არსებობს უამრავი ნიუანსი, რომლისგანაც ყალიბდება საუკეთესო საყვარელი. რა თვისებების და დამსახურებების გამო უწერენ საწოლში მამაკაცები „ფრიადს“ ქალებს? როგორ გახდეთ საუკეთესო საყვარელი და მიიღოთ უმაღლესი ქულა კაცისგან - ამაზე ოცნებობენ ის ქალბატონებიც კი, ვისაც სკოლაში ცუდი ნიშნები ჰქონდათ. ზოგადად, იციან თუ არა მამაკაცებმა, ვინ არის ნამდვილი საყვარელი? აქვთ თუ არა ცნობიერში ასეთი ცნება? შეიძლება, ბიჭებს უხარიათ კიდეც, რომ პარტნიორი არ ეძახის მათ სხვა სახელს და არ იძინებს დროზე ადრე? არსებობს უამრავი ნიუანსი, რომლისგანაც ყალიბდება საუკეთესო საყვარელი. აი 6 წესი, რომელიც გოგონებმა უნდა გაითავისონ.
წესი № 1 - სექსი ენთუზიაზმით
როგორ გახდეთ საუკეთესო საყვარელი? - აქტიურად უნდა იმუშაოთ თეძოებით საწოლში. აქტიურობის მიზეზი კაცებისთვის საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი (იქნება ეს ვნება თუ ღამე მიღებული კალორიების დაწვის სურვილი), მთავარია ენთუზიაზმით იმუშაოთ. ზედმეტად კვნესა ან თვალების უკან გადაგორება არ შეგიშლით ხელს. თუ სიმულიანტ ქალებს კაცები ეგუებიან, ზარმაცებთან ეს არ მოუნდებათ. კაცებისთვის მოსაბეზრებელია სიყვარულით დაკავება პარტნიორის გარეშე, ასე თუ ისე სექსი - გუნდური თამაშია. თუ გამოხატავთ ბობოქრობას, სექსუალურ აქტიურობას, ლიბიდოც გაიღვიძებს. კაცს თვალებში ნაპწერწკლები და აზარტი უნდა დაანახოთ.
წესი № 2 - ექსპერიმენტებისთვის მზადყოფნა
თუ მოუსმენთ კაცებს, თუ როგორ გახდეთ საუკეთესო საყვარელი, მაშინ საძინებელი სამეცნიერო ლაბორატორიად გარდაიქმნება. კაცები დარწმუნებული არიან, რომ თუ რამე უცნაურს მოიფიქრებენ, მაშინ პარტნიორი ყველაზე ბედნიერი იქნება სამყაროში. კაცებს უჩნდებათ ნოვატორული აზრები იმიტომ, რომ უნდათ კვალის დატოვება. ექსპერიმენტების უმეტესობის მიზანი არ არის ორგაზმის განაგრძლივება ან ახლის მიღება. თვითონ ექსპერიმენტია მიზანი. კაცებს უყვართ ექსპერიმენტები და ახლის ცდა. საუკეთესო საყვარელი არ უსაყვედურებს კაცს, რომ სულ გაგიჟდა, არამედ მისცემს მას გამოხატვის შესაძლებლობას. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტის მერე იმის აღიარება, რომ ფანტასტიური იყო.
წესი № 3 - თქვი „კი“
ინტიმური ცხოვრება მნიშვნელოვნად გამარტივდებოდა, პარტნიორები რომ აძლევდნენ ერთმანეთს კონკრეტულ ინსტრუქციებს საძინებელში შესვლის წინ რა და როგორ გააკეთონ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გახდეთ საუკეთესო საყვარელი. არსებობს სხვა ხერხი, როგორ გამოასწოროთ პარტნიორის მოქმედებები ისე, რომ არ ახსნათ, სად არის კლიტორი. უბრალოდ უნდა თქვათ „კი“ და დაუმატოთ ამ სიტყვას „ნაზად“, „ქვემოთ“ ან „ზემოთ“. ასე კაცს არ გაუცრუვდება იმედი, ხოლო ქალი მიმართავს მის ალერსს სწორ ადგილას. კაცები ნამდვილ საჩუქრად თვლიან ქალს, რომელიც მზადაა მოყვეს თავისი სხეულის შესახებ.
წესი № 4 - თქვი „არა“
ქალს ურჩევნია შეწიროს თავისი ორგაზმი, ვიდრე მიუთითოს კაცს მის არასწორ მიმართულებაზე. კაცები კი თვლიან, რომ საუკეთესო საყვარელმა უნდა იცოდეს უარის თქმა, უფრო სწორად, წინააღმდეგობის გაწევა. თუ გოგონა ყოველთვის მზადაა (ყველაფრისთვის), ეს უბრალოდ არ არის საინტერესო. კაცის აზრის უკუგდებით, არ დაგავიწყდეთ თქვენი სცენარის შეთავაზება. იმის მაგივრად, რომ უსაყვედუროთ მეუღლეს ანალური სექსის გამო, ჯობია უარი უთხრათ. კაცებს ზოგჯერ უბრალოდ არ ესმით, რატომ არ გააჩერა პარტნიორმა ისინი დროულად.
წესი № 5 - ვაჩვენებთ ჩვენს თავს
კაცებს ყურება უყვართ - პორნოს ყურება, სტრიპ-ბარებში წასვლა - ისინი სრული ვიზუალები არიან. ქალი ზემოდან - მათი მთავარი ეროგენული ზონაა, რომელიც უნდა დაატკბონ. მაგრამ ქალებს აქვთ ათასობით მიზეზი, რომ საბანი დაიფარონ - ზედმეტი კილოგრამები, თმა, მუწუკები, სტრიები, ცელულიტი და უამრავი სხვა არგუმენტი. სინამდვილეში კაცი არ ათვალიერებს თავის შეყვარებულს და არ აფასებს, რამდენად სრულყოფილია და არ აქვს ნებისმიერი წვრილმანის მიმართ პრეტენზია. კაცებისთვის საინტერესოა იქ ყურება, სადაც მიმდინარეობს მთავარი წარმოდგენა. რატომ უნდა გქონდეთ კომპლექსი, თუ კაცი თავის ფანტაზიებში მაინც წარმოიდგენს რომელიმე სუპერ ქალს?!
წესი № 6- მეტი სექსი
კაცების უმეტესობას ესმის, რომ ქალები უპირატესობას ანიჭებენ ყველაზე დახვეწილ ალერსს, რომანტიულ სანთლებს და აბრეშუმის თეთრეულს. მაგრამ კაცები თავისი ბუნებით უხეში და თმიანი არიან და სპონტანურობა უნდათ, მეტი სექსუალური ბიძგი პარტნიორის მხრიდან. ასე რომ, ზოგჯერ უნდა მისცეთ მათ შესაძლებლობა, განუდგნენ ცივილიზებულ მიდგომას და დაკავდნენ ნამდვილი მხეცური სექსით.