როგორ კურნავს სექსი შაკიკისგან, ნაბახუსევისა და გატეხილი გულისგან

როგორ კურნავს სექსი შაკიკისგან, ნაბახუსევისა და გატეხილი გულისგან

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

არ გჯერათ? სცადეთ. ეს საკმაოდ რეალური წამალია.

„მე უბრალოდ სექსი მჭირდება“,- ამბობს ყველა ის ადამიანი, ვინც თავს აბსოლუტურად უბედურად გრძნობს. ყველაფერი იმიტომ, რომ სექსი იმაზე უფრო ეფექტური და ბუნებრივი საშუალებაა პრობლემების უმეტესობის გადასაწყვეტად, ვიდრე საყვარელი სერიალის ახალი სეზონი, ნახშირწყლების ახალი პორცია თუ ბეიონსეს ახალი ჰიტი. ამ რწმენაში რაციონალური აზრიც არსებობს. ჩვენი პირველყოფილი ინსტინქტები არსად წასულა: მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ თუ მივყვებით მათ, უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ, ვიდრე მაშინ, თუ დავაიგნორებთ.

ცუდ ხასიათზე ხართ? ესე იგი, სექსი გჭირდებათ. თავი გტკივათ? ორგაზმი დაგეხმარებათ. ცუდად გრძნობთ თავს? მაშინ სასწრაფოდ უნდა ჩაწვეთ ვინმესთან ლოგინში. არ გჯერათ? სცადეთ! სექსუალური სიახლოვე საკმაოდ რეალური წამალია.

შაკიკი

შემდეგ ჯერზე, როდესაც თქვენი შეყვარებული გეტყვით, რომ არ უნდა სექსი, იმიტომ რომ „თავი სტკივა“, უთხარით მას, რომ საუკეთესო წამალი შაკიკისგან სწორედა სექსია.

კვლევების შედეგებმა აჩვენა: სქესობრივი აქტის დროს გამოყოფილი ენდორფინები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებენ როგორც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც შაკიკს ამშვიდებენ. მას არა ანალგინი, არამედ სექსი სჭირდება.

უძილობა

რითი შეიძლება დაკავდეთ, თუ წევხართ მაგრამ ვერ იძინებთ? მინიშნება: საუბარი წიგნის კითხვაზე არ არის.

საქმე  უბრალოდ დამქანცველ ფიზიკურ აქტიურობაში არ არის. დოქტორი ლორა ბერგმანის სიტყვებით, სექსის შემდეგ თქვენს სხეულში ოქსიტოცინი გამოიყოფა, რომელიც დაძინებაში გეხმარებათ. თუ ვერ იძინებთ, სცადეთ, სექსით დაკავდეთ..

ხველება

თუ აქტიური სქესობრივი ცხოვრება არ გაქვთ, ამის გამო მარტო ვაგინა არ ზიანდება.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, იმ ადამიანებს, რომლებიც სექსით არიან დაკავებული  კვირაში მინიმუმ ორჯერ, სისხლში იმაზე  მეტი ანტისხეულები აქვთ ( უჯრედები, რომლებიც ორგანიზმს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან იცავს), ვიდრე მათ, ვისაც სექსი იშვიათად აქვს.

საინტერესოა, რომ მათ, ვინც სექსით კვირაში მინიმუმ სამჯერ  არის დაკავებული, იმაზე ნაკლები ანტისხეულები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც სექსისგან თავს იკავებს. როგორც კარტოფილის ჩიფსების და იძულებითი ჩახუტების შემთხვევაში, გადაჭარბებას სარგებელი არ მოაქვს.

სიმარჯვე საწოლში

ერთადერთი გზა, რომ რამეში უკეთესი გახდე, ვარჯიშია, ხომ?

რეგულარული სექსი ქალებში ვაგინალური ნაცხის გამოყოფას და სისხლის მიმოქცევას აუმოჯებესებს და საშოს ელატიურობას ზრდის, რის გამოც სიახლოვე მეტად უნდათ ხოლმე. გამოდის, რომ საკუთარ თავს ეხმარებიან.

სლოკინი

ყველა ადამიანი სლოკინს თავისებურად შველის, მაგრამ ერთ-ერთი გზა ისე სასიამოვნოდ არ ჟღერს, როგორც დოქტორ ფრენსის მ. ფესმირის რჩევა. ის სლოკინის თავიდან მოშორებისთვის ორ მეთოდს გვთავაზობს: „ რექტალური მასაჟი თითებით“ ( ენთუზიასტებისთვის) და ორგაზმი ( ყველა დანარჩენისთვის).

დოქტორი ფესმირი ამტკიცებს: „ ორგაზმი მოხეტიალე ნერვის წარმოუდგენლად აქტიურ სტიმულაციას იწვევს“. ეს კი სლოკინის გაჩერებას უწყობს ხელს. ამჯერად, ორგაზმის იმიტაცია ვერ გიშველით.

თქვენი პროსტატის ჯანმრთელობა

აშშ-ს ონკოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კაცებისთვის, რომლებიც თვეში 21 ორგაზმს განიცდიან, პროსტატის სიმსივნის განვითარების რისკი მესამედით მცირდება.

თუ ასეთი რაოდენობა ვინმეს მიუღწეველი ჰგონია, არ ინერვიულოთ- მასტურბაციასაც ანალოგიური სარგებელი მოაქვს.

საქმე ისაა, რომ ეაკულაცია პროსტატაში წარმოქმნილი კანცეროგენების თავიდან აცილებას უწყობს ხელს. ამგვარად, არა მხოლოდ სპერმას გამოყოფთ, არამედ ნაგვისგან ასუფთავებთ თქვენს ორგანიზმს.

მძიმე დრო

გასაგებია, რომ სურვილი და სიახლოვე უფრო ბედნიერს გხდით, და ისინი თქვენს თვითშეფასებაზე იმაზე მეტ გავლენას ახდენენ, ვიდრე გგონიათ.

სექსუალური კონტაქტი ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს ბედნიერების ჰორმონების, ოქსიტოცინის და ენდორფინის დახმარებით. აღგზნება სიამოვნების გრძნობას და დაჯილდოების სისტემის გააქტიურებას იწვევს, რომლებიც, ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრების თანახმად, ზრდის ადამიანის რწმენას საკუთარ თავში.

სხვათა შორის, იმის ცოდნა, რომ ვინმეს შიშველი მოსწონხართ, არ გავნებთ.

სტრესისგან გათავისუფლება

სექსი - ყველა უბედურებისგან გათავისუფლების ჯადოსნური საშუალებაა, ამიტომაც, გასაოცარი არ არის, რომ ის სტრესის მოშორებაშიც გვეხმარება.

იელის მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ ყოველდღიური სექსი ჰიპოტალამუსის უჯრედების აქტიურ ზრდას იწვევს. ეს არის ტვინის ნაწილები, რომლებიც სტრესის რეგულირებაზე აგებენ პასუხს. სხვა სიტყვებით, რაც უფრო ხშირად გაქვთ სიახლოვე, მით უფრო სრულყოფილი იქნება თქვენი ტვინიც.

ამას გარდა, რეგულარული სექსი ორგანიზმში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონის შემცირებას უწყობს ხელს, რაც ადამიანს უფრო მშვიდს და მოდუნებულს ხდის.

არ გჭირდებათ დამამშვიდებელი, სექსით უნდა დაკავდეთ.

ნაბახუსევი

იმის მიუხედავად, რომ კვლევებს ჯერ არ წარუდგენიათ დამაჯერებელი მტკიცებები, რომ სექსი ნაბახუსევისგან ათავისუფლებს, მაგრამ მას ნამდვილად გადააქვს ტვინის ყურადღება ტკივილისგან (მხოლოდ, თუ გული არ გერევათ). ეს არის ჯოჯოხეთისგან დროებითი გათავისუფლება, რომელიც თქვენს გონებაში სუფევს.

კაცებში ალკოჰოლი სისხლში ტესტოსტერონის დონეს ამცირებს, რის შედეგადაც მათ სიყვარული სჭირდებათ, რომ ნორმას დაუბრუნდნენ. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ გუშინ საწოლში არაფერი გამოუვიდათ. ნაბახუსევზე, ანუ შემდეგ დღეს, კაცები ამის გამოსწორებას ცდილობენ. ჩვენი რჩევაა - დილის სექსით დაკავდეთ. ეს უფრო ეფექტურად იმოქმედებს, ვიდრე კოფეინი.

საშინელი მოწყენა

რთულია იმის  დაჯერება, რომ თავად არ გიფიქრიათ ამაზე. რითი იყავით დაკავებული მთელი ამ დროის განმავლობაში? კარტს თამაშობდით?

თავშეკავება

ქალბატონებო, ყველამ ვიცით, რომ სუსტი შარდის ბუშტები გაქვთ, ამიტომაც საპირფარეშოს გვერდს ვერ აუვლით.

ჩვენი რჩევა, თუ როგორ შეაკავოთ: კარგი სექსი ორგაზმით, მენჯის დიაფრაგმის კუნთებს აძლიერებს. ეს ნიშნავს, რომ უფრო დიდხანს შეგიძლიათ შეაკავოთ შარდი, განსაკუთრებით, თუ ღამის კლუბის დიდ რიგში დგახართ.

ტკივილის შემსუბუქება

უკვე ვთქვით, რომ სექსი თავის ტკივილს შველის. მაგრამ, პროფესორი ბარი რ. კომისარუკის სიტყვებით, ის სხვა მტკივნეული შეგრძნებებისგანაც ათავისუფლებს. ასე, მეცნიერების  გუნდმა აღმოაჩინა, რომ ვაგინალური სტიმულაცია, ორგაზმის მიღწევის გარეშეც კი, ზურგის და ფეხების ქრონიკულ ტკივილის ბლოკავს (ყველაფერი იმიტომ, რომ ზედმეტად კონცეტრირებული ხართ იმაზე, თუ რა ხდება თქვენს ფეხებს შორის).

ჯერ კიდევ არ გიპოვიათ პარტნიორი? მაშინ შეგიძლიათ, საკუთარი ხელი გამოიყენოთ, მასტურბაციაც ამშვიდებს მენსტრუალურ  და ართრიტის ტკივილს.

გატეხილი გული

მართალია, ძალიან რთულია ურთიერთობების შეწყვეტის და დაშორების შემდეგ ემოციებთან გამკლავება, მაგრამ სექსის გარეშე ასე დარჩენა კიდევ უფრო რთული იქნება. თან უთხარით საკუთარ თავს, რომ ეს დანაშაული არაა, ორგანიზმს სექსი სჭირდება, მისგან მიღებული ემოცია და გამოყოფილი ნივთირებები კი ადამიანს ეხმარება სტრესის დაძლევაში.

გაუზიარე მეგობრებს