ტკივილი სექსის დროს - ჩვენი მტკიცე  "არა"! 10 პრობლემა და მათი გადაწყვეტა

ტკივილი სექსის დროს - ჩვენი მტკიცე "არა"! 10 პრობლემა და მათი გადაწყვეტა

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

სექსის აღწერა სხვადასხვა სიტყვით შეიძლება: შესანიშნავი, მგრძნობიარე, ენერგიული, ორგაზმული - მაგრამ, ნამდვილად არა მტკივნეული! ის სასიამოვნო უნდა იყოს (BDSM-ის რამდენიმე ვარიაციის გარდა, მაგრამ ისინიც, წესით, უნდა მოგეწონოს). ასე რომ, თუ ტკივილს გრძნობ, არ უნდა შეეგუო ამას. უნდა გაარკვიო, რაშია საქმე!

  1. არასაკმარისი წასაცხები

დიახ, ვაგინის შიგნით ბუნებრივი ნაცხია, მაგრამ თუ არასაკმარისად აღგზნებული ხარ, შეიძლება სიმშრალე იგრძნო. ნუ გეშინია ლუბრიკანტის, ის დაგეხმარება.

  1. ალერგია სექს-სათამაშოსა და ლუბრიკანტზე

ნუ ყიდულობ ყველაზე იაფფასიან ვარიანტებს, რომლებიც, როგორც წესი, უხარისხო მასალისგან მზადდება. თუ გაირკვევა, რომ ალერგია გაქვს, მაგალითად, ლატექსზე, შეგიძლია ბევრი კარგი ალტერნატივა იპოვო.

  1. ცუდი ეპილაცია

ან კარგი, მაგრამ მის შემდეგ თმის რამდენიმე ფოლიკული გაიბერა, და გეტკინა. მაშინ სექსი ჯობია გადადო, ხოლო მტკივნეულ ადგილზე კრემი წაისვა.

  1. სექსუალური დისფუნქცია

ამაზე ხშირად არ საუბრობენ, მაგრამ ზოგიერთ ქალს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, ვაგინიზმი სჭირს: საშოს კუნთები სპაზმს განიცდის, შეღწევა მტკივნეული ხდება. ასევე მტკივნეული შეგრძნებები შეიძლება ვულვას ირგვლივ ნერვული ბოჭკოების ჰიპერაქტიურობასთან იყოს დაკავშირებული (ამას ვულვოდინია ეწოდება). საბედნიეროდ, ორივე შემთხვევაში განკურნება შესაძლებელია სწორად შერჩეული წამლების დახმარებით.

  1. მოუხერხებელი პოზები

ექსპერიმენტები - მშვენიერია, მაგრამ ზოგიერთი პოზა ყველას არ უხდება. ამას გარდა, ზოგჯერ შეიძლება არასასიამოვნო შეგრძნებები გაჩნდეს საყვარელ პოზაშიც კი.

  1. მშობიარობის შემდეგ

თუ მალე დაგიბრუნდა ლიბიდო - გილოცავთ! მაგრამ გაითვალისწინე, რომ შენმა ორგანიზმმა ძლიერი სტრესი გადაიტანა, და შენს ვაგინას დრო სჭირდება, რომ ჩვეულ ფორმას დაუბრუნდეს. საშუალოდ, 4-6 კვირაში შეგიძლია დაიწყო, მაგრამ ზოგიერთს მეტი დრო სჭირდება.

  1. ინფექციები

ყველა ინფექციამ შეიძლება ძალიან ძლიერ არ იმოქმედოს ჯანმრთელობაზე, მაგრამ მოახდინოს ცისტიტის ან ჰერპესის გააქტიურება. შეამოწმე ის ადამიანი, ვისაც ხვდები და თავადაც მიხედე ინფექციას დროულად .

  1. ქალწულობა

პირველ ჯერზე ბევრს არ სიამოვნებს, მერე გაივლის.

  1. ძალიან დიდი პენისი აქვს

მაგრამ ეს არ არის ტანჯვის საბაბი! შეარჩიეთ მოხერხებული პოზა და მეტი დრო დაუთმეთ პრელუდიას.

  1. დიდი ხანი არ გქონდა სექსი

ხდება ხოლმე... არაფერია საშიში, თავიდან შეიძლება არასასიამოვნო იყოს, მერე გაივლის.

 

 

გაუზიარე მეგობრებს