საშიში არაფერია: მღელვარების 9 მიზეზი სექსის დროს

საშიში არაფერია: მღელვარების 9 მიზეზი სექსის დროს

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

ზოგიერთი ადამიანი ინტიმურ სიამოვნებას უცნაური აზრებით აფუჭებს. მოეშვით სულელურ აზრებს!

  1. მოულოდნელი კრუნჩხვა

კრუნჩხვები- ეს არის შენი სხეულის ხერხი, რომ თავი დაიცვას საშიში მოძრაობებისგან. მაგრამ თუ ეს ერთხელ უკვე მოხდა, სექსის დროს კიდევ დიდხანს იქნები ქვეცნობიერად შეშინებული იმის გამო, რომ თქვენი მოძრაობები საწოლში ტრავმატოლოგიაში შეიძლება დასრულდეს.

  1. როგორ გამოიყურები ამ კუთხიდან

მოეშვით იმაზე ფიქრს, თუ როგორ გამოიყურებით საწოლში, სექსს სიშიშვლე და ვნება სჭირდება. მითუმეტეს, თუ იქ ყველაფერი ისე გაქვს, როგორც სხვა ადამიანებს, მაშინ მითუმეტეს არაფრის შეგეშინდეს.

  1. ხომ არ გაოფლიანდი

ეს ხომ სექსია! თუ არ გაოფლიანდი, მაშინ უბრალოდ იტყუები, რომ მოგწონს ( ან უმოძრაოდ წევხარ და ელოდები, როდის დამთავრდება ყველაფერი, რაც ბევრად უარესია). თანაც, სექსუალური ოფლი ისეთი არ არის, როგორიც სპორტდარბაზში ან ცხელ ამინდში გამოიყოფა. ასე რომ, ნუ გრცხვენია.

  1. ძალიან დიდხანს ხომ არ მოგივიდა

არა, არა, სექსში არ არსებობს ნორმები ორგაზმის ვადებთან დაკავშირებით.

  1. უცნაური სახე ხომ არ გაქვს

ქვეცნობიერად, ამის ყველას ეშინია, მაგრამ, სინამდვილეში, ამაზე ყველაზე ნაკლებად უნდა ინერვიულოთ სექსის დროს.

  1. ის ფიქრობს, რომ შენ ბევრი ( ან ცოტა) თმა გაქვს სხეულზე

ეს ასეც რომ იყოს, მას უკვე აქვს შენთან სექსი, ასე რომ, თმიანობის ტესტი წარმატებულად გაიარე.

  1. ხმამაღლა სუნთქავ

მოდუნდი, მას არც ესმის, იმიტომ რომ თვითონაც საკმაოდ ხმამაღლა სუნთქავს.

  1. გაზების მოულოდნელი გაშვება

ერთადერთი, რაც ნამდვილად არასასიამოვნოა - ამ მომენტში შენი მოულოდნელი ყვირილი ბოდიშის მოხდით. ასე რომ, დაიმახსოვრეთ ეს, როგორც სასაცილო ეპიზოდი და განაგრძეთ.

  1. პარტნიორმა მოიწყინა

შეიძლება მთელი ცხოვრება განიცდიდე იმის გამო, რომ ადამიანები თავს მოაჩვენებენ, თითქოს უყვართ. არა, ისინი არასაკმარისად კარგი მსახიობები არიან, რომ გააყალბონ კარგი სექსი. მას უყვარხარ, იმიტომ რომ ჭკვიანი და ვნებიანი ხარ!

 

გაუზიარე მეგობრებს