5 რამ, რაც კლავს სექსუალურ გატაცებას

5 რამ, რაც კლავს სექსუალურ გატაცებას

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ოჰაიოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეცნიერი, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი, გვირჩევს, რას უნდა ავარიდოთ თავი, რათა სექსუალური გატაცება არასდროს არ გაქრეს!

  1. ანტიდეპრესანტები

ისეთი ჰორმონები, როგორიცაა სეროტონინი, ადრენალინი და დოპამინი უშუალოდ ახდენს გავლენას სექსუალურ ფუნქციაზე. თანაც ანტიდეპრესანტებმა და სხვა ფსიქიატრიულმა პრეპარატებმა შეიძლება ეფექტურად ჩაახშონ აღგზნება.

  1. დაღლილობა

ძალიან დაიღალე და ენერგია აღარ გაქვს სექსისთვის? სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქალების უმეტესობა სექსს ღამისთვის გეგმავს და მერე უკვირს, რატომ არ აღიგზნებიან. სექსისთვის უნდა აარჩიო დრო, როდესაც იმყოფები აღგზნების პიკზე და არა მაშინ, როდესაც ძილს ებრძვი.

  1. წონის ცვლილება

ქალების წონა მუდმივად მერყეობს და უამრავი მიზეზი შეიძლება იყოს: პრემენსტრუალური სინდრომი, ორსულობა, შვებულება. მიზეზის მიუხედავად, ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი ფსიქოლოგიურ დაბრკოლება, რადგან ქალები თავს გრძნობენ ნაკლებად მიმზიდველებად.

  1. პარტნიორთან ჩხუბი

კაცთან ურთიერთობების პრობლემები, უპირობოდ მიიყვანს ქალს ლიბიდოს შემცირებამდე. თუ შენი პარტნიორი არ გაწყობს, არ გაქვთ ჰარმონია, არსებობს სერიოზული უთანხმოება - ვერ შეძლებ სათანადოდ აღგზნებას.

  1. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები

ისინი შესანიშნავად უხდება ორსულობის პრევენციას, მაგრამ შეუძლიათ ხელი შეგიშალონ სექსით დატკბობაში. საქმე ისაა, რომ ეს პრეპარატები სერიოზულად ცვლის ჰორმონალურ დონეს და ამით ამცირებს ლიბიდოს.

 

 

გაუზიარე მეგობრებს