რითი გვემუქრბა სექსისგან თავის შეკავება

რითი გვემუქრბა სექსისგან თავის შეკავება

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ფსიქოლოგები და სექსოპათოლოგები ამტკიცებენ, რომ სექსისგან ხანგრძლივი თავშეკავება ვნებს ორგანიზმს

სექსი არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. სექსი სჭირდებათ კაცებსაც და ქალებსაც, თანაც არ მხოლოდ გვარის გასაგრძელებლად, და არა მხოლოდ სიამოვნებისთვის. სექსი ჯანმრთელობაა. ამიტომ ინტიმური სიახლოვისგან თავშეკავება ხშირად ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანზე. დეტალები წაიკითხეთ ამ სტატიაში.

ნებისმიერი თავშეკავება ცუდია. მათ შორის სექსისგან. თქვენ შეიძლება სხვადასხვა მიზეზები გქონდეთ, რომლის გამოც თქვენს ცხოვრებაში არასაკმარისი სექსია. უკიდურესობა არის უწესრიგო სექსუალური ცხოვრება. მაგრამ სექსის სრული არყოფნა ბევრად უფრო სერიოზული პრობლემაა. ფსიქოლოგები და სექსოპათოლოგები ამტკიცებენ, რომ სექსისგან ხანგრძლივი თავშეკავება ვნებს ორგანიზმს, მეტიც, ასეთი მდგომარეობის შემდეგ ორგანიზმი სუსტდება და უჭირს ნორმალურ რითმში მუშაობა.

  1. გაღიზიანება და აგრესიულობა

ხუმრობები ქალის დაუკმაყოფილებლობის და მისი აგრესიული ქცევის შესახებ არ გაჩნდა ცარიელ ადგილზე. მართლაც, სექსით დაკავების დროს განწყობა აშკარად უმჯობესდება. უბრალო ფსიქოლოგიური დაკმაყოფილების გარდა, სქესობრივი აქტის პროცესში ადამიანის ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი ენდორფინი, რომელიც პასუხისმგებელია კარგ განწყობაზე და ადამიანის მიერ სამყაროს პოზიტიურად აღქმაზე.

  1. მტკივნეული მენსტრუაცია

ქალებს სექსის დროს გამოეყოფათ ესტროგენი, რომელიც ახშობს ტკივილებს, დაკავშირებულს პრემენსტრუალურ სინდრომთან. ესტროგენების გარდა, არსებობს ისეთი ჰორმონი, როგორიცაა ოქსიტოცინი, რომელიც ხვდება სისხლში ორგაზმის წინ. ოქსიტოცინის მოქმედების ქვეშ წარმოიშობა ტკივილგამაყუჩებელი ენდორფინები - მორფინის ბუნებრივი ანალოგები.

  1. ჭარბი წონა

რა თქმა უნდა, საუბარი არ არის კრიტიკულ სიმსუქნეზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ გოგონებმა, რომლებიც დაშორდნენ მუდმივ პარტნიორს და დიდი ხნით შეწყვიტეს სქესობრივი ცხოვრება, აშკარად მოიმატეს წონაში. აღგზნებულ ადამიანს პულსის სიხშირე ეზრდება 70-დან 150 დარტყმამდე წუთში - იგივე, როგორც მძიმეათლეტს ძელის აწევის დროს. ერთი სქესობრივი აქტი წვავს დაახლოებით იმდენივე კალორიას, როგორც სარბენ ბილიკზე კარგ ტემპში 15 წთ სირბილი.

  1. იმუნიტეტის დაქვეითება

ადამიანების სისხლი, რომლებიც რეგულარულად არიან სექსით დაკავებული, შეიცავს 30 % -ით მეტ ანტისხეულებს, ვიდრე თავშეკავების მომხრეების. ამიტომ სექსუალურად აქტიურ ქალებს ბევრად იშვიათად აქვთ გრიპი, გაციება და სხვა ინფექციური დაავადებები.

  1. მეხსიერების გაუარესება

ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ორგაზმის დროს სისხლის მიმოქცევა ორგანიზმში ხდება უკიდურესად მაქსიმალური სისწრაფით და ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი მალე აღწევს ყველა ორგანოს, მათ შორის ტვინსაც. ხოლო ჰორმონალური სისტემის მართვის ცენტრი - ჰიპოტალამუსი - აკონტროლებს ასევე მეხსიერების და სწავლების ცენტრის მუშაობას. ესე იგი, თითოეული ორგაზმით ქალები იმაღლებენ თავის IQ-ს !

  1. უძილობა

ხარისხიანი სექსის შემდეგ კარგად და სწრაფად იძინებთ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სექსის დროს ჰორმონი ოქსიტოცინის მზარდ დონეს აქვს ძლიერი დამამშვიდებელი ეფექტი და არის შესანიშნავი ბუნებრივი საძილე საშუალება. ხოლო სექსუალური განმუხტვის შემდეგ, სისხლში მკვეთრად მცირდება გლიკოგენის მარაგი - ცხოველური სახამებლის, რომელიც კვებავს კუნთებს. როდესაც ის აკლია ორგანიზმს, ადამიანი თავს არაკომფორტულად გრძნობს.

  1. პრობლემური კანი

რეგულარული სექსის დროს ორგანიზმში იზრდება ქალებისთვის მნიშვნელოვანი კოლაგენის შემცველობა, რომელიც, როგორც ცნობილია, ხდის კანს უფრო გლუვს და რბილს. ხოლო სექსის დროს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული პროგესტერონი სახეს წმენდს მუწუკებისგან. იმავე ამერიკელი მეცნიერების კვლევების თანახმად, წყვილები, რომლებიც მუდმივად არიან დაკავებული სექსით როგორც მინიმუმ კვირაში სამჯერ, 30 წლის შემდეგ გამოიყურებიან 2-3 წლით ახალგაზრდულად, ვიდრე მათი ტოლები, რომლებიც თავს იკავებენ სექსისგან.

 

დაკავდით უსაფრთხო სექსით და იყავით ჯანმრთელი!  

 

გაუზიარე მეგობრებს