სექსის 11 დაუწერელი წესი

სექსის 11 დაუწერელი წესი

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ისეთ სასიამოვნო საქმეშიც კი, როგორიცაა სექსი, არსებობს წესები, რომლებსაც გვერდს ვერ აუვლი.

 

  1. ახალ პარტნიორთან პირველი ჯერი არასდროსაა კარგი. თუნდაც იმიტომ, რომ ერთმანეთი შიშველი არ გინახავთ და წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ იქცევა საწოლში.
  2. პრელუდიის გარეშე არ გამოვა. არავის და არასდროს მისცე საწინააღმდეგოში შენი დარწმუნების უფლება. ფიზიოლოგიური ასპექტების გარდა, ეს წარმოუდგენლად წარმტაცი პროცესიცაა.
  3. თუ ის შენი სხეულის შესახებ რამე დამამცირებელს იტყვის, დაუყოვნებლივ წადი და მისთვის მეორე შანსის მიცემაზე არც კი იფიქრო.
  4. არავითარი ბავშვური ლაპარაკი. რატომ უნდა ილაპარაკონ ერთმანეთთან ზრდასრულებმა ისე, როგორც ბავშვებთან, თუ კი პირიქით, „ბინძური“ საუბრების გამოყენება შეიძლება?
  5. სექსში გარდაუვალია კურიოზული მომენტებიც. უცნაური ხმები, სასაცილო სახეები, უცნაური პოზები- ყველაფერი ეს სახალისოა და სულაც არ არის უცნაური ან უხერხული.
  6. თუ ტანსაცმელი გაიხადე, წინდებიც არ დაგავიწყდეს. თორემ ეს უცნაურად გამოიყურება და სექსუალურ განწყობას არანაირად არ უწყობს ხელს.
  7. თუ არ სთხოვ მას რამე განსაკუთრებულის გაკეთებას, ალბათ, არც მიიღებ. გაიგე, რომ მას აზრების წაკითხვა არ შეუძლია, ამიტომაც მოძებნე საჭირო სიტყვები , რომ ყველაფერი აუხსნა.
  8. თუ მისი ნახვა კიდევ გინდა, არ წახვიდე, სანამ სძინავს. ეს ადამიანის მიმართ ძალიან უხეში და არაეთიკურია.
  9. იმის მიუხედავად, თუ როგორი კარგი სექსი გქონდა ახალ პარტნიორთან, მაშინვე წადი საპირფარეშოში. ეს ინფექციების თავიდან აცილებაში დაგეხმარება.
  10. დილის სექსი ნაბახუსევისგან საუკეთესო საშუალებაა - ყავასა და ბუტერბროდთან ერთად, რა თქა უნდა.

 

გაუზიარე მეგობრებს