თუ აქამდე არ გსმენიათ ეს ინფორმაცია, ჩაუჯექით, საინტერესოა.
- ნადირობასთან, ცეცხლის გაჩაღებასა და კლდეზე ფერწერასთან ერთად, ქვის ხანის ადამიანებმა კიდევ ერთი რაღაცა შექმნეს. პირველი არქეოლოგიურად დასაბუთებული ფალოიმიტატორი დაახლოებით 28 000 წლისაა.
- ეს ფალოსური სექს-სათამაშო შედგებოდა პოლირებული ალევროლიტისგან და 18, 796 სმ სიგრძის და 3,81 დიუიმი სიგანის იყო. წონა კი 220 გრამს შეადგენდა.
- მე-17 საუკუნეში ფალოიმიტატორები უკვე ფართოდ ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში. საფრანგეთში მას უწოდებდნენ „გოდემიჩე“-ს (ანუ ხელოვნური პენისი).
- მე-17 საუკუნეში იტალიაში ფალოიმიტატორებს უწოდებდნენ „დილეტტოს“-ს. (სიამოვნება, სიხარული).
- მე-18 საუკუნეში გაჩნდა საგნები ზერეალისტური სიამოვნებისთვის: ტყავის ტომრები, ფორმირებული კაცის სასქესო ორგანოს ფორმით, იყო შევსებული ცხელი რძით, რომელსაც გამოისროდა მისგან გარე წნევით. ამ ხელსაწყოს ჰქონდა ერთი ნაკლი: ის, ვისაც ეჩქარებოდა, იწვავდა თავის ყველაზე მგრძნობიარე სხეულის ნაწილებს.
- 1734 წელს რომელიღაც გამჭრიახე ადამიანმა საფრანგეთიდან გამოიგონა მექანიკური ვიბრატორი სახელად „ Le Tremoussoir”.
- ვიქტორიანულ ეპოქაში ვიბრატორები ძირითადად გამოიყენებოდა კაცების (!) სამკურნალოდ, ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა თავის ტკივილი და შეკრულობა.
- 1869 წელს დოქტორ ჯორჯ ტეილორმა წარუდგინა მსოფლიოს მანიპულატორი. ის ორთქლზე იყო და იმდენად დიდი, რომ მისი ძრავა მდებარეობდა ცალკე ოთახში, ხოლო ვიბრირებადი ნაწილი კედლიდან იყო ამოშვერილი.
- მანიპულატორის გაჩენის მიზეზი საკმაოდ კურიოზულია: ჯორჯ ტეილორს მეტი აღარ სურდა, განეკურნა თავისი პაციენტი ქალები ისტერიიდან ხელების გამოყენებით. ვარაუდობენ, რომ მკურნალობას, რომელსაც ახლა უბრალოდ მასტურბაციას ეძახიან, შეეძლო შეემსუბუქებინა ისტერიის მსვლელობა და მისი სიმპტომები მოეხსნა: დაღლილობა, მღელვარება, გაღიზიანება. უნდა ითქვას, რომ პაციენტები ტოვებდნენ ექიმს „აღფრთოვანებულები, თითქოს შამპანური მიირთვეს“.
- 1883 წელს ჯოზეფ მორტიმერ გრანვილმა წარადგინა Granville’s Hammer - ელექტრული ვიბრატორი სხვადასხვა საცმით და მძიმე, მაგრამ მძლავრი ბატარეით.
- გრანვილის გამოგონება ფილმი „ისტერია“-ს საფუძველში დევს, რომელიც ეკრანზე გამოვიდა 2011 წელს.
- მას შემდეგ, ჩანს, გამოგონების განვითარების სურვილი იყო დაუშრეტელი: საერთაშორისო გამოფენაზე პარიზში 1900 წელს წარმოადგინეს დაახლოებით ათზე მეტი სხვადასხვა ვიბრატორი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ჭერზე იყო ჩამოკიდებული, ან იყო მიმაგრებული მოძრავ ხელსაწყოებზე.
- ქალები - სამზარეულოში! 1918 წელს ამერიკულმა კომპანია Sears, Roebuck & Co-მ წარმოადგინა მრავალფუნქციური სამზარეულოს ხელსაწყო, რომელიც შედგებოდა სარევისგან, ვენტილატორსა და ვიბრატორისგან (!).
- თითქოს ჩანს, რომ დამაიმედებელი დასაწყისია. მაგრამ ჯერ კიდევ რატომ არ გვაქვს მფრინავი კოსმოსური ვიბრატორები? საქმე ის არის, რომ ვიბრატორებს ეწინააღმდეგებოდნენ აშშ-ში და 1920 წლიდან 1960 წლის ბოლომდე მათი რეკლამა იყო სრულიად აკრძალული.
- 1960-იანი წლების სექსუალურმა რევოლუციამ დააბრუნა ინტერესი სექს-სათამაშოების მიმართ და ამის მერე ხალხი უკვე აღარ კარგავდა დროს! პირველი უკაბელო ვიბრატორი ბატარეის კვებით წარადგინეს 1968 წელს.
- მე-20 საუკუნის ნახევრამდე ვიბრატორებს ძირითადად შუშისგან ან ხისგან (!) აწარმოებდნენ. მერე დაიწყეს სხვადასხვა პლასტმასის და ლატექსის გამოყენება.
- 60-იანი წლების ბოლოს გერმანელმა ჟურნალისტმა და მწერალმა ოსვალდ კოლლესმა მოაწყო რევოლუცია მსოფლიოში, როგორც „სექსუალური აღზრდის გურუმ“. მის ფილმებს, ისეთი როგორიცაა „სიყვარულის ხელოვნების სახელმძღვანელო“ (Das Wunder der Liebe) 1968 წელს უყურა 140 მილიონმა მაყურებელმა მთელ მსოფლიოში.
- აშშ-ში სექს-პედაგოგი ბეთს დოდსონი იყო ერთადერთი ვინც გახადა ვიბრატორები პოპულარული. 70-იანებში ის წერდა სტატიებს და კითხულობდა ლექციებს, რომლებიც ვიბრატორის ღირსებებს ეძღვნებოდა.
- 1996 წელს Fun Factory გახდა პირველი კომპანია, რომელმაც ფერადი სილიკონი გამოიყენა ვიბრატორისთვის.
- 90-იანი წლების ბოლოს ბაზარზე გაჩნდა კეგელის პირველი ტრენაჟორები Fun Factory Sfera Duo.
- 2000-იანი წლების დასაწყისში მეან-გინეკოლოგებთან თანამშრომლობისას Sfera Duo გახდა Smartballs ბურთულები, რომლებიც იდეალურად უხდებოდა მენჯის დიაფრაგმის ვარჯიშისა და ფორმის შენარჩუნებას. ბურთულებს ჰქონდათ კიდევ ერთი ფუნქცია - სექსის ხარისხის გაუმჯობესება შეეძლოთ.
- 2002 წლიდან Fun Factory ვიბრატორები გახდა წყალგაუმტარი და მართვის ერგონომიული ბლოკით აღჭურვილი.
- Layaspot-მა მოაწყო რევოლუცია სექს-სათამაშოების სამყაროში. დღეს Laya II ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური ვიბრატორია და მუდმივი ბესტსელერი!
- 2005 წელს Fun Factory-ის ინჟინრებმა შეიმუშავეს პირველი მრავალჯერადი დატენვის ვიბრატორი.
- და კიდევ ერთი რამ: პირველი საფლაგმანო მაღაზია Fun Factory გაიხსნა 2020 წლის აპრილში ბერლინში. ინტერიერის დიზაინი დაპროექტებულია ნიუ-იორკელი დიზაინერის, კარიმ რაშიდის მიერ. 4 თვის შემდეგ მაღაზიამ მიიღო პრესტიჟული ჯილდო Red Dot დიზაინისთვის. 2012 წელს Fun Factory-მ გადადგა კიდევ ერთი რევოლუციური ნაბიჯი და წარმოადგინა პულსატორი. სათამაშო, რომელიც ხელების გარეშე მოძრაობს წინა და უკან ვიბრაციის მაგივრად. 2015 წელს Fun Factory-მ გაიყვანა პულსატორების ტექნოლოგია ახალ დონეზე Bi Stronic Fusion-ის დახმარებით- ეს არის ორმაგი მოქმედები სათამაშო კლიტორის და საშოს სტიმულაციისთვის.