ერთგულება + ორგაზმი = განუყოფელი კავშირი
გაუგებარია, რატომ ამტკიცებენ მამაკაცები, რომ ქალების გულის მოგება ასეთი რთულია. ყველაფერი, რაც გვჭირდება, ორი მარტივი რამეა: ერთგულება და ორგაზმი.
მაგრამ რატომღაც კაცის ნახვა, რომელსაც შეუძლია ორივეს მიცემა, ძალიან რთულია.
სამყარო სავსეა ერთჯერადი კავშირებით, მეგობრებით და ნაცნობებით სექსისთვის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არ უნდათ მიჯაჭვულობა. თუმცა ბევრს სჯერა, რომ სიყვარული და სექსი ახლოსაა ერთმანეთთან.
ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა უხარისხო სექსისა და ცუდი ურთიერთობისთვის. ამიტომაც წადით და ნახეთ ის, ვისთანაც კარგი სექსი გექნებათ და თქვენთან ისეთი ურთიერთობას დაამყარებს, როგორსაც იმსახურებთ.
ბევრი მამაკაცი არსებობს, რომლებსაც მხოლოდ სექსი უნდა. ისინი ამით ცხოვრობენ, ეთამაშებიან ქალების გულებს და ყველაფერს აკეთებენ, რაც უნდათ. თუ პატივს სცემთ და გინდათ, რომ ურთიერთობები ნორმალურად ვითარდებოდეს, ერთგული შეყვარებული იპოვეთ.
ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ „ერთგულება“- მხოლოდ ტატუა, „სიყვარული“- უბრალოდ ციატატა, ხოლო „სიცრუე“- ახალი ჭეშმარიტება. ერთგულება - ეს რაღაც უფრო მეტია, ვიდრე სიმპათიური სიტყვა, რომელიც თქვენს ტანზეა დაწერილი.
ქალები და კაცები სხვადასხვა პოლუსებივით არიან, როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება. მაგრამ ქალებს მამაკაცებივით უყვართ სექსი, მეტად თუ არა. უბრალოდ მასში სხვა აზრს დებენ - მისი დახმარებით ისინი გრძნობების დამტკიცებას იღებენ.
სექსი - სიყვარულის ფიზიკური აქტია.
არსებობს კაცების გარკვეული ტიპი, რომლებიც არ ზრუნავენ ქალების გრძნობებზე და არ მიიღებენ მონოგამიას. თქვენ იმასთან უნდა იყოთ, ვისგანაც მუცელში პეპლების შეგრძნება გეუფლებათ, ვინც ღიმილს და მღელვარებას გაიძულებთ ყოველ დღე.
უბრალოდ იყავით მასთან, ვისაც უყვარხართ და ვინც ორგაზმს გჩუქნით.