სექსუალური ცხოვრება - დინამიური და ცვალებადი სტრუქტურაა. შეუძლებელია იმის მიღწევა, რომ ყოველთვის ყველაფერი კარგად იყოს. ზოგჯერ რაღაც არ მიდის ისე, როგორც გვინდა, ხოლო ჩვენ პრობლემის წყაროს ვერ ვნახულობთ. ამ სტატიაში წარმოდგენილი „საგანგაშო სიგნალების“ სია დაგეხმარება იმის შემოწმებაში, ყველაფერი წესრიგშია თუ არა საწოლში.
სექსის ინიციატორი ყოველთვის რომელიმე ერთი პარტნიორთაგანია
სექსოლოგი, დოქტორი ჯეს ო’რეილი გვიყვება, რომ ადამიანები ხშირად არიან თავისი პარტნიორებით უკმაყოფილო, რადგანაც ისინი სექსში ინიციატივას არ ავლენენ. „ადამიანების უმეტესობას უნდა, რომ მათი პარტნიორები პირველები იწყებდნენ - ეს თავს სასურველად აგრძნობინებთ“. საბედნიეროდ, დრო, როდესაც მხოლოდ კაცს შეეძლო სექსუალური ხასიათის ინტერესის გამოვლენა, წარსულს ჩაბარდა.
რა გავაკეთოთ: ყველაფერი მარტივია. თუ ჩვეულებრივ, ინიციატორი შენი პარტნიორია, და არა შენ, მიეცი საშუალება, თავი სექსუალურად იგრძნოს, პირველი ნაბიჯი გადადგი, და დაჯილდოვდები. თუ ჩვეულებრივ, შენ ხარ ინიციატორი - დროა, სერიოზულად დაილაპარაკოთ.
დიდი ხანია, რაც მასტურბაციით არ ყოფილხარ დაკავებული
მასტურბაცია სასარგებლოა! იმის მიუხედავად, გაქვს თუ არა ურთიერთობა, თვითდაკმაყოფილება - ახალი ჰორიზონტების აღმოჩენის, საკუთარი სხეულის უკეთ გაცნობის და სიამოვნების ახალი გზების ნახვის შესაძლებლობაა.
რა გავაკეთოთ: სიმართლე რომ ვთქვათ, ბევრს კარგავ, თუ თვითდაკმაყოფილების შესახებ გავიწყდება. დღესვე საღამოს წადი აბაზანაში და საკუთარი თავით დატკბი!
არ საუბრობთ სექსის შესახებ
ბევრ წყვილს ამ ბარიერის გადალახვა უჭირს - ყველას შთაგვაგონეს, რომ ასეთ რაღაცებზე საუბარი არ არის მიღებული. მორცხვიც რომ არ იყოთ და სიყვარულით მხოლოდ საბნის ქვეშ და გამორთული შუქით არ იყოთ დაკავებული, ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან გულწრფელი საუბარი შეგიძლიათ. „ კარგი სექსი - სიამოვნების იდეალური რეცეპტის ნახვის საშუალებას უნდა იძლეოდეს“,- თვლის ერთ-ერთი სექსოლოგი.
მეტიც, თუ სექსით „სექსის გულისთვის“ ხარ დაკავებული და მუდმივი პარტნიორი არ გყავს, მით უმეტეს, უნდა უთხრა შენს ახალ პარტნიორს, თუ რას ელოდები მისგან. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მოლოდინები ერთმანეთს დაემთხვეს.
რა გავაკეთოთ: მარტივით დაიწყე. მაგალითად, „ მომწონს, როგორ გამოიყურები ტანსაცმლის გარეშე“. მოუყევი მას, კონკრეტულად რა მოგწონს იმაში, რასაც აკეთებს.
ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებთ
არა, სექსუალური ცხოვრება ყოველთვის არ არის „დღესასწაული“, გულწრფელი თუ ვიქნებით. მაგრამ თუ თქვენი სექსუალური თამაშების სცენარის და მისი წვრილმანების წინასწარ გამოცნობა შეგიძლიათ - ეს საბაბია დაფიქრებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ, თუ პარტნიორის ქცევა არაპროგნოზირებადია, დოფამინის დონე ორჯერ მაღალია, ვიდრე როდესაც ქცევა მოსალოდნელია.
რა გავაკეთოთ: ნებისმიერი რამ, რაც აქამდე არ გაგიკეთებია. ნუ იქნება კარდინალური ცვლილებები - არ არის საჭირო, შეყვარებულის დახვედრა კოსტუმში წკეპლით ხელში, მცირედით დაიწყე: ახალი პოზით, ყურზე სექსუალური ჩურჩულით ან სხვა სასიამოვნო ბონუსებით.
ზოგჯერ შენ სექსზე თანახმა ხარ, თუმცა საერთოდ არ გინდა
„სექსი სიბრალულის გამო“- ამაზე უარესი რა უნდა იყოს? ბევრი ქალი თავის პატნიორს უთმობდა და მათთვის სასიამოვნოს გაკეთებას თანხმდებოდა. დაიმახსოვრე: ერთია, როდესაც შენ არ გინდა, მაგრამ იცი, რომ „გახურდები“ პროცესში, და სულ სხვაა, როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ მთელი „მოქმედება“ სურვილის გარეშე წარიმართება.
რა გავაკეთოთ: უფრო სწორად, რა არ გავაკეთოთ. გახსოვდეს, რომ სექსი ორივე თქვენგანისთვის სასიხარულო უნდა იყოს, სექსის „გაყიდვა“ სიკეთის, კომპლიმენტების და ლამაზი კაბის ფასად - ამაზრზენი საქმეა.
ერთ-ერთ თქვენგანს მეორის ორგაზმი საერთოდ არ ადარდებს
ალბათ უკვე იცი, ქალისთვის რთულია მხოლოდ ვაგინალური სექსით ორგაზმის მიღება - მსგავსი რამ, მხოლოდ 30%-ს გამოსდის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან შენი ორგაზმი საერთოდ უნდა დააიგნოროს. დიახ, კულმინაცია არ არის სექსში ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ალბათ დაგვეთანხმები, რომ ეს მისი სასიამოვნო დასასრულია.
იგივე წესი საწინააღმდეგო მიმართულებითაც მოქმედებს - არიან კაცები, რომელთაც გათავება უჭირთ და ამის დაიგნორება არ შეიძლება. სექსი ორმხრივი უნდა იყოს, და საქმე ცუდადაა, თუ არც ერთს არ გადარდებთ მეორისთვის სიამოვნების მინიჭება.
რა გავაკეთოთ: თუ მას არ აინტერესებს, მოგეწონა თუ არა - გაიქეცი. მართლა. მაგრამ თუ მან ვერ გაიგო, გაათავე თუ არა, შენ კი ორგაზმს ვერ მიაღწიე, მოუყევი მას „ალტერნატიული ვარიანტების“ შესახებ. ბოლოს და ბოლოს, მას არა მხოლოდ პენისი, არამედ თითებიც აქვს.
არასდროს ეხუტებით ერთმანეთს სექსის შემდეგ
ტორონტოს უნივერსისტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: გამოკითხეს 335 მონაწილე (138 კაცი და 197 ქალი), თუ რამდენად კმაყოფილი არიან თავისი ურთიერთობებით. მკვლევრებს ასევე სურდათ, გაერკვიათ, რომელი ფაქტორები ახდენს გავლენას სექსუალური ცხოვრების ხარისხზე.
აღმოჩნდა, რომ არც პრელუდია, არც უშუალოდ სქესობრივი აქტი დაკმაყოფილების ხარისხზე დიდ გავლენას არ ახდენენ , ხოლო სექსის შემდეგ ჩახუტება - ძალიან დიდ როლს თამაშობს. კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ წყვილები, რომლებიც სექსის შემდეგ მეტ დროს ატარებდნენ ერთად, ერთმანეთს ეხუტებოდნენ, კოცნიდნენ და ეფერებოდნენ - თავისი ინტიმური ცხოვრებით უფრო კმაყოფილი არიან, ვიდრე ისინი, ვინც მაშინვე იძინებდა.
სექსის დროს გტკივა
სექსი არ უნდა იყოს მტკივნეული ციკლის არც ერთ დღეს. მაგრამ ის იდეალური ყოველთვის არ არის. მთავარი რჩევა ყოველთვის შეუცვლელი რჩება: თუ სიყვარულით დაკავება არასასიამოვნო შეგრძნებებს განიჭებს, მიმართე ექიმს.