შენც გაინტერესებს, როგორ იცავდნენ თავს ავადმყოფობებისგან ძველ დროს? კონტრაცეპციაზე იმ დროს, ცხადია, არც ფიქრობდნენ... გააოცე მეგობრები ერუდიციით!
-
ძველი გარსები, 2000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე
ინფექციებისგან თავის დასაცავად ეგვიპტელები იყენებდნენ სელის ქსოვილის ნაწილებს. ორსულობისგან თავს იცავდნენ კალენდარული მეთოდის და ეაკულაციის შეწყვეტის მსგავსი რაღაცით. არის იმის მტკიცებულებაც, რომ ნიანგის ფეკალიებს და თაფლს იყენებდნენ როგორც სპერმიციდებს.
-
შუასაუკუნეების დაცვა, ჩვენი წელთაღრიცხვის 14 საუკუნე
დროთა განმავლობაში პრეზერვატივები დაემსგავსა იმათ, რომლებიც ახლა არსებობს. მაგალითად, ჩინელები იყენებდნენ კრავების ნაწლავებს და აბრეშუმის დაზეთილ ქაღალდს, იცვამდნენ რა პენისის თავზე. იაპონელები წინ წავიდნენ და თავს იცავდნენ ცხოველების რქების, ტყავის და კუს ჯავშნების დახმარებით.
-
რეზინი, 1839
თანამედროვე გარეგნობას უნდა ვუმადლოდეთ ჩარლზ გუდიერს, Goodyer Tires-ის პრეზიდენტს. მან მოიგონა რეზინის დამუშავების ახალი მეთოდი და გაავრცელა ის კონტრაცეპციაზე.
-
ლატექსის მშველელი, 1912
პოლონელმა ჯულიუს ფრომმა სრულყოფილებაში მოიყვანა საბურავების მაგნატის გამოგონება. მან შექმნა შუშისგან პენისის ნიმუში, წამოაცვა პრეზერვატივი, რომელიც შემდეგ დაექვემდებარა ვულკანიზაციას ღუმელში.
-
მრავაფეროვნება, ჩვენი დრო
დღეს შეიძლება ნებისმიერი ფერის და გემოს პრეზერვატივის არჩევა. არსებობს ვარიანტები სხვადასხვა თარგებით, წერტილებით, ზოლებით, ბუსუსებით მეტი სიამოვნებისთვის, ვიბრატორებიც კი არის ჩაყენებული! ამასთან თავდაცვითი თვისებები არსად წავიდა, ასე რომ დატკბი პროცესით და დაცული სექსით, რამდენიც გინდა!