტი საქმე არ გაქვთ.
დილის სექსს ყველაზე ხშირად მხიარულ და მრავალფეროვან ატრაქციონების პარკს ადარებენ. დისნეი ლენდს ჯობს.
- ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ ერთმანეთი ფხიზელ მდგომარეობაში გაინტერესებთ
ნებისმიერი სექსი, რომელსაც წინ ალკოჰოლი და ცრემლები არ უძღოდა, იმედს ნიშნავს. და სხვათაშორის, მისით დაკავება ანთებულ შუქზე ჯობია.
- რადგან მოგწონთ სამსახურში ღვარძლიანობისთვის საბაბის ნახვა
კოლეგა 1: როგორ ჩაიარა შენმა ღამემ?
თქვენ: მშვენიერი დილის სექსი მქონდა.
კოლეგა 2: მე ისეთი ნერვიული ვარ.
თქვენ: დილის სექსი დაგეხმარებოდა ამასთან გამკლავებაში. მე ეს ზუსტად ვიცი.
კოლეგა 3: სად გინდა სადილზე წასვლა?
თქვენ: იქ, სადაც მთელი დღე დილის სექსს ყიდიან.
- ეს ყავის საუკეთესო შემცვლელია
სექსი პირველია, რასაც დილით იღებთ. სექსი ბოლომდე გაღვიძების და თავისი თავის მხნედ შეგრძნების უფრო სასიამოვნო ხერხია, ვიდრე ყავა.
თუ მასზე დამოკიდებული გახდებით, ეს გასაგებიცაა.
- მაღალ განწყობაზე დგებით
განსაკუთრებით, როდესაც პარტნიორის ტერიტორიაზე ხართ, დილის სექსი არის იმ ფაქტის დამტკიცება, რომ ღამე ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. უხეში სექსი გქონდათ. ახლა კი მალე მიდიხართ სახლში. წასვლის დროა!
- არაფერი ისე კარგად არ გაგაღვიძებთ, როგორც კარგი სექსი დილით
დილის ღრმა შესუნთქვა, სექსის შემდგომი სიწითლე და დღის შუქი, რომელიც თქვენი სახის ნაკვთებს უსვამს ხაზს - დილის სექსი საუკეთესო მაღვიძარაა, რომელიც გამოღვიძებად ღირს.