6 „ხრიკი“ საუკეთესო თვითდაკმაყოფილებისთვის

6 „ხრიკი“ საუკეთესო თვითდაკმაყოფილებისთვის

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

როგორც ცნობილია, თვითდაკმაყოფილება - არა მხოლოდ მოზარდების საქმიანობაა, რომლებიც შეისწავლიან საკუთარ სხეულს, არამედ ზრდასრულებისაც, რომლებიც არსებითად, იგივეთი არიან დაკავებული. ეს საქმიანობა სულაც არ არის უცნაური, არამედ მომადუნებელი, საკუთარ თავთან დროის გატარების კარგი ხერხია და არსებობს ტექნიკები, რომლებიც ხსნის მასტურბაციის მთელ პოტენციალს!

  1. შეისწავლე შენი სხეულის აღნაგობა

რა თქმა უნდა, შენ იცი სად მდებარეობს კლიტორი და როგორ გამოიყურება სინამდვილეში. და თუ გახსოვს, რომ გარედან ჩანს მისი მხოლოდ  მცირე ნაწილი? სასარგებლოა ნახატების დათვალიერება, სადაც მონიშნულია კლიტორის ყველა შემადგენელი.  მერე აიღე სარკე და შეისწავლე ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, პრაქტიკაზე.

  1. გაარკვიე, რა აღგაგზნებს

ეს, ალბათ,  მთავარი მომენტია, რადგან ყველა ადამიანს თავისი უპირატესობა აქვს. არსებობს, მაგალითად, კლიტორის შეხების ბევრი ხერხი, პირდაპირი ძლიერი კონტაქტის გარდა. არსებობს გარკვეული ნახატები, რომლებიც აღაგზნებს. ამ ყველაფრის ცოდნით, შენ მიიღებ ბევრად მეტ სიამოვნებას.

  1. დაიწყე კლიტორის მოფერებით

სპეციალისტი-სექსოლოგები სთავაზობენ გარე სასქესო ორგანოების - ვულვას მოფერებით დაწყებას. შემდეგ მონახეთ თითებით კლიტორი, მისი გამოცნობა სხვა ნაწილებისგან ადვილია შეხებით. სცადეთ სხვადასხვა სიჩქარე და დაჭერის ძალა. თუ თვითონ კლიტორის მოკიდება არც ისე სასიამოვნოა, შეიძლება გადაანაწილოთ დატვირთვა სასქესო ტუჩებზე სხვადასხვა მოძრაობებით.

  1. იყიდეთ სექს-სათამაშო

კარგი ვიბრატორი შეიძლება გახდეს შესანიშნავი თანამგზავრი სექსუალურ მოგზაურობაში სიამოვნების მისაღებად. თუ გრცხვენია მისი ყიდვის მაღაზიაში, შეიძლება აირჩიო და შეუკვეთო ინტერნეტში. დროთა განმავლობაში შენი პირადი კოლექცია სავარაუდოდ გაფართოვდება.

  1. შეისწავლე G წერტილი

ითვლება, რომ ეს ადგილი მდებარეობს საკმაოდ ღრმად ვაგინას შიგნით, შორეულ კედელზე (რომელიც ყველაზე ახლოსაა კუჭთან, თუ ვილაპარაკებთ ანატომიური სიზუსტით). მისი სტიმულირება შეიძლება სპეციალური სათამაშოთი ან თითებით და თუ პარალელურად შეეხებით კლიტორს - მეტ სიამოვნებას მიიღებთ! მაგრამ G წერტილი ყველასთვის ერთნაირად აღმგზნებად არ მუშაობს, ეს უნდა გახსოვდეთ.

  1. არ კონცენტრირდე ორგაზმზე

თუ შენ არაფრით გამოგდის მასტურბაციისას ორგაზმის მიღწევა, იწყებ ფიქრს, რომ რაღაც ისე არ არის, რადგან თვლი, რომ ეს უნდა იყოს ადვილი! სინამდვილეში ბევრი ქალი ვერ იღებს ორგაზმს ამ პირობებში, უბრალოდ არ არის მიღებული ამის აღიარება. თუ ამის გამო განიცდი, ორგაზმის მიღების ალბათობა კიდევ უფრო მცირდება, რადგან შენ ყურადღება გადაგაქვს პროცესიდან. სპეციალისტები გვირჩევენ მოვდუნდეთ, არ ვიჩქაროთ და არ ჩავთვალოთ ორგაზმი აუცილებელ „საბოლოო პუნქტად“. მიიღეთ სიამოვნება თვითონ პროცესისგან, მასტურბაცია ხომ ტვინის სხეულთან კავშირის კიდევ ერთი ხერხია! პარადოქსალურია, მაგრამ ფაქტია: ამ შემთხვევაში ორგაზმის მიღების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება!

წარმატებები!

 

გაუზიარე მეგობრებს