როგორ გავხადოთ ქალებისთვის სექსი უკეთესი

როგორ გავხადოთ ქალებისთვის სექსი უკეთესი

0 ნახვა
0 გაზიარება
გაუზიარე მეგობრებს

რამდენიმე შემოწმებული რჩევა, როგორ მიანიჭოთ ქალს მეტი სიამოვნება სექსის დროს და მნიშვნელოვნად გაზარდოთ ტემპერატურა თქვენს საწოლში..

სექსმა შეიძლება შერეული გრძნობები გამოიწვიოს. ეს, სინამდვილეში, არ არის თქვენს სქესზე და არც თქვენი სექსუალურობის დონეზე დამოკიდებული.

როგორც წესი, ქალები თავისი სხეულით უკმაყოფილო არიან. ამ „მექანიზმის“ მოწყობის გამო, ქალებს ხშირად არ ესმით, როგორ მუშაობს მათი სხეული და როგორ შეიძლება ორგაზმის მიღწევა სიყვარულით დაკავების დროს.

მაგრამ ქალებიც და კაცებიც შეიძლება ნეტარი ეროტიული შეხვედრებით დატკბნენ, თუ პირველ რიგში თვითშეცნობას მიმართავენ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას სექსუალურობას. თითოეული პარტნიორი სასიამოვნო სქესობრივ ურთიერთობაზე უნდა ფოკუსირდებოდეს - სწორედ იმაზე, თუ რა ანიჭებს სიამოვნებას.

აი რამდენიმე შემოწმებული რჩევა, თუ როგორ მიანიჭოთ ქალს მეტი სიამოვნება სექსის დროს და მნიშვნელოვნად გაზარდოთ ტემპერატურა თქვენ საწოლში...

  1. სცადეთ ტანტრიკული და დაოსური პრაქტიკები სექსში

ტანტრას და დაოს მეთოდების თანახმად, კაცები ცეცხლი არიან, ხოლო ქალები-წყალი. საუბარია იმაზე, რომ კაცები მალე ინთებიან და ასევე მალე ქრებიან, მაშინ როცა ქალები პირიქით, ნელა „დუღდებიან“, მაგრამ თუ მათ „დუღილამდე“ მიიყვანთ - შეგიძლიათ კიდევ ერთი საათი „ხარშოთ“.

  1. არ იჩქაროთ

შექმენით ატმოსფერო, რომელშიც ქალი კონცენტრირებას და მოდუნებას შეძლებს. თავიდან აიცილეთ სხვადასხვა ყურადღების გადამტანი ფაქტორი და ვალდებულება, რაც სამსახურს, ბავშვებს, ტელევიზორს და სხვა ყოველდღიურ საქმეებს მოიცავს. წინასწარ იფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ ყველა ამ საქმის შესრულების გაკონტროლება, რომ თქვენმა ქალმა თავის თავს 1-2 საათი დაუთმოს (ან მთელი დასვენების დღეები).

თუ ქალი გაიგებს, რომ შეუძლია თავისი საქმეებისგან, ვალდებულებებისგან გათიშვა, ის სექსის პროცესით ტკბობას დაიწყებს. თუ ის ყურადღებას გადაიტანს რამეზე ან ინერვიულებს, ამან შეიძლება უკუაგდოს ის.

  1. მასზე და მის მოთხოვნილებებზე გაამახვილეთ ყურადღება

ბევრი ქალისთვის ორგაზმი რამე სიღრმისეული კავშირის ან განზრახვების გარეშე - ცარიელი ადგილია. უდავოდ, ორგაზმის განცდა მშვენიერია. მაგრამ ბევრმა ქალმა ორგაზმის მიღების შემდეგ ზოგჯერ შეიძლება თავი არც ისე კარგად იგრძნოს - განსაკუთრებით თუ გრძნობენ, რომ „ფინიშს“ ელოდებით და შემდეგ გადატრიალდებით დასაძლინებლად.

ამის მაგივრად ეცადეთ მთელ მის სხეულს ხანგრძლივი მოფერებებით შეეხოთ, აიძულეთ სისხლი უკეთ ცირკულირებდეს. უხეშ და ურეაქციო შეყვარებულთან საკმაოდ რთული იქნება „ანთება“. ხანგრძლივი შეხებების დახმარებით, აიძულებთ რა მას ხშირად სუნთქვას და მოდუნებაში დახმარებით, აგებინებთ მას, რომ წინ ბევრი დრო აქვს სიამოვნების მისაღებად.

  1. შეისწავლეთ მისი სხეული

მისი სხეულის სხვადასხვა ეროგენული ზონა შეისწავლეთ, მათ შორის კისერი, მხრები, თავი, ყურები, მუცელი, ბარძაყის შიდა მხარე, ხელები, ზურგი, დუნდულები და ტერფები. სცადეთ წნევასთან და სიჩქარესთან ექსპერიმენტის ჩატარება. ბუმბულით მსუბუქი შეხება ერთი მხრივ შეიძლება მშვენიერი იყოს, მეორე მხრივ - გამაღიზიანებელი. ჰკითხეთ, რა მოსწონს და მის რჩევებს მიყევით.

  1. მიეცით საშუალება, რომ გაგაგებინოთ როცა მზად იქნება

არ დაგავიწყდეთ ურთიერთობების შესახებ, როდესაც საქმე ინტიმურ სიახლოვემდე მიდის. განსაკუთრებით, როდესაც საქმე გენიტალიებზე შეხებას ეხება. ნელა დაიწყეთ, მერე აჩქარდით. ხარისხიანი სილიკონი ლუბრიკანტი (ან ნერწყვი მუდმივი პარტნიორობის შემთხვევაში) გამოიყენეთ, რადგა მშრალი თითები ალბათ სიამოვნებას ვერ მიანიჭებენ. ჰკითხეთ, რა მოსწონს ამ პროცესში, და კიდევ უკეთესი - სთხოვეთ გაჩვენოთ.

კონცენტრირდით ვულვაზე (გარე სასქესო ორგანო) ან კლიტორზე (არა ვაგინაზე). ეს სასარგებლოა, რადგან, თუ ორივე ხართ დაინტერესებული იმაში, რომ მან ორგაზმი მიიღოს, გარე ნაწილი უნდა ასტიმულიროთ. ბევრი ქალისთვის კლიტორულ ორგაზმს არაფერი საერთო აქვს ვაგინალურ შეხებებთან, გარდა იმ ქალებისა, რომლებსაც ეს ნამდვილ სიამოვნებას ანიჭებს. ნუ ჩათვლით, რომ ვაგინალური სტიმულაციები ორგაზმამდე მიიყვანს მას - განსაკუთრებით, თუ გინდათ, რომ ყველაფერი მის მოთხოვნილებებს შეესაბამებოდეს.

  1.  გამოიყენეთ სექს-სათამაშოები 

უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი გააკეთეთ, რომ თქვენი ქალი მოდუნდეს. მძლავრი გარე ვიბრატორი გამოიყენეთ მის კლიტორზე. სათამაშოები სექსის პროცესში სინამდვილეში მისთვის მთელი სექსუალურობის გახსნის შესაძლებლობას ქმნის, ხოლო თქვენ თქვენს ამოცანას ბევრად გიადვილებთ (განსაკუთრებით, თუ თქვენი ქალი ნელა „დუღდება“). გახსოვდეთ, რომ ბევრი ქალისთვის სიამოვნების ხანგრძლივობა შეიძლება ნებისმიერ ორგაზმზე მნიშვნელოვანი იყოს.

  1. მიიღოს მონაწილეობა პროცესში

დაუსვით კითხვები და თვითგამოხატვაში, მოთხოვნილებების და სურვილების გაგებაში დაეხმარეთ. ზოგჯერ მხოლოდ დროის, მოდუნების და ტექნიკის სწორი შეხამებაა საჭირო, რომ ორივემ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს სასურველი შედეგებით.

 

გაუზიარე მეგობრებს